ნაწარმოებები



ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 ოქტომბერი, 2020


წინასაარჩევნო დეკლარაცია

              წინასაარჩევნო დეკლარაცია
                        პრეამბულა
                                        ,,ერთი ქართველი უფრო ძლიერია სხვაგან,
                                      ვიდრე ათასი ქართველი თავის ქვეყანაში“.
                                                              იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი (მამლუქი).
კაცობრიობის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე, ადამიანმა საკვების მოპოვებასთან ერთად, ისეთი სასმელების შექმნა შესძლო, რომელთაც ყავლი, ვიდრე დედამიწა  მზის ირგვლივ გარემოიქცევა, არასდროს გაუვა.
ლუდი და ღვინო - ორი მარადიული სასმელი, არამიწიერ ცივილიზაციებთან კაცობრიობის იდენტიფიცირების ქვაკუთხედი, ადამიანის სულში მჩქეფარე სისხლი, იმგვარი, ვითარცა ღმერთთათვის იქორი.
ჟამთასვლის გზაზე, ბევრჯერ მომხდარა მათი გაჯიბრება, ხან ერთისა და ხანაც მეორის მხარეს დამდგარა შეჯიბრების მსაჯული - ადამიანი, მაგრამ საბოლოო გამარჯვებული მაინც ვერ გამოუვლენია … არ შეიძლება ორ ტყუპ ძმას შორის რომელიმე გამოარჩიო, ასე არ იმართება ხილული სამყარო, ქვეყნიერება სიყვარულმა შვა და არა სამართალმა, სიკეთეა კაცობრიობის ცივილიზაციის გადარჩენის ერთადერთი უალტერნატივო საშუალება ….სიკეთე, რომელიც თავის თავში გულისხმობს სიყვარულს და თავადარს ღმერთი, შემოქმედის სადღეგრძელო მხოლოდ ლუდითა და ღვინით ისმევა, ორი ღვთაებრივი სითხით - ლუდითა და ღვინით, ხოლო სამართალზე, რომ დაფუძნებულიყო სამყაროს შობის აუცილებლობა, მაშინ კაცობრიობა არ იარსებებდა ... სამართალი იმქვეყნიურ სამყაროშია.
მოდით გავიხსენოთ ორივე სასმელის წარმოშობის ისტორია და მათი კავშირები საქართველოსთან, მანამდე კი მაინც შეგახსენებთ, რომ ღვინო ქართული წარმოშობისაა და ამაზე მსოფლიო უკვე შეთანხმებულია, ვნახოთ, როგორი კავშირი აქვს მეორე სასმელს - ლუდს, ჩვენს ქვეყანასთან.
მაშ, ასე! ლუდი დღევანდელი მდგომარეობით, ჯერ-ჯერობით ერთადერთი ყველაზე ადრეული სასმელია, რომლის მომზადებაც ადამიანმა საკუთარი ხელით შეძლო.
მასზე უფრო ,,მხცოვანი სასმელი“ მხოლოდ წყალია, რომელსაც სწორედ ლუდის მოსახარშად იყენებდა პირველყოფილი ადამიანი.
ზოგადად ნებისმიერი ისტორიული თარიღი საკამათოა, მაგრამ ფაქტია ჯიუტი. ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ,,ლუდის ნარჩენები“ აღმოჩენილია წინა აზიაში - ისრაელში, რაკეფეთის გამოქვაბულში.
წელთაღრიცხვა, როცა ეს სასმელი დამზადდა და მიურთმევიათ, მოითვლის ქრისტეს შობამდე  13 ათას წელს. გამოქვაბულში ,,მადლიანი სუფრის“ გამშლელი ხალხი თუ ტომი იწოდებოდა ნატუფიელებად.
გამოდის, რომ უძველესი ადამიანი ვიდრე მარცვლეულ კულტურებს პურის გამოსაცხობად გამოიყენებდა, მანამდე სიამოვნებით წრუპავდა ლუდს და უსაშველო აზიურ სიცხეს, ამგვარად უმკლავდებოდა, თუმცა მაშინ, ქარვისფერი გამჭვირვალე ქაფიანი სასმელის ,,სასაქონლო სახე“ სულ სხვაგვარი იყო - ქაშისებური.
მოგვიანებით ლუდი არამარტო წინა აზიაში, მთელს მაშინდელ მსოფლიოში გავრცელდა. ქრისტეს შობამდე  II-I ათასწლეულებში, სხვადასხვა უძველესი ქვეყნების წერილობით წყაროებში ხშირად მოიხსენიება ლუდი. ასე მაგალითად: ქსენოფონტე აღგვიწერს დასახლება კუნაქსასთან (მდინარე ევფრატის სანაპირო, ბაბილონის ჩრდილოეთით) გამართული ბრძოლის შემდეგ (ძვ.წ.აღ. 401 წ.), მისი მთავარსალდლობის ქვეშ მყოფი დაქირავებული ბერძენი მეომრების, ქალაქ ტრაპიზონამდე ხმელეთით მოგზაურობის საყურადღებო ეპიზოდებს, რათა სამშოიბლოში ,,პონტოს ზღვით“ (შავი ზღვა) ჩაეღწიათ.
გზად ელინელმა მეომრებმა ქართველური ტომების - მაკრონების, ტაოხების, დრილების, ხალიბების, მოსინიკების, სამხრეთ კოლხებისა და შკვითინიების ანუ შვიდსოფლელების (მეგრული ტომების) ტერიტორიები გაიარეს.
მანამდე კი  ქსენოფონტეს მეომრებმა არმენიასა და ხალიბებს შორის მდებარე ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელში შეიარეს და დააგემოვნეს ლუდი.
ქსენოფონტე გადმოგვცემს:
,,აქ ინახებოდა მარცვლეული, ბოსტნეული და ქერის ღვინო. ჭურჭელში ზემოდან დაცურავდა ქერის მარცვლები. სითხის მოწრუპვა შესაძლებელი იყო ლერწმის უმუხლო ღეროთი, რომელიც ჩაეყოთ ჭურჭელში. ვისაც სურდა დალევა, მიდიოდა და ამ მაგარ (ე.ი. გრადუსიან) სასმელს სვამდა (,,ანაბასისი.“ წიგნი მე-4; თავი მე-5)“.
მაშასადამე ქრისტეს შობამდე მე-5 საუკუნეში ქართველურ ტომთათვის ლუდის მომზადების ტექნოლოგია ცნობილი უნდა ყოფილიყო, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქსენოფონტემ ლუდი, რომელსაც ის ,,ქერის ღვინოს“ უწოდებს, მხოლოდ არმენების სოფელში დააგემოვნა, ეს სასმელი ხალიბთათვისაც ცნობილი იქნებოდა. ხალიბები ხომ არმენთა მოსაზღვრედ ცხოვრობდნენ, ხოლო ხალიბებს კი მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ კოლხებთან, შონებთან (სვანებთან) და სხვა ქართველურ ტომებთან, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში განსახლებულ იბერიელებთანაც.
ე.ი. ქრისტეს შობამდე მე-5 საუკუნეში საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე, ლუდს ქართველური ტომები სასმელად მოიხმარდნენ, მაგრამ ამასთან ღვინოსაც 
ყურძენი ბარში იწურებოდა, ლუდი კი მთაში იხარშებოდა. ამას თავისი ახსნადი მიზეზი გააჩნდა, მთაში ვაზი არ ხარობდა და ალკოჰოლიური სასმელი მარცვლეულისაგან მზადდებოდა.
ეს ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში დღემდეა შემორჩენილი, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ბარის მოსახლეობა ლუდს არ მიირთმევდა და მთისა - ღვინოს.
ბარი და მთა საქართველოს ერთიან ორგანიზმს წარმოადგენდა და მიუხედავად სახეცვლილი ტრადიციებისა, ერთიანი ადათ-წესებით  ცხოვრობდა. მათ საარსებო სივრცეც ერთიანი ჰქონდათ. მტერიც ერთი ჰყავდათ და მოყვარეც, თუმცა ხანდახან ერთმანეთთან ქიშპობასაც არ ერიდებოდნენ, რა ექნათ? ეს ხომ ქართული ხასიათის გამოვლინება იყო? ... მტრიანობის დროს მშვიდობისთვის ბრძოლა და მშვიდობიანობისას - ერთმანეთის მტრობა.
ასე, რომ სავარაუდოდ  ანტიკურ საქართველოში ლუდის მოხარშვა ბერძნებზე ადრე დაუწყიათ. რადგან ლუდის დანახვისას, მომიტევეთ და, ქსენოფონტე ,,ტყემალზე შეჯდა“. ამასთან არ ვფიქრობ, რომ ქრისტეს შობამდე მე-5 საუკუნეზე ადრე, მას ქართველი კაცი სასმელად არ მოიხმარდა. პირიქით, ალბათ გაცილებით მეტს სვამდა. ადრეულ ეპოქებში ხომ ქერი უფრო ხელმისაწვდომი კულტურა იყო, ვიდრე ვენახი? ამიტომ შესაბამისად ლუდის სმა სჭარბობდა ღვინისას. ყოველ შემთხვევაში ცალკე, განყენებულად, რომელიმეს კულტი არ უნდა არსებულიყო.
ქართველმა კაცმა მარცვლეულის სხვადასხვა ჯიშები ,,მთისთვისაც“ სპეციალურად გამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ იქ მოსავლის მოყვანას გაცილებით მეტი შრომა სჭირდებოდა. ამასთან ეს პროცესი, მთას დაცლისაგანაც იხსნიდა. ურიცხვ მტერთან ბრძოლაში, მთა ხომ მიუვალი ციხე-სიმაგრე იყო, თავდაცვის ბუნებრივი ზღუდე. ამიტომ მთას შეგუებულ ქართველს, ბარად ჩამოსასვლლად ნაკლებად ეცალა. მთაში კი მშვიდობიანობის დროს, მოდუნებაც სჭირდებოდა, ჰოდა! ,,ბახუსთან“ მისასვლელი გზის ძიებაში, ლუდის მოხარშვა ისწავლა.
თრობისადმი ანუ განტვირთვისადმი მისი სწრაფვა ,,ცუდი ბიჭობით“ არ იყო გამოწვეული, არც რაიმე პათოლოგიით, ზოგადად ადამიანს ხომ თანდაყოლილი მიდრეკილება გააჩნია ,,მაგარი სასმელებისადმი“ და მათ მიმართ ამგვარი სიყვარული, მისი ცხოვრების წესზეც უნდა ასახულიყო ... აისახა კიდეც. დასჭირდა ალკოჰოლიური სასმელი, რომელიც ბუნებაში ,,ნატვრალური სახით“ არ არსებობდა და მარტივად გადაჭრა ეს პრობლემა, ასეთი სასმელი გამოიგონა.
აქ კი დაისმის რამდენიმე შეკითხვა: რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანი ალკოჰოლზე იმთავითვე დამოკიდებული? ეს ხომ, რაღაც ვერ ჯდება თუნდაც მარტივ ლოგიკაში? რა ხეირს მოუტანდა მას ასეთი სასმელის გამოგონება? ...
კითხვები გაცილებით კიდევ ბევრია, მაგრამ ყველა მათგანზე არსებობს ლოგიკური პასუხი, ისეთი ,,წყალი რომ არ გაუვა“. ამისათვის კი საჭიროა ისტორიის კიდევ უფრო ,,ღრმა მორევში“ შევტოპოთ და მატერიალისტური მოძღვრებიდან - თეოლოგიურშიც გადავინაცვლოთ. 
ე.ი. ჩვენ განსახილველი გვაქვს ერთი მეტად საინტერესო საკითხი იმის თაობაზე, თუ ადამიანი იმთავითვე ანუ ,,დაბადებიდანვე“ რატომ იყო მიდრეკილი ალკოჰოლისადმი და ეს დამოკიდებულება აუცილებლობას რატომ წარმოადგენდა?
თეორია, რომელიც მე თქვენს წინაშე უნდა წამოვაყენო და დავამტკიცო, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩემია და შესაბამისი კუთხით ეს საკითხი მგონი დღმდე ჯერ არავის განუხილავს. ყოველ შემთხვევაში, მე მის შესახებ აქამდე არც მსმენია და არც წამიკითხავს. თანაც ეს თეორია შეგვეძლება ზოგადი ფორმიდან კონკრეტულამდე დავიყვანოთ და საქართველოზეც გავვაზოგადოთ, ამით კი იმ ჩარჩოებში დავრჩეთ, რასაც ჩვენ ქართულ აზროვნებას ე.წ. მენტალიტეტს ვუწოდებთ.
მაშ, ასე: ,,გადავშალოთ ბიბლია, ეს მართლაც დიადი წიგნი და დავიწყოთ იმ საკითხის განხილვა, რომელიც ადამიანის ცხოვრების წესის განმსაზღვრელია ... ეს გახლავთ ბოროტება!
  სიკეთესთან ერთად ,,სიტყვით შობილი“ ბოროტება, რომელიც ,,დასაბამიდან“ მოყოლებული გეგმაზომიერად ანგრევს ადამიანის ცნობიერებას და დედამიწას აპოკალიფსისისათვის ამზადებს. არადა, სწორედ სიკეთის იპოსტასურობამ ანუ თავისთავადობამ განაპირობა ბოროტების ,,დაბადებისა“ და ,,დასასრულის“  დროისა და ადგილის განსაზღვრა ჩვენს პლანეტაზე, რადგან პირველის არსებობას, მეორის არსებობა იმ თვალსაზრისით უნდა დაედასტურებინა, რომ მათი ტანდემი, ადამიანის შექმნის წინაპირობა გამხდარიყო. მათ გარეშე ხომ ეს უკანასკნელი ამ სტატუსს - HOMO SAPIENS-ს ვერასოდეს ეღირსებოდა? ... და კიდეც რომ ღირსებოდა, SAPIENS-ის  გონთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული ან ,,მეტი“ ან ,,ნაკლები“ შეიქნებოდა. გამოვიდოდა, რომ ადამიანი ერქმეოდა და სინამდვილეში სხვა სახის არსებად ჩამოყალიბდებოდა ...  ,,სახრავი სხვისი იქნებოდა, სახელი მისი“. 
  რატომ შეძლო ადამიანის გონის ,,მოწამვლა“ ბოროტებამ, ამას თავისი მიზეზი გააჩნია, რომელიც მარტივი ასახსნელი ნამდვილად არ გახლავთ. ამას სჭირდება ანალიზი, არაორდინალური დასკვნების გამოტანა და ფაქტების ურთიერთდაპირისპირება. რამდენად წინააღმდეგობრივადაც უნდა გამოიყურებოდეს ეს დასკვნები, ვთვლი, რომ ისინი მსჯელობის საგნად მაინც უნდა ვაქციოთ, რადგან ,,კამათში იშვება ჭეშმარიტება“ და გამოჩნდება ტაძრამდე მისასვლელი თუ არა, მისაბობღებელი  გზა.
  ამომწურავი მსჯელობისთვის აუცილებელია შვეხოთ ადამიანის ყოფიერების ორივე მხარეს (მიმართულებას), როგორც სულიერს ასევე ხორციელს. რელიგიას და საერო ცხოვრებას. ამიტომ მზად ვიყოთ  ყველაფრისთვის და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ნუ გამომატარებთ.
  მსჯელობას დავიწყებ  ადამიანის შექმნიდან, რომელიც ბიბლიაში ასეა აღწერილი: ,,და შექმნა ღმერთმან კაცი ხატებად ღმრთისა შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი. და აკურთხნა იგინი ღმერთმან, მეტყველმან; აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და ეუფლენით მას და ჰმთავრობდით თევზთა ზღვსათა და ფრინველთა ცისათა და ყოველთა პირუტყვთა და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქვეწარმავალთა ქვეყანასა ზედა“ (დაბ. 1; 27-28).
  ასე დაგვლოც შემოქმედმა გახარებულმა იმით, რომ ხილულ სამყაროს თავისი ტოლი და სწორი მოუვლინა და მიგვიჩინა სამარადჟამო სასუფევლად ,,რომელ არს სამოთხე“, რადგან: ,,და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, მტუერისა მიმღებელმან ქვეყანისაგან და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოვლად“ (დაბ. 2;7).
  ,,კაცს“ სულთან ერთად ებოძა ღვთიური მადლიც, რომელიც გახლდათ არამარტო ,,დიადი სიკეთე“, არამედ ,,დიადი ვალდებულებაც“, იმიტომ, რომ სიცოცხლის მინიჭება თავისთავში სწორედ ამგვარ ქიმერას გულისხმობდა.
ადამს (ადამიანს) შემოქმედის ლოცვაში დღე-ღამე უნდა ეთენებინა, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. ისარგებლა რა უფლის კეთილგანწყობით, გაკადნიერდა და თანამეცხედრე მოსთხოვა.
  უფალმა თხოვნა შეისმინა: ,,და დასდვა განკვრვებაი ადამსა ზესა და დააძინა, და მოიღო ერთი გვერდი მისთაი და აღავსო ხორცითა მის წილ და აღუშენა უფალმან ღმერთმან გვერდი, რომელი მოიღო  ადამისაგან ცოლად და მოიყვანა იგი ადამისა“ (დაბ. 2;21-22).
  მან ღმერთს მადლი შესწირა: ,,და თქვა ადამ: ესე აწ ძუალი ძუალთა ჩემთაგან და ხორცი ხორცთა ჩემთაგან. მას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან მიღებულ იქნა იგი“ (დაბ 2;23).
  ევა-სიცოცხლე, ასე დაანათლა სახელი ადამმა ცითმოწყვეტილ, ვარსკვლავთადარ აწ უკვე თავის მეორენახევრად წოდებულ ,,ცოლსა ნეტარსა“ და სამოთხის კარი ფართოდ გაუღო ... გაუღო, მაგრამ ვეღარ ,,ჩარაზა“. გარკვეული დროის შემდეგ ისინი ერთად გამოაძევეს იქიდან. თუმცა უყურადღებოდ მაინც არ მიატოვეს, ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე ტერიტორია საცხოვრისად ,,მოუზომეს“ ...
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგადად, როგორც ასეთმა, ქალის შექმნამ დაღუპა კაცობრიობა. თუმცა ეს სიტყვები არ შეიძლება გავიგოთ ისე, თითქოს ყველაფერში, რაც სამოთხეში მოხდა, ქალია დამნაშავე.
  რატომ ცდუნდა ევა? რა იყო მიზეზი იმისა, რომ უხსენებელის სახით მოვლინებული სატანისთვის გული გადაეშალა? ... ეს იყო შემოქმედის მიერ გაღებული ,,დიადი სიკეთის“ დაუფასებლობა (საზღაური), თუ ქალური პათოლოგია? მიდრეკილება, შეუცნობადის შეცნობისა თუ შურისძიება? ... ან იქმენ ყველაფერი ერთად? ... ალბათ,  ყველაფერი ერთად.
  ამიტომ, საკვირველი ნამდვილად არ არის ის გარემოება, რომ ამ შემთხვევამდე გაცილებით ადრე, სწორედ ერთ-ერთი მთავარანგელოზის გაამპარტავნების შედეგად იშვა ბოროტი სული - სატანა, გინდათ ლუციფერი ან ეშმაკი, რადგან, როგორც სჩანს სამყაროს შექმნის პროცესში ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ საკვირველია სხვა რამ, თუ რატომ გახდა მაინცდამაინც სიკეთე ზოგადად, ბოროტების დედა-მშობელი, მისი ,,მატრიცა“, ე.წ. ინკუბატორი, რომელშიც ,,გალაყებული კვერცხიდან“ სიკეთეში შეზავებული ბოროტება ანუ ,,ნახევარქათამა“ გამოიჩეკა?
  შემოქმედის მიერ შობილმა სიკთეთემ, რომელშიც პირველ რიგში, არა ადამის, არამედ უხილავი სამყაროს ,,ბინადართა“- ანგელოზთა შექმნა იგულისხმება, სათავე დაუდო ბოროტებას არა იმიტომ, რომ სამყაროს შექმნის პროცესში, რაღაც გაუთვალისწინებელი შეცდომა იქნა დაშვებული, არამედ იმიტომ, რომ ეს ,,შეცდომა“ შემდგომში წინაპირობა შექმნილიყო ხილული სამყაროს დაბადების არსისა, რადგან ადამიანს (ხილულ სიცოცხლეს) უნდა ეწვნია ცოდვა-მადლის, სიკეთისა და ბოროტების დიადი ძალა, რომლიდანაც ერთი უფალი გახლდათ, ხოლო მეორე სატანა. ამით თვით მას შეეძინა მატერიალურ სამყაროში მნიშვნელოვანი ფუნქცია და ღმერთის არსებობა, მისი არსებობით დაედასტურებინა, რათა შემდგომ ეჭვი შეჰპარვოდა ამ ჭეშმარიტებაში.
  აქედან გამომდინარე, არა თუ საუბარი, გააზრებაც კი იმისა,  რომ შემოქმედის ყოვლისშემძლეობა პირობითია, ადამიანის გონთან არათავსებადია“.
მაშასადამე სავარაუდოდ ალკოჰოლი ადამიანმა იმ ნეტარების საპირწონედ გამოიგონა, რომელშიც ის სამოთხეში ყოფნისას იმყოფებოდა. იგი ცოდვის ჩადენის გამო მოხვდა თუ არა მატერიალურ სამყაროში და ,,ოფლით მოპოვებული პურის გემოს“ სირთულე, საკუთარ თავზე იწვნია, მიხვდა, რომ მას ისეთი რამ სჭირდებოდა, რომელიც მთლიანად თუ არა, მიმსგავსებულად მაინც განაცდევინებდა სამოთხის ნეტარებას. ამ დავი-დარაბაში სულ მთლად აიბლანდა და ცოდვებს კიდევ ერთი ცოდვაც მიუმატა - ,,ნუნუას“ მტკიცედ დაუძმობილდა, ანუ ბოროტების მხარე დაიჭირა. ე.ი. რბილად რომ ვთქვათ, ალკოჰოლიური სასმელი ადამიანისთვის მთლად სახეირო არ გამოდგა და მასში არაღვთიური მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ღვთიური.
ბიბლიის პირველი წიგნიდან - ,,დაბადებიდან“ ცნობილია რომ ნოემ: ,,და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა. და იხილა ქამ, მამამან ქანანისმან, სიშიშულე მამისა თვისისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თვისთა გარე. და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაი მამისა მათისა არა იხილეს. და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ იყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან. და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაი“ (დაბ. 9,21-25).
ღვინის ,,დაბადების“ თარიღად მიიჩნევა. ძვ. წ. აღ. დაახლოებით 8000-6000 წელი. მართალია ის ლუდზე თითქმის ორჯერ უფრო ,,ახალგაზრდაა“, მაგრამ დედამიწის ცივილიზაციის განვითარების ისტორიაში, მანაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.
ღვინის სამშობლო საქართველოა. ყოველგვარი  ,,თუსა“ და ,,ალბათის“ გარეშე - ჩვენი ქვეყანა, საქართველო! …
საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ჩასახვა ნეოლითის ეპოქაში მოხდა. ამაზე მიუთითებს მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ფაქტი. ამ მხრივ საყურადღებოა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, მარნეულის ველზე აღმოჩენილი ყურძნის წიპწების ასაკი - ძვ. წ. აღ. მე-7 ათასწლეული. ეს წიპწები განეკუთვნება ენეოლითის პერიოდს და ასეთი არტე-ფაქტები გამონაკლისი არ არის. დიხა-გუძუბაშში ანაკლიის ტერიტორიაზე, ასევე იქნა აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკიც მცირედით, სულ რაღაც ათასი წლით არის ახალგაზრდა.
2007 წელს მარნეულის ველზე ნამოსახლარის ახალი გათხრების შედეგად, ისევ იქნა აღმოჩენილი ვაზის რამდენიმე წიპწა. ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს წიპწები ვაზის კულტურულ სახეობას - Vitis Vinifera Sativa-ს განეკუთვნება. ხოლო თიხის ჭურჭლის ერთ-ერთი ფრაგმენტის ქიმიურმა ანალიზმა გამოავლინა ღვინის მჟავას კალციუმის მარილის კვალი, რომელსაც ღვინო ან ყურძნის წვენი (ბადაგი) შეიცავს. 
არქეოლოგიური აღმოჩენები კიდევ უფრო გაამდიდრა თანამედროვე ვაზის ჯიშების პირველი წინაპრის აღმოჩენამ. მიაკვლიეს ველური ვაზის ჯიშს - კრიკინას, რომლის მეცნიერული შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ სწორედ იგია ყველა ვაზის წინაპარი ... გარდა ამისა, ვაზის კულტურასთან დაკავშირებული სხვა არქეოლოგიური აღმოჩენებიც გაკეთდა. უძველესი ქვევრები, მარნები, საწნახლები, თიხის, ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ფიალები მოპოვებულია ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში.
ამათგან საყურადღებოა ალაზნის ველის ძვ.წ. აღ III-II ათასწლეულის სამაროვნები. ბაგინეთის (მცხეთის რაიონი) ძვ. წ. აღ. IV-III ათასწლეულის კერამიკული ჭურჭელი, მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები, ვარძიის ორმაგკედლიანი ქვევრი (ხვდებით ალბათ, პატივცემულო მკითხველო! ეს რასაც ნიშნავს - პირველ თიხის თერმოსს) და სხვ.
ყველაფერ ამას ერთგვარ გვირგვინად თავზე ადგას, წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი - სიწმინდე ქართული სარწმუნოებისა, რომელიც ასევე გახდა ერის იდენტიფიცირების სიმბოლო.
უფრო მნიშვნელოვანი და ეპოქებში გამოტარებული, სხვა რა უნდა დაგიტოვოს შენმა წინაპარმა, ვიდრე ვაზი და ღვინოა? ... რამდენად საამაყოა ეს ფაქტი! ...
ქვემოთ, თხრობისას მე გამოვიყენებ ძველი ბერძნების, რომაელების, გერმანული ტომებისა და ზოგადად უძველესი ადამიანების მიერ შექმნილ სხვადასხვა კულინარიულ ტექნოლოგიებსა და მიღწევებს, მაგრამ ყველაფერ ამას, ხერხემლად მაინც წარუმძღვარებ ქართული ღვინისა და ლუდის ათასწლოვანი ისტორიის ბრწყინვალე ფურცლებს.
პატივცემულო კითხველო! ძნელი წარმოსადგენია, რამდენად საამაყოა წერა მაშინ, როცა უდიდესი იმპერიების მაგალითების მოტანა არ გჭირდება, კაციბრიობის გარიჟრაჟის უძველეს ეპოქებს შენი წინაპრების ნაღვაწის ხარჯზე, მათი მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების წარმოჩენის მაგალითზე აკეთილშობილებ და თანაც, მათ მიერაც დაწერილ მსოფლიოს ისტორიას აშფოთებ.
სწორედ ასეთთა რიცხვშია ღვინო, რომელიც ქართველმა კაცმა შექმნა და გააკეთილშობილა, რადგან უძველეს ხანაში ღვინოს ქვევრებში არ ინახავდნენ. ის მღვრიე სასმელს წარმოადგენდა და მალეფუჭებადიც იყო.
მაგრამ დროთა განმავლობაში ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით, დაიხვეწა მისი შენახვის წესი. თიხის მომცრო მიწისზედა ჭურჭელი ქვევრმა შეცვალა. დაინერგა ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგიაც - ყურძნის ყლორტებითა და ჭაჭით ღვინის დადუღება, ჩამოსხმის მეთოდი, დალევის წესი და პირველი ფიალით შემოქმედის სადიდებლის წარმოთქმა.
ღვინო თუ ლუდი? ... მარადიული კითხვა, რომელიც არამარტო ქართველს, მსოფლიოს აწუხებს. ცალსახა პასუხი ან ერთის ანაც მეორის სასარგებლოდ არ არსებობს, რადგან ამ კითხვას რომ პასუხი გასცე, რაღაც მეთოდოლოგია უნდა შეიმუშაო, კრიტერიუმები ჩამოაყალიბო და შეფასებათა სისტემის გამოყენებით ქულები დაუწერო, მერე ეს ქულები შეკრიბო ... მერე?! ... დამპიტაურიდან დიმპიტაურამდე მიხვიდე და ბოლოს, შედეგი მაინც საკამათო დადო!
ორივე სასმელმა კაცობრიობის განვითარებას ფასდაუდებელი კვალი დაამჩნია. ეს არც მაღალფარდოვანი და არც ლიტონი სიტყვებია. ამ სიტყვებს პირდაპირი დატვირთვა აქვთ და კოსმოსში დედამიწელთა ,,სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენენ ... დიახ! ჩვენ! არამიწიერ ცივილიზაციებთან ურთიერთობაში: ენასთან, პოლიფონიასთან და ზოგადსაკაცობრიო იდეალებთან ერთად, თავს თუ რამით გამოვიჩენთ, ეს ლუდი და ღვინოც იქნება ... შემოქმედის სადიდებელი ხომ მხოლოდ ამ ორი სითხით ისმება?  ... ღვთაებრივად აღიარებული, მხოლოდ ამ ორი სითხით!!!
გარდა ქართველებისა ალბათ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება სხვა ერი, რომელსაც ღვინის დაყენების ისეთი მასობრივი კულტურა გააჩნდეს, როგორიც ჩვენ გაგვაჩნია და ეს მასობრიობა ისეა გენებში გამჯდარი, ეპოქებში გზას თავისით მიიკვლევს.
არაკეთილისმსურველნი ვერ ეგუებიან ღვინის წარმოების დარგში ჩვენს პირველობას და ათასგვარ ზღაპრებს იგონებენ. ყველა მეთოდით - დასაშვებითა და დაუშვებლით ცდილობენ ჩვენთვის პირველობის დაფნის გვირგვინის ჩამორთმევას და რომელიმე სხვა ერისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება იგი, გადაცემას. არადა ფაქტი ჯიუტია, რამდენიც უნდა ითავცემონ, პირველები ვართ და ამად დავრჩებით.
ახლა კი ისე, როგორც ზემოთ, მხოლოდ სიტყვების რახა-რუხი რომ არ გამომივიდეს, დავიწყოთ ისტორიის უძველესი სიღრმიდან ჩვენი მიმართულებით სვლა და მეცნიერულად იმის დამტკიცება, რაც მიუკერძოვებელი სამეცნიერო წრეებისთვის უკვე დამტკიცებას აღარ საჭიროებს, ოღონდ ჩვენ სხვა გზით წავიდეთ.
ჯერ წამოვაყენოთ ჩვენი ჰიპოთეზა თუ თეორია: ყურძენი, რომლისაგანაც ღვინო მიიღება, შეიძლება დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხარობდა, მაგრამ მისგან ღვინის დამზადება პირველმა ქართველმა კაცმა შეძლო.
საწინააღმდეგო არგუმენტი კი ასეთია: რადგან ვაზი დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე ხარობდა, ქართველებამდე მისგან ღვინის დაყენება სხვებმა ისწავლეს ... მერე ამას მოსდევს ამ ჰიპოთეზის მომხრეთა არამყარი არგუმენტები და ბიბლიური ამბები.
დავიწყოთ იმით, რომ ეს ჰიპოთეზა არაფერს არ ამტკიცებს, გაიხსენეთ ნატუფიელები, ქერი, შვრია, ბრინჯი და ა.შ ... ლუდის მოსახარში მასალა თითქმის ევრ-აზიის მთელს კონტინენტზე მოჰყავდათ, მაგრამ ლუდის დაყენება პირველებმა მათ შეძლეს და ეს გააკეთეს 13 ათასი წლის წინ.
ვაზი, მცენარე, როგორც ასეთი დედამიწაზე მეზოზოური ერის ცარცულ პერიოდში აღმოცენდა. ითვლება, რომ ის მთელს პლანეტაზე იყო გავრცელებული. პანგეის გაყოფის შემდეგ ვაზის სხვადასხვა ჯიში ახლად წარმოქმნილ კონტინენტებზე გადანაწილდა, ანუ  ველური სახით გავრცელდა.
მისი კულტივირება არ იყო ადვილი, რადგან კულტურული ჯიში ადვილად ველურდება და ,,ტყიურ ვაზთან“ კონტაქტში წარმოქმნის ე.წ. ჰიბრიდულ ჯიშებს.
ე.ი. ყველა ვაზის ნაყოფისაგან შეიძლება ღვინის დაყენება, მაგრამ არ შეიძლება კარგი და სასარგებლო ღვინის მიღება, რადგან ე.წ. საჭმელი ყურძნისა და ჰიბრიდული ჯიშის ღვინოები მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის ... (ეს, ისე შეხსენებისთვის).
ვაზის შესახებ ცნობები გვხვდება ბიბლიაშიც. როცა წარღვნის შემდეგ ნოემ კიდობნიდან თხა გამოუშვა, მან ყურძენი შეჭამა და უკან კუნტრუშით დაბრუნდა (შეხტებოდა და ირქინებოდაო. ასეა აღწერილი ბიბლიაში). ნოე ამ მცენარით დაინტერესდა და მოაშენა, მცირე ზომის ზვარი გააკეთა ... ,,და იწყო ნოემ კაცმან საქმე და დაასხა ვენახი. და სუა ღვინისაგან და დაითრო, განშიშულდა სახლსა შინა თუსსა“(დაბად. 9; 20-21).
ბიბლიის საგვარეულო შტოს მიხედვით ადამი შეიქმნა დაახლოებით ძვ. წ. აღ-ის 5506 წელს. მისი მეეცხრე შთამომავალი იყო ნოე, რომელიც ძვ. წ. აღ-ის 4452 წელს დაიბადა და გარდაიცვალა 3502 წელს, ხოლო მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიხედვით წარღვნა მოხდა 3266 წელს. ამავე წელს გარდაიცვალა მათუშალა, რომელმაც ადამიანთა შორის ყველაზე ხანგრძლივად იცოცხლა.
,,საგვარეულო შტოს“ მიხედვით კი მათუშალა დაიბადა 4821 წელს და გარდაიცვალა 3852 წელს. თუ ის წარღვნის წელს მოკვდა მაშინ, ჩვენ რაღაც ცდომილებასთან, დაახლოებით ექვსას წლთან გვაქვს საქმე და ვდგებით პრობლემის წინაშე.
არის კიდევ ერთი საკამათო საკითხიც, რომელიც ჩვენს პლანეტაზე გლობალური მაშტაბის კატასტროფის - წყალდიდობის დაწყების თარიღად დაახლოებით ძვ. წ. აღ-ის 5500 წელს მიიჩნევს. ამ წინაისტორიულ ეპოქაში წარმოიშვა ,,შავი“ და ,,ხმელთაშუა“ ზღვა (ამ ფაქტს ადასტურებს რამდენიმე მნიშვნელოვანი წერილობითი წყარო და არქეოლოგიური კვლევები). ასეთ შემთხვევაში კი ეჭვქვეშ ისევ ბიბლიური თარიღების ჭეშმარიტება დგება. გამოდის,რომ ადამის დაბადების მეექვსე წელს, დედამიწაზე წარღვნა მომხდარა. 
რადგან ჩვენ არ ვიკვლევთ ზემოთ წამოჭრილ საკითხებს, მოდით ასეთი განმარტება გავაკეთოთ: ბიბლიაში გადმოცემული ფაქტები, რა თქმა უნდა ჭეშმარიტებაა და მისი შეუსაბამობა კაცობრიობის ისტორიის ათვლის სისტემასთან, არა ,,დიადი წიგნის“, არამედ მეცნიერთა უზუსტობების ბრალია, რადგან მატერიალურ გარემოში ისტორია, როგორც დანარჩენი ყველაფერი, ფარდობითი მეცნიერებაა. დაზუსტებისთვის დავამატებ, რომ ნახშირბადის დაშლის მეთოდით თარიღების დადგენა დიდ ცდომილებებს იძლევა, რასაც თანამედროვე მეცნიერებიც აღიარებენ. ამიტომ დედამიწის ჩამოყალიბების გეოლოგიური ერები, ბიბლიას დროში არიან აცდენილნი. აგრეთვე აქვე დავაზუსტოთ ისიც, რომ მთა არარატი, სადაც კიდობანი გაჩერდა, დროში გავრცობადობით, მდებარეობდა რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მაშასადამე წარღვნის შემდგომ დედამიწაზე მხოლოდ ნოე და მისი სახლეული, შვილების - სემის, ქამისა და იაფეთის სახით თუ დარჩნენ, მაშინ ვღებულობთ ასეთ მოცემულობას: დედამიწაზე ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანთა გარდა, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და ძველი ცივილიზაცია აღარ არსებობდა.
ასეთ შემთხვევაში, რადგან ისტორიული წყაროები და არც ბიბლია მიუთითებს წარღვნამდელ პერიოდში ღვინის არსებობაზე, ეს სასმელი ადამიანის მიერ უნდა აღმოჩენილიყო წარღვნის შემდგომი პერიოდისთვის, რასაც ,,დაბადებაც“ ეთანხმება (ზემოთ ამის შესახებ უკვე მოვიტანე ციტატა). 
ე.ი. თხის მიერ აღმოჩენილი და შემდგომ ნოეს მიერ თავისი საცხოვრისის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზი, წარღვნამდელი პერიოდისთვის ღვინოდ არ გამოიყენებოდა და  არ იყვნენ ერები და ეროვნებები ჩამოყალიბებულნი. მათ ჩამოყალიბებას დასაბამი ნოეს შვილების დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიაზე განსახლებამ მისცა.
ახლა კი გავიხსენოთ წარღვნის შემდგომი პერიოდისთვის სამხრეთ კავკასიაში არსებული სახელმწიფოები: კოლხეთის სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო თუ არა, ეთნო-ტერიტორიული ერთეული მაინც (თუმცა ოცდათოთხმეტი საუკუნის წინ აიეტის კოლხთა სამეფო უკვე არსებობდა), იბერია, მითანა - ჩრდილოეთ ნაწილით, ხურიტები, ურარტუ ასევე ჩრდილო-ტერიტორიიით (დაინგრა ძვ.წ. აღ-ის 333 წ.), სპარსეთი და ალბანეთი.
არატაის მთა სხვადასხვა დროს ხურიტების,  ურარტუელებისა და სპარსელების ტერიტორიებზე მდებარეობდა. აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე სახლობდნენ ქართული ტომები - კოლხები, ხათები და იბერები.
რადგან ბიბლიაში მითითებული არ არის ის ფაქტი, რომ კიდობნის დატოვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, მაშინ, როცა მან ვაზი გააშენა და პირველი ღვინოც დააგემოვნა, ნოემ სად აირჩია საცხოვრისი, მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ტერიტორია მდებარეობდა იბერიის სამხრეთში, არარატის მთიდან სადღაც რამდენიმე ასეულ კილომეტრში, სადაც მისი მოყვანისთვის დღესაც შესანიშნავი პირობებია ანუ ეს იყო თანამედროვე ბორჯომ-საგარეჯოს ტერიტორიებს შორის მდებარე სივრცე.
ნოე და მისი შვილები მოგვიანებით არაბეთის ნახევარკუნძულისკენ ანუ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ალბათ აქედან წავიდნენ და განსახლდნენ სხვადასხვა მხარეში.
რატომ იბერიის ტერიტორია? ... საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის წიპწების ასაკი, როგორც ვიცით 8000 წლით ანუ ძვ. წ. აღ-ის 6000-5800 წ.წ. თარიღდება. ეს არტე-ფაქტი მთელი ექვსასი წლით უფრო ადრინდელია ზაგროსის მთიანეთში (თანამედ. ირანი) აღმოჩენილ ღვინის კვალზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანის მიერ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო პირველი ღვინის წარმოება ... ვინ იყო პირველი მეღვინე? ...  წარღვნის შემდგომ ნოე! ...  ანუ, წარღვნა თუ ძვ. წ. აღ-ის 3852 წელს ან 3266 წელს მოხდა, გამოდის, რომ საქართველოში ცოტა უფრო ადრე, წარღვნამდელ პერიოდშიც ამზადებდნენ ღვინოს, რადგან ,,წიპწები“ ძვ. წ. აღ-ის 6000 წლით თარიღდება.
ამ ეპოქაში შეეძლო ადამიანს შესაბამისი  ყურძნის ჯიშის - Vitis vinifera-ას კულტივირება და მისგან ღვინის დაწურვა? ... შეეძლო და აი, რატომ ? ...
ადამი იშვა ძვ. წ. აღ-ის 5506 წელს ანუ 7506 წელს, მაგრამ არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ ადამიანის ასაკი გაცილებით უფრო ძველია ე.ი. ადრეულია ... ეს რა, შეუსაბამობაა? ...
არავითარი! საქმე იმაში მდგომარეობს, რომ HOMO SAPIENS-ი ანუ კრომანიონელი და ადამიანის უცნობი სახეობა, რომელიც არსაიდან ... დიახ! არსაიდან გაჩნდა დედამიწაზე, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდებოდა. ამის ნათელი მაგალითია შუმერთა ცივილიზაცია. ეს ხალხი შუამდინარეთში არსაიდან გაჩნდა და მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო დედიშობილა დატანტალებდა, ისინი თაღოვან შენობებს აგებდნენ. მეტიც, მათ ჰქონდათ მათემატიკური სიდიდე, რომელიც ასე გამოისახებოდა: 195 955 200 000 000. ეს რიცხვითი მნიშვნელობა დატანილი იყო ერთ-ერთ თიხის ფირფიტაზე, აღმოჩენილი ქუიუნჯიქის ბორცქვეშ მიმდინარე გათხრებისას. ,,შავთავიანები“ - შუმერები სწორედ მეშვიდე-მეექვსე ათასწლეულებში სახლობდნენ დედამიწაზე.
შუმერთა კულტურას ვინც იცნობს დამეთანხმება, რომ ბიბლიურ ისტორიასთან ამ ხალხს პირდაპირი კავშირი აქვს და მათი ლეგენდებისა თუ მითების ჭეშმარიტება ბევრჯერ დადაადასტურა სხვადასხვა დროს მიმდინარე არქეოლოგიურმა გათხრებმა.
სამწუხაროდ ჩვენ შესაძლებლობა არა გვაქვს აქ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ საკითხზე, მაგრამ ის კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ ცნობილი არქეოლოგის ლეონარდ ვულის სიტყვები გავიხსენოთ, რომელმაც შუმერული კულტურის კვლევას, მთელი ცხოვრება მიუძღვნა.
,,თუ ადამიანების ღვაწლზე მხოლოდ მათი მიღწევებით ვიმსჯელებთ, მაშინ შუმერებს საპატიო ან შესაძლოა მოწინავე ადგილი უკავიათ, ხოლო თუ მხედველობაში მისაღებია ის გავლენაც, რომელიც მათ მოუხდენიათ ისტორიის შემდგომ განვითარებაზე, ეს ხალხი კიდევ უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს. მათ ცივილიზაციამ, როგორც მაშხალამ წყვდიადში, ისე გაანათა ჯერ კიდევ ბარბაროსობაში მყოფი მსოფლიო. მას წილად ხვდა გამხდარიყო კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი პირველი მამოძრავებელი ძალა“.
მივადექით მეტად მნიშვნელოვან საკითხს: ვინ იყვნენ შუმერები და ჰქონდათ თუ არა კავშირი იმ ეპოქის საქართველოსთან? ...
ეს ხალხი საკუთარ თავს ,,შავთავიანებს“ უწოდებდა. ე.ი. მათ სხვები კი არ უწოდებდნენ შავთავიანებს, არამედ თავად დაირქვეს ეს სახელი ...
ქართველებთან პირველი პარალელი სწორედ აქ უნდა გავავლოთ. ჩვენც ხომ  ,,შავთავიანები“ ვართ და ეს თიკუნი, ჩვენს თავზე ჩვენივე შერქმეულია? ... დიახ, ასეა!
ძველი ქართული ეთნო-ენები: ზანური (ჭანური), იბერიული, შონური და ა. შ. თავისი სტრუქტურითა და მორფოლოგიით შუმერულ ენასთან ახლოს დგანან, რადგან, რაც უფრო ახლოა ტერიტორიულად ეთნო-ენა წინარე ანუ პრა-ენასთან, ის მითუფრო ძველი და ,,სუფთაა“. ამიტომ ეს უკვე მეორე დასტურია შუმერებთან ქართველთა ახლოდგომისა (ქართული და შუმერული სიტყვების იდენტურობის მიმართულებით, გარკვეული კვლევებია ჩატარებული,  მე არ მინდა მათი კონსტატაციით, ჩემი აზრი ჩამოვაყალიბო. ასმიტომ ვეძებ საკუთარ არგუმენტებს, რომლებიც შეიძლება პრიმიტიულად ჟღერდეს, მაგრამ შეავსებენ არსებულ ინფორმაციას).
პრა-ენა კი შუმერულია, რომლისგანაც წარმოდგა დანარჩენი სხვა ყველა ენა. ამის შესახებ ბიბლიაც გვაწვდის ინფორმაციას: ,,და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგე ერთ ყოველთა, და ამას იწყეს ყოველთა ქმნად და აწ არა დააკლდენ მათგან ყოველნი, რაოდენთაცა ინებონ ქმნა. მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თვთეულსა ხმა მოყვასისა. და განსთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა“ (დაბად. 10; 6,7,8,).
შუამდინარეთიდან საქართველომდე არც ისე შორი მანიძილია. თუ ეს გზა აფრიკუდან წამოსულმა HOMO EREQTUS -ებმა  გაიარეს, მას რატომ ვერ გაივლიდნენ მას შუმერები, რომლებიც პირველად ტიგროსა და ევფრატს შორის მდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ? ...
რა თქმა უნდა, გაივლიდნენ და საქართველომდეც ჩამოაღწევდნენ. მათი ინტერესი კონკრეტულად ეს მხარე კი არ იქნებოდა, არამედ იმ ე.წ. ცარიელი სივრცეების ათვისება, რომლებზეც მაშინ მხოლოდ ნენანდერტალელები და პირველი ადამიანები - კრომანიონელები სახლობდნენ.
სწორედ ამგვარი მოგზაურობის დროს აღმოაჩინეს შუმერებმა საქართველოს ტერიტორიაზე განსახლებული მათთვის მანამდე უცნობ ხალხი - თანამედროვე ქართველების წინაპრები და გააფართოვეს საკუთარი ცივილიზაციის არეალი.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი: წარღვნამდელ არცერთ ისტორიულ წყაროში ღვინის შესახებ ინფორმაცია, არ გვხვდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შუამდინარეთში შუმერთა ცივილიზაცია ამ სასმელს არ მოიხმარდა. არ მოიხმარდნენ არც მის შემდგომი უძველესი ცივილიზაციები. აქადელები, ასურელები, ხეთები და ა.შ. რომლებიც წინაისტორიულ ეპოქაში თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ და მათ საკუთარი დამწერლობაც გააჩნდათ. ვერავინ ვერ დაასახელებს ვერცერთ ლეგენდას, მითსა თუ თიხის ფირფიტას, სადაც ძვ. წ. აღ-ის VI-V ათასწლეულების მიჯნაზე, საუბარი იქნებოდა ღვინის შესახებ. მაშინ, როცა საქართველოში ამ პერიოდის ყურძნის წიპწებია აღმოჩენილი.
რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ინფორმაციიდან? ...  ბრაწი, ვიღაცეებს! ... აი ეს დასკვნა გამომდინარეობს ზემოთთქმულიდან.
მაშასადამე ჩვენ გვაქვს სამი მოცემულობა. პირველი ის, რომ ქართველები შუმერთა შთამომავლები არიან და სამხრეთ კავკასიაში ისინი შუამდინარეთიდან მოვიდნენ ... და მეორე - ჩვენ შუმერებს ადრეულ ეტაპზე ისე, როგორც ებრაელები (ოღონდ გაცილებით ადრე) გამოვეყავით და ჩამოვედით საქართველოში, მაგრამ ეს გამოყოფა იყო ნებაყოფილობითი, რადგან წარმოვადგენდით შუმერთა მონათესავე შტოს ხალხს ან სულაც მათ (ეს თეორიები ჩემამდეა გამოთქმული, ხოლო მესამე კი ჩემია).
ასეთ შემთხვევაში წიპწების ასაკსა და ღვინის სამშობლოს დადგენას შორის რაღაც კავშირი არსებობს და  რა საწინააღმდეგო არგუმენტიც არ უნდა იქნას მოტანილი, ყველა უსუსური იქნება. ბიბლიაც და ისტორიაც იმას ამბობს, რომ ერთა და ეროვნებათა ჩამოყალიბება დაიწყო შუამდინარეთიდან, პირველად იყვენ შუმერები და შემდგომ დანარჩენები, სხვა ცივილიზაციები.
კიდევ ერთხელ! ... ბიბლიაში, როცა საუბარია ადამის შექმნაზე, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ ნიშნავს HOMO SAPIENS-ის შექმნას, რადგან ძვ. წ. აღ.-ის 5506 წლამდე ეს HOMO კრომანიონელის სახით, უკვე სახლობდა დედამიწაზე. აქ საუბარია მაღალგანვითარებული ადამიანის გაჩენაზე, რომლის მატერიალიზებული პროტოტიპი შუმერები იყვნენ. ისინი ზუსტად ზემოთ აღნიშნულ პერიოდში გამოჩნდნენ შუამდინარეთში, ოღონდ, როგორც ბიბლიური ადამი არსაიდან, ანუ სამოთხიდან - მატერიალურ გარემოში, შუმერებიც არსაიდან - ევფრატ-ტიგროსის აუზში.
,,ედემში“ ადამი და ევა არ იყვნენ ხორციელნი. ე.ი. წმინდა გაგებით, ადამიანებს (კრომანიონელებს) არ წარმოადგენდნენ, მათ იქიდან გამოძევების შემდეგ შეიძინეს HOMO SAPIENS-ისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ბიბლიაში ის ადგილიც არის მითითებული, სადაც ,,ედემის ბაღი“ მდებარეობდა, თუმცა ამ ტერიტორიის შესახებ მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან.
,,და მდინარე მესამე - ტიგროსი.  ესე ვალს წინაშე ასურეთისა - ხოლო მდინარე მეოთხე ესე ევფრატი“ (დაბად. 2;14).
ჩემი აზრით ტიგროსით და ეფვრატითაც შეიძლება მიახლოებითი ტერიტორიის განსაზღვრა, რომელიც სავარაუდოდ ამ მდინარეთა აუზია, მაგრამ პირველი მდინარის მდებარეობა კი, რომლის სახელიც არის ფისონ (ფიშონ), მართლაც საკამათოა. მე ვთვლი, რომ იგი ფაზისია ე.ი. კოლხეთი, რადგან ის ,,ესე გარე-მოვლის ყოველსა ქვეყანასა ევილათისასა. მუნ უკუე არს ოქრო. ხოლო ოქრო მის ქვეყანისა - კეთილდ და ანთრაკი და ქვაი მწვანე“ (დაბად. 2; 11, 12). ეს მოსაზრება ჩემამდეა გამოთქმული და ამიტომ არა მაქვს პრეტენზია მის ექსკლუზიურობაზე. ხოლო მეორე მდინარის შესახებ კი მართლაც გამაჩნია საკუთარი მოსაზრება. ამ მდინარის სახელი ბიბლიაში არის - გეონი (გიხონი) და ის უნდა გავაიგივოთ მდინარე ალაზანთან. და აი, რატომ? ... როგორც ტიგროსი და ევფრატი ქმნის ჩაკეტილ ტერიტორიას, ასევეა ფაზისისა (რიონი) და ალაზნის შემთხვევაშიც, თუმცა გეონს მტკვართან და არაქსთანაც აიგივებენ, მაგრამ ესეც ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს, მტკვრის აუზი საქართველოს სანახებსაც მოიცავს. ე.ი. სამოთხის ჩრდილო-აღმოსავლეთის უკიდურესი ტერიტორია ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა. 
ისედაც, სამოთხე მატერიალურ სამყაროში დიდ ტერიტორიაზე არ იქნებოდა განთავსებული (ზოგიერთი მეცნიერი აფრიკიდან - ნილოსით იწყებს და ინდოეთამდეც კი ჩადის), რადგან ასეთ დიდი სივრცე ადამსა და ევას იმ პერიოდისთვის არ სჭირდებოდათ.
თუ ჩვენს დასკვნას სარწმუნოდ მივიჩნევთ, მაშინ შუმერთა განსახლების საკითხი, რომელიც ზემოთ განვიხილე, ასევე სარწმუნო გამოვა. დედამიწის ცივილიზაციის აკვანი მართალია შუამდინარეთში დაირწა, მაგრამ მან გავრცობა ადამისა და ევას სამოთხიდან გამოძევების შემდეგ, სწორედ ოთხ ზღვას შუა ჰპოვა: ხმელთაშუა, სპარსეთის (ყურე) შავი და კასპიის ზღვების აუზებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შუმერული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და წარმოვადგენთ აბორიგენულ ერს, რაც იმაზეც მიუთითებს, რომ ღვინის დაყენების ტექნოლოგია ჩვენია და ის არავის შემოუტანია საქართველოში ... ერთი სიტყვით არავისგან მოგვიპარავს.
და მესამე მოცემულობა ...რატომ აბორიგენულ ერს, თუ კი ჩვენ შუმერთა ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით? ... ოთხ მდინარეთა შორის მდებარე ტერიტორიაზე, როგორც ბიბლიურად, ასევე ისტორიულად, არამარტო შუმერები სახლობდნენ, არამედ სხვა ტომები და ხალხი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ერთმანეთთან და წარმოადგენდნენ ერთიან ცივილიზაციას ... მართალია ქართველური ტომები მითითებულ ,,საარსებო სივრცის“ პერიფერიაში სახლობდნენ და დამოუკიდებლად ქმნიდნენ საკუთარ კულტურას, მაგრამ იმ დამატებით, რომ შუმერებთან მათი კულტურის შეხებით, ისინი ერთმანეთისაგან ბევრ რამეს სწავლობდნენ.
მაშასადამე, ჩემი ვარაუდით, ჩვენ შუმერთა პირდაპირ მემკვიდრეებს არ წარმოვადგენთ და ვართ მათი ცივილიზაციის ნაწილი, თუმცა ორივე შემთხვევაში ისტორია ,,წყალს“ მაინც ჩვენს წისქვილზე ასხამს, რადგან აღნიშნული მიუთითებს ქართველური ტომების უძველეს წარმომავლობას და მათ ცივილიზებულობაზე ... ჩვენ არ წარმოვადგენდით განვითარებით კრომანიონელთა სახეობას მიკუთვნებულ ხალხს და თუ შუმერთა განშტოება ან აბორიგენული ერი ვიყავით, ორივე შემთხვევაში ვიდექით იმ ეპოქის ცივილიზაციის შემქმნელი ხალხის შუმერთა გვერდით.   
ასე, რომ  საქართველოში მიკვლეული ზემოთ ნახსენები პროტოვაზი - კრიკინა, ყურძნის წიპწები, უძველესი ქვევრები და თუნდაც ბიბლიური ნოეს ვენახი, იმდენად ნათლად ღაღადებენ ჩვენს სასარგებლოდ, ბრმასაც კი თვალს აუხელს, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, ,,დაუნახავი“ არ დააბრმავოს! ... ღვინო ქართული აზროვნების პირმშოა, ჩვენი ,,სისხლი და ხორცი“! ... 
არ დაგვავიწყდეს ისიც მეგობრებო, რომ ღვინის ასაკი ადრეული ნეოლითის ეპოქას ემთხვევა - ქვის ხანის ეპოქას. მეზოლითისა და ნეოლითის მიჯნას, როცა ადამიანები მთელს დედამიწაზე მხოლოდ ქვის იარაღების იმედად იყვნენ, არ იყო ჩამოყალიბებული სახელმწიფოები და HOMO SAPIENS-ები ტომობრივ-გვაროვნულ გაერთიანებად გამოქვაბულებსა და რკალისებრი ყორით ნაგებ სადგომებში ცხოვრობდნენ, თუმცა ამ დროს კი შუმერები თაღოვან სრა-სასახლეებში ნებივრობდნენ. ჰქონდათ ლურსმული დამწერლობა და უმაღლესი ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება. ამიტომ ქართველური ტომები ისე, როგორც შუმერები, თუ არ იდგომებოდნენ ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურზე, ქვის ხანაში ვაზის კულტივირებას და მისგან ღვინის დაწურვას ვერაფრით შეძლებდნენ ... ესეც კიდევ ერთი არგუმენტი ჩვენს სასარგებლოდ.
მართალია შუმერული ცივილიზაციის მსგავსი ნაშთები, რომლებიც განეკუთვნება ნეოლითის ან თუნდაც ენეოლითის ხანას, საქართველოში ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის, მაგრამ ამას წინ არაფერი უდგას, ამქვეყნად ხომ ყველაფერი დროის საკითხია? ... ამასთან აუცილებელია ჩატარდეს ,,წიპწეპის პერიოდის“ საქართველოში აღმოჩენილი სამაროვნების გენეტიკური კვლევა, რომელიც ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს ... დარწმუნებული ვარ, რომ ღვინის შემქმნელი ხალხი, არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა ,,ველური ადამიანი“ და ეს ხალხი, ,,იერარქიის კიბეზე“ გაცილებით მაღალ საფეხურზე იდგომებოდა.
რა საერთო დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ უკვე ყველაფრის შეჯამებით? ... ის, რომ ჩვენ ღვინოსთან დაკავშირებული საკითხები ორ მიმართულებად უნდა გავყოთ. პირველი - ბიბლიურის და მეორე ისტორიულისა.

ბიბლიიდან გამომდინარე დასკვნა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
ა). ადამი არ წარმოადგენდა თანამედროვე კლასიფიკაციით განსაზღვრულ HOMO SAPIENS-ის გვარს, ის იყო შემდეგი სახეობა - HOMO  INTELLECTTUAL -ი (ჰომო ინტელექტუალი. ტერმ. ჩემია. ავტ.), რომელიც ,,შემეცნების ხის ნაჭოფის“ მირთმევის შემდეგ დაეუფლა გარკვეულ ზეციურ ცოდნას. ის პროტოტიპია ისტორიული შუმერელისა.
ბ). ,,ედემის ბაღიდან“ ევასა და ადამის გამოძევების შემდეგ, ისინი დასახლდნენ სამოთხის მახლობელ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს გარკვეულ ნაწილსაც მოიცავდა, გამომდინარე იქიდან, რომ სამოთხის მიწა ფაზის-ალაზნის ან მტკვარ-არაქსის აუზის სამახებამდე ვრცელდებოდა,
- ამასთან კაენმა და აბელმა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი. სოფლის მეურნეობის ეს ორივე დარგი კი საქართველოში ადამიანის არსებობის ადრეულ ეტაპზევე იყო განვითარებული. ჩვენ ხომ GEORGIAN - ელები ვართ - მიწადმოქმედნი;
გ). სამოთხიდან გამოძევების პერიოდიდან, ვიდრე წარღვნის დასრულებამდე, ქართველებმა იცოდნენ ღვინის დაყენება, ხოლო სხვა ერებისთვის ეს ცოდნა დაფარული იყო.
დ). წარღვნის შემდგომ ნოე დასახლდა სამხრეთ საქართველოში და აითვისა ღვინის დაყენების ტექნოლოგია, გააშენა ზვარი (ვენახი);
ე). ამ მიმართულებით საჭიროა კვლევების ჩატარება და ეს ჰოპოთეზები ყურადსაღებია, რადგან არ შეიძლება ბიბლიური საკითხების განყენებულად განხილვა. ისინი უნდა მიესადაგონ კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიის შესაბამის პერიოდებს;
ვ) შუმერებთან ჩვენი წინაპრების მსგავსება, შეიძლება განხილულ იქნას საპირისპიროდაც, ისინი წარმოსდგნენ ჩვენგან და განსახლდნენ შუამდინარეთში;

ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, დასკვნა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
ა). ნეოლითში ტომობრივ-გვაროვნული თუ ეთნო-ტერიტორიული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ფარგლებში, საქართველოში დაიწყეს ვაზის კულტივირება და ღვინის დაყენება;
ბ). ვენახის მოვლის კულტურის არსებობა მიუთითებდა ადამიანთა გვაროვნულ თუ ეთნო-ჯგუფთა უმაღლეს განვითარებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, ნეოლითის ეპოქაში წინ უსწრებდა არსებულ დროს და წარმოადგენდა  HOMO  INTELLECTTUAL-ს;
გ). ქართველური ტომები მათი ,,საარსებო სივრცის“ არეალში, იმავე ფუნქციის მატარებელნი იყვნენ, რისაც შუმერები შუამდინარეთში;
დ). შუმერებთან ქართველური ტომების არაპირდაპირი ნათესაური კავშირი, ანუ ჩემი თეორია ეფუძნება შემდეგ მოცემულობას:
- ღმერთმა ადამი თავის სახიერად თიხისაგან შექმნა.  ე.ი. დედამიწის ბიოლოგიური მასალისაგან, ევა კი ადამის ნეკნიდან. მათ ეყოლათ შვილები კაენ და აბელ. კაენმა მოკლა აბელი და ის განკვეთილ იქნა ,,ოჯახიდან“. ამის შემდეგ ადამსა და ევას კიდევ ეყოლათ ერთი შვილი სეით (შეით).
- ადამი თავისი ბიოლოგიური აგებულებით წარმოადგენდა ღმერთის სახიერს, ხოლო ევა ადამის ნეკნისაგან შობილ არსებას. მაშასადამე მათ შორის განსხვავებას ,,დაბადება“ იმთავითვე გვამცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე კაცობრიობის არსებობის გარიჟრაჟზე, უკვე სახლობდა ორი სახის ე.წ.  HOMO SAPIENS-ი. ამის შემდეგ გაჩნდა კაენი, ანუ წინა ორის შეჯვარებით მიღებული მესამე სახეობა (აბელი გამოვრიცხოთ, რადგან მისი შტო არ გამრავლებულა). კიდევ შემდგომ მეოთხე სახეობა - სეითის სახით, თუმცა კაენი და სეითი შეიძლება ჩაითვალოს, რომ წარმოადგენდნენ მონათესავე სახეობებს (თითქმის ერთნაირს), მაგრამ სამოთხეში ყოფნისას ადამმა და ევამ მიირთვეს ,,შემეცნების ხის“ ნაყოფი და მიიღეს რაღაც ისეთი ცოდნა, რომელსაც მხოლოდ მათი შემქმნელი უფალი და ანგელოზები ფლობდნენ.
- ადამმა და ევამ ეს ცოდნა (სწავლება), ოჯახიდან გაძევების გამო, კაენს არ გადასცეს, მაგრამ გადასცეს მათთან მცხოვრებ უმცროს შვილს სეითს. ე.ი. კაენის შტომ წარმოშვა კრომანიონელი ადამიანი (არის ასეთი ვარაუდი, რომ ეს შტო განსახლდა სამხრეთ აფრიკის უკიდურეს ნაწილში), ხოლო სეითისამ კი შუმერი (მეტი ცოდნის მფლობელი), თუმცა ისინი ორივე HOMO SAPIENS-ის სახეობას განეკუთვნებოდნენ.
- რადგან ქართველური ტომები ადრეულ ისტორიულ ეპოქაში მაღალგანვითარებულ ხალხს წარმოადგენდნენ, სავარაუდოდ ისინი განეკუთვნებოდნენ ადამისა და ევას პირდაპირ შთამომავლებს, რადგან ,,დაბადებაში“ ნათქვამია, რომ: ,,ხოლო ცხონდა ადამ ორას ოცდა ათ წელ. და შვა სახოვანებისაებრ თვისისა და ხატებისაებრ თვისისა და სახელ-სდვა სახელი მისი სეით. ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი“. (დაბად. 5;3-4).
- ადამა იცოცხლა შვიდას ოცდაათ წელს. ეს ასაკი არ არის დიდი, რადგან ადამიანი მაგალითად მარსზე განსახლების შემთხვევაში ფორმას შეიცვლის. მისი სიმაღლე მიაღწევს სამ მეტრს (ამ სიმაღლისა იყო ადამიც), თავი წაუგრძელდება და სიცოცხლის ხანგრძლიობაც შესაბამისად გაეზრდება (დანარჩენი მკითხველმა იფოქროს. თუნდაც ის, რომ სპეციალურ ლაბორატორიაში, ბიბლიაში სამოთხედ წოდებულში, ხომ არ შექმნეს მარსიანელებმა თავისი სახიერი არსებანი დედამიწაზე? ... სადაც მათ რაღაც ისეთი ცოდნა შეიძინეს, რომ საჭირო გახდა ლაბორატორიიდან - სამოთხიდან მათი გამოძევება და დედამიწის ლოკალურ ტერიტორიაზე განსახლება, ანუ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ... ეს ცოდნა შეიძლება შეეხებოდა ადამიანების ხანგრძლივად სიცოცხლეს, ან მათი წარმოშობის საკითხს, ანდაც სხვ. ამგვარ საიდუმლოს).
- რაც შეეხება ადამის ნეკნისაგან ევას შექმნას, ეს საკითხი შემდეგნაირად უნდა იქნას გაგებული: ბიბლიაში აღწერილი პროცესი ძალიან წააგავს ჩვენი ცივილიზაციისათვის კარგად ნაცნობ ქირურგიულ ოპერაციას: ,,და დასდვა ღმერთმან განკვრვებაი ადამს ზედა და დააძინა და მოიღო ერთი გუერდთა მისთაი და აღავსო ხორცითა მის წილ. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელი მოიღო ადამისაგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისა.“ ( დაბად. 2;21-22).
ამასთან,  მეექვსე დღის ბოლოს, ღმერთმა: ,,გამოსახა ადამი მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (ბიბლია. 1989 წლის გამოც.), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამი (ადამიანი) გაჩენილია ე.წ. დედამიწისეული მასალისაგან ანუ ჩვენი პლანეტის ,,აბორიგენული ნივთიერებათაგან“. 
  სიცოცხლე, როგორც ვიცით მოლეკულურ კომბინაციათა ერთგვარი შერწყმაა, ამიტომ თუ ჩვენ ზემოთ მოყვანილი ტექსტის ,,მტვერს“ განვიხილავთ როგორც, რაღაც თვალით უხილავ ნაწილაკთა ერთობლიობას, მაშინ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს მტვერი სხვა არაფერია თუ არა ბუნებაში არსებული მოლეკულურ კომბინაციათა სისტემები, რომლებიც გარკვეული ბმებით სხვადასხვა სახისა და ფორმის სიცოცხლეს აძლევენ დასაბამს. ხოლო, რადგან ჩვენი უშორესი წინაპრები მოლეკულების არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, ამიტომ ბიბლიაში ამგვარ კომბინაციურ ერთობლიობას უწოდეს მტვერი.
თანაც ღმერთის მიერ ადამის შექმნისა და მისთვის სულის შთაბერვის პროცესი, ძალიან წააგავს ბავშვის დაბადებას. მე ვთვლი, რომ ბიოლოგიური მშობიარობა და ბიბლიური ,,დაბადება“ ერთიდაიგივე პროცესს აღწერს.
  როგორც კი ბავშვი დედის ორგანიზმს დატოვებს, ის გარე სამყაროს კუთვნილება ხდება. ტვინში არსებული სუნთქვის მარეგულირებელი ცენტრიდან ,,ბრძანება“ გადაეცემა გულმკერდის ნეკნებს, რომლებიც მაღლა იწევენ და დიაფრაგმას, რომლის შეკუმშვის შედეგად გულმკერდის ღრუში იქმნება უარყოფითი წნევა. ფილტვები გაფართოვებას იწყებენ, ამ დროს ნესტოებიდან მასში იჭრება ჰაერის ნაკადი და იწყება’ სიცოცხლე.
  დედის ორგანიზმი ერთგვარი ლაბორატორიაა, სადაც ხდება ადამიანის ჩასახვა და ნაყოფის მომწიფება. არ არის გამორიცხული, სწორედ ამგვარ, ოღონდ ხელოვნურ ლაბორატორიაში იქნა გამოყვანილი პირველი ადამიანი. ამის შემდეგ კი ეს ლაბორატორია ქალის (ევას) სახით შეიქმნა და იმ დღიდან მოყოლებული ადამიანი უკვე თავად არეგულირებს შთამომავლობის ე.წ. კვლავწარმოების პროცესს, რომელიც მდედრსა და მამრს გადაეცემათ მემკვიდრული ინფორმაციის სახით და ,,ჩაწერილია“ დნმ-ში გენეტიკური კოდით. ამასთან, თქვენს ყურადღებას აქვე მივაპყრობ ერთი შეხედვით თითქოსდა უმნიშვნელო ნიუანსს, მაგრამ მოცულობითს, შემოქმედმაც ხომ ნესტოებიდან შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა ადამს?
  ახლა კი საკითხი მეორე კუთხით განვიხილოთ, შეიძლებოდა თუ არა, სიცოცხლე წარმოშობილიყო მიწისაგან (თიხისაგან) დედამიწაზე?
  ბიოქიმიკოსებმა შეძლეს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მრავალი მილიონი წლის წინათ არსებობდა ჩვენს პლანეტაზე. ამ ,,პრიმიტიულ ბუნებაში“ წარმოებულმა ცდებმა წარმოქმნეს ამინომჟავების დაქსაქსული მოლეკულები. მართალია ასეთ მოლეკულებიდან, რთულად ორგანიზებულ ცილის მოლეკულებამდე ძალზე გრძელი დისტანციაა, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს დისტანცია დაძლეულ იქნა. ხოლო, თუ როგორ მთლად გასაგები არ არის. ყოველ შემთხვევაში ბიოქიმიკოსები ამ საკითხზე დადებით პასუხს ვერ იძლევიან. თუმცა, ამერიკელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამინომჟავებისა და ნუკლეოტიდების ბუნებრივი კონცენტრატები შეიძლება იყოს თიხები - წყლიანი სილიკატები.
  თიხების ამინომჟავებით დასველების, გაშრობისა და გახურების შედეგად, ამინომჟავები წარმოქმნიდნენ ჯაჭვურ სტრუქტურებს, რომელთა შემადგენლობა დაახლოებით რვა ერთეულის ტოლი იყო (ცილის მოლეკულის ამგვარ ჟაჭვში რამდენიმე ათასი ერთეულია). მართალია ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაც ხელმოსაჭიდს მაინც იძლევა, რაც დასკვნების გამოტანისთვის მნიშვნელოვანია.
  თიხები შეიცავენ სხვადასხვა ლითონებს და მათი სახელებით იწოდებიან (სპილენძის, თუთიის შემცველი და სხვ.). დადგენილია, რომ თუთიის შემცველ თიხებს შეუძლიათ  ქიმიური ნივთიერებიდან გამოჰყონ ნუკლეინის მჟავათა შემადგენელი ნაწილაკები, რომელთა დანიშნულებაა ცოცხალ ორგანიზმში გენეტიკური ინფორმაციის შენახვა და გავრცელება.
  თიხის ამგვარი თვისებებით ხსნიან იმ ფაქტს, რომ ყველა ცოცხალი ცილა, რომელიც დედამიწაზე არსებობს, აგებულია მხოლოდ ოცი ამინომჟავისაგან. თუმცა ისინი ბუნებაში რამდენიმე ასეულს აღემატებიან. ასეთმა აღმოჩენამ ბიოქიმიკოსები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ პირველი ცოცხალი მოლეკულის შექმნაში, მონაწილეობა ჩვეულებრივ თიხებსაც მიუღიათ, რაც ბიბლიითაც დასტურდება.
  ე). ორი ვარიანტიდან - ქართველური ეთნო-ჯგუფების შუმერებთან ნათესაური კავშირის ან მათი აბორიგენული წარმომავლობის საკითხებიდან, გასაზიარებელია ორთავე და ამ ახალი მიმართულებითაც საჭიროა კვლევების გაგრძელება;   
შემეძლო ღვინის შესახებ სხვა იფორმაციაც მომეწოდებინა თქვენთვის, პატივცემულო მკითხველო, მაგრამ მასალა იმდენად მოცულობითია, ეს წიგნი ყველაფერს, როგორც ლუდის შემთხვევაში, ვერ დაიტევს. ან რა აუცილებლობაა? ... საქართველოში ღვინის ისტორია, ყურძნის ჯიშები, მისი მოყვანისა და დაწურვის წესი ხომ ისედაც თითქმის ყველასთვის ცნობილია?
რაც ღვინის კულტურასთან არის დაკავშირებული, ქართველ კაცს ყველაფერი ისე აქვს დალაგებულ-დავარცხნილი, წუნს ვერაფერს აუღებთ. რასაც არ უნდა შეეხოთ, მისია,  უნიკალური, ისეთი ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებს რომ არ გააჩნიათ და საამაყოა ის, რომ ამას თავადა ისინიც აღიარებენ.
                                                              მთავარი  ნაწილი

პოსტულატი 1.
სიყვარული სამართალზე უფრო ძლიერია: ,,და იქმნა სამყარო“.
- სამართალს მატერიალურ სამყაროში ისე, როგორც არამატერიალურში (სამოთხე, ჯოჯოხეთი), განსაზღვრავს მხოლოდ ღმერთი;
- ადამიანის მიერ შექმნილი არცერთი სამართლებრივი აქტი, ღვთიურ საწყისზე არ არის დაფუძნებული და არათავსებადია ღმერთის ,,ათ მცნებასთან“. ადამსა და ევას (ადამიანებს) აღორძინება, გამრავლება და შრომა უსურვა შემოქმედმა და არა მათ მიერ შექმნილი კანონებით ცხოვრება, თუმცა ისინი კაცობრიობის არსებობისათვის მნიშვნელოვანია;
- მნიშვნელობა განპირობებულია ადამიანის დაბადებით და ცხოვრების წესის მდგომარეობით, რაც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან მატერიალურ სამყაროში;
- ადამიანი მატერიალურ სამყაროში თავისუფალია. ამიტომ სამართალზე უნდა დაეფუძნოს ადამიანის თავისუფლება, რითაც შეიზღუდება მისი მოქმედების არეალი;
- სამართლებრივი სასჯელის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფოს სახელით;
- სამართლის აღსრულება, დაფუძნებული ზოგადსაკაციობრიო ღირებულებზე, განსაზღვრავს სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის სტატუსს. დაუშვებელია ნებისმიერი რელიგიური კომპონენტის ჩართულობა;
- სახელმწიფოს მოქალაქეთა რელიგიური თავისუფლება ხელშეუხებელია. მასში მოქმედი ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობა აღიარებული უნდა იქნას სახელმწიფო რელიგიად. ხოლო სხვა მოქმედი კონფესიები, ნებაყოფილებით საფუძველზე უნდა გაერთიანდნენ ერთგვარ სათათბირო საბჭოში, რომელსაც ექნება საკორდინაციო ინსტიტუტის ფუნქცია.
- სახელმწიფოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ უნდა დაუშვას რელიგიური შუღლი. იგი წამოშობს რელიგიურ ომს ,,ყველა, ყველას წინააღმდეგ“, რითაც ის განსხვავდება სამოქალაქო და რევოლუციური დაპირისპირებისაგან;       
პოსტულატი 2.
ადამიანი, როგორც დედამიწის ცივილიზაციის უმაღლესი ინტელექტუალური სოცოცხლის ფორმა, მატერიალურ გარემოში იბადება დამნაშავედ.
- სახელმწიფოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის ფორმირებისას, ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული;
- სახელმწიფოს მართლმსაჯულების ფუნქციონირება მიმართული უნდა იყოს დამნაშავის დასჯაზე და არა პრევენციაზე;
- პრევენტული ღონისძიებები ილუზიაა. აღნიშნულმა ,,ედემის ბაღშიც“ ვერ აღკვეთა დანაშაული;
პოსტულატი 3.
ადამიანს შემოქმედის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სამოთხიდან გაძევებით სიკვდილით დასჯა განესაზღვრა. მატერიალურმა გარემომ შეზღუდა მისი უკვდავება.
- არ შეიძლება მას ,,სამართლებრივი აქტებით“ მეორედ მიესაჯოს სიკვდილით დასჯა;
- უვადო თავისუფლების აღკვეთა, სიკვდილით დასჯის ერთგვარი ფორმაა;
- ადამიანს უნდა განესაზღვროს მხოლოდ თანაზომადი ვადიანი სასჯელი;
პოსტულატი  4.
ალკოჰოლის ან სხვა სახის ზემოქმედება, არ ამძიმებს ადამიანის დანაშაულს.
- სტრესული განტვირთვა ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა;
პოსტულატი  5.
  მატერიალური გარემო ,,ცოდვილთა სამოთხეა“;
-  სამართალს არ უნდა ადგენდეს მხოლოდ კონკრეტული მოსამართლე;
- აღნიშნული ,,ედემის ბაღში“ მოქმედი სამართლის ასლირებაა, სადაც სამართალს შემოქმედი განაწესებდა და აღასრულებდა;
- მატერიალურ გარემოში სამართლის აღსრულება უნდა მოხდეს ,,ნაფიც მსაკულთა“ მონაწილეობით;
პოსტულატი  6.
კაცი და ქალი არ შეიძლება თანასწორნი იყვნენ. ადამი შემოქმედის სახიერია, ევა კი ადამის ნეკნიდან შექმნილი, რაც იმთავითვე გამორიცხავს მათ თანასწორობას.
- ადამმა ,,ვაშლის დაგემოვნებით“  თანაზიარი პასუხისმგებლობა აიღო ევას დანაშაულზე, თუმცა მან შემოქმედთან უარყო დანაშაული და ყველაფერი მეუღლეს გადააბრალა;
- მამაკაცმა საკუთარი უპირატესობა ქალზე ზრუნვაში უნდა გამოხატოს;
- ქალის შრომა, სამართლებრივი დევნის განხორციელება და სხვა პირობები უნდა განსხვავდებოდეს მამაკაცის ანალოგიური პირობებისაგან, შემსუბუქების მიმართულებით;
- ყველა ქალს აქვს დედობის უფლება;
პოსტულატი  8.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანის უპირატესი უფლებაა.
- ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო;
- განუხორციელებლობის შემთხვევაში იგი აღმოჩნდება პუნქტი პირველი, პოსტულატი 3-ის მოქმედების არეალში;
პოსტულატი  9
ფასიანი სწავლება დაუშვებელია ყველა დონეზე.
- ადამიანი სამოთხიდან შემეცნების (ცოდნის) გამო იქნა გამოძევებული;
- ცოდნა ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებს;
- ცოდნისადმი მიდრეკილება იმთავითვეა მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა;
პოსტულატი  10
ადამიანი შრომას არ შეუქმნია. შრომისთვის შეიქმნა.
- შრომა მისი გადარჩენის აუცილებელი პირობაა;
- განსაზღვრება ,,შესაფერისი სამუშაო“, არ არსებობს;
- არსებობს შესაფერისი ანაზღაურება;
პოსტულატი  11
სხვა ყველაფერი დამოკიდებულია საკუთრივ ადამიანზე.
- ქონება, დასვენება, მოგზაურობა ადამიანის იმპერატიული უფლება არ გახლავთ (,,ოფლითა პირისა შენისასა სჭამდე პურსა შენსა’’);
-აღნიშნული თავად უნდა შექმნას ან განსაზღვროს;

                                                      გარდამავალი  ნაწილი
  საქართველოში ეროვნებათა და კონფესიათა ტოლერანტობის საკითხი ათეულ საუკუნეებსა და მთელს ეპოქებს მოითვლის.  ებრაელთა და ქართველთა ოცდაექვსსაუკუნოვანი თანაცხოვრება და თანაც სამაგალითო, ამის ნათელი დასტურია. ქართველ კაცს თანამოქალაქე უცოხტომელზე მახვილით არასდროს გაულაშქრავს და მისი რწმენაც არც  არასდროს შეურყვნია. მან იცოდა, რომ თუ სურდა დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო ჰქონოდა,  ამას უნდა შეგუებოდა ... შეეგუა კიდეც.
  თითქოსდა ამ საკითხის სამართლიანობა დრომ დაადასტურა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში დღის წესრიგში მაინც დგას ერთ სახელმწიფოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებათა, კონფესიათა და ეთნიკურ ჯგუფთა კოჰაბიტაციის პრობლემა (არაფერს ვამბობ სახელმწიფოთაშორის ანალოგიურ დაპირისპირებებზე და თანაცხოვრებაზე), რომლის გაღრმავებაც და შესუსტებაც, ჩვენს საუკუნეში თითქოსდა გარკვეულ  კანონზომიერებას დაექვემდებარა.
ქრისტეს შობიდან ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშიც კი, პრობლემა პრობლემად დარჩა და წინა ეპოქების ,,ესტაფეტა“ ჩვენმა დრომ, როგორც სჩანს მკვიდრად გადმოიბარა.  დღევანდელი გადმოასახედიდან ისეთი ჰორიზონტები იკვეთება, ამ პრობლემას ის ასევე მკვიდრად გადააბარებს მომდევნო საუკუნეს, თუ მანამდე მისვლა უფალმა გვაცალა.
  კონფლიქტის მიზეზი არა მხოლოდ რელიგიურ რწმენაში, არამედ ქონებრივ და საკუთრებრივ საკითხებშიც გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ უფრო ეს ორი უკანასკნელი დილემა - ,,ქონება“ და ,,საკუთრება“ ჩვენს საუკუნეში გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე თეოლოგიოური მრწამსი და რელიგიათა თეოსოფიური დაპირისპირება (სიხარბემ თავი ამ შემთხვევაშიც იჩინა).
  მოდით, შორს ნუ წავალთ და ამჯერადაც საკითხის განხილვა საქართველოს მაგალითით ვცადოთ. ჩვენი ქვეყანა სეკულარული სახელმწიფოა, ყველა რელიგიური მიმდინარეობა: ტრადიციულიც და არატრადიციულიც, ერთნაირ პირობებშია ჩაყენებული, თუმცა რელიგიურ კონფესიათა გარკვეული კატეგორია თვლის, რომ ეს ასე არ არის და მართმადიდებლობა პრივლეგირებულია (განვმარტავ, რომ არ ვერიდები ტაბუდადებულ რაღაც თემებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, არა პლატონი, არამედ ჭეშმარიტება).
  დავიწყოთ იმით, რომ იაჰოვურ, ბაბტისტურ-ევანგელისტურ და სხვა რელიგიათა წარმომადგენლებს აღიზიანებთ სიტყვა ,,ტრადიციული“, არადა ამას თავისი იურიდიული დატვირთვა გააჩნია და ეს რელიგიური დისკრიმინაცია სულაც არ გახლავთ.
  ისტორიულად ჩამოყალიბდა ისე, რომ ჩვენს ქვეყანაში უძველეს რელიგიურ მიმდინარეობად ითვლება შემდეგი კონფესიები: ქრისტიანობა, განშტოებით - მართლმადიდებლობა-კათოლიციზმით და აგრეთვე მუსულმანობა - შიიტიზმ-სუნიტიზმით. რომელთა მიმართაც სიტყვა ,,ტრადიციულის“ გამოყენება, რაიმე პრივლეგიას კი არა, ჭეშმარიტების კონსტატაციას ნიშნავს. ამით იმის დაფიქსირება ხდება, რომ პეტრე უფრო ადრე დაიბადა, ვიდრე ივანე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ,,ბედკრული საქართველოს“ ბედკრული შვილები არიან.
მართლა არ ვიცი აქ, ამ შემთხვევაში, რა გახლავთ დისკრიმინაცია, ასაკობრივი ხანდაზმულობის შეხსენება, თუ ის, რომ მე მართმადიდებელი ვარ და ვიღაც იაჰოველი? ... ჩემი აზრით, მათი მხრიდან ეს უფრო რაღაც კაპრიზია, ვიდრე საკითხის არგუმენტირებული დადასტურება. თუ ხარ იაჰოველი ან ბაპტისტი, რას მალავ? ...ამით რამე შეიცვლება? ... იყავი იგი! ...  უსინათლოს ცოლი რომ არ მიუწვება,  ვერ გაიგებს, თუ არ მოიკითხავს? ...
  დაპირისპირების შემდეგი და ყველზე მნიშვნელოვანი თემა გახლავთ ის მიმართულება, რომელიც კონკორდატს ანუ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებულ ხელშეკრულებას შეეხება. არატრადიციულ კონფესიათა წარმომადგენლები (სიტყვა ,,ტრადიციულს“ თავიდან ნუღარ განმამარტინებთ) თვლიან, რომ მართლმადიდებლური ეკლესია სწორედ კონკორდატით არის პრივლეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული და რომ მიმსგავსებული რამ მათ მიმართაც უნდა მოქმედებდეს.
  აქაც ვერ დაგეთანხმებით, მართლმადიდებლური ეკლესია არა პრივლეგირებულ მდგომარეობაში, არამედ დამსახურებულ მდგომარეობაშია ჩაყენებული. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ეს დაიმსახურა (ქვემოთ მე პუნქტებად ჩამოვთვლი ამ დამსახურებებს და თუ ვინმე არ დამეთანხმება, ჩავთვლი, რომ მას მართლაც ქვენა გრძნობები  ამოძრავებს). ამიტომ თუ რაღაცის სურვილი გაგვაჩნია, ამის შესახებ მიკიბულ-მოკიბულად: ,,იმას, რომ აქვს მეც მინდაო“! - ასე კი არ უნდა განაცხადო, არამედ პირდაპირ  თქვა:  ,,ამა და ამის სურვილი გამაჩნია და გთხოვთ, იმსჯელოთო“!
  არის კიდევ რაღაც მსხვილ-მსხვილი და წვრილ-წვრილი საკითხები, რასაც ედავებიან მართლმადიდებლურ ეკლესიას, მაგრამ, რადგანაც ზემოთ მე უკვე ვახსენე სიტყვა ,,დამსახურება“ და ჩემი აზრი ამ საკითხზე ამით გავამყარე, ალბათ უპრიანია, დავიწყო დამსახურებების ჩამოთვლა პუნქტობრივად და მერე კი ყველა დაინტერესებულმა პირმა თავად განსაზღვროს, რა ეკუთვნის და რა არა დედა-ეკლესიას და არა საპატრიარქოს, სახელმწიფოსა და ხელისუფლებისაგან.
მაშ, ასე! ...
პუნქტი  1.
  - ქართველებმა (ქართველურმა ტომებმა)  ქართული სახელმწიფო დააარსეს ოცდათხუთმეტი საუკუნის წინ (ავიღე აიეტის კოლხური სახელმწიფოს არსებობის თარიღი), რომელიც შესაძლებელია კიდევ უფრო ადრინდელიც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ესეც საკმარისია.
  - მაშასადამე ქართველ ერს სრული უფლება ჰქონდა ქრისტეს შობიდან 320 წელს (ესც თანამედროვე გამოთვლებით დასტურდება) ეღიარებინა ახალი რელიგია - ,,წმინდა ნინოს რელიგია“ და ის სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა ... უბრალოდ აეღო, ეღიარებინა და გამოეცხადებინა.
- მაგრამ, ეს მხოლოდ ,,უბრალოება“ არ გახლდათ, თუმცა კიდევ განვმეორდები, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ისე, უბრალოდაც შეეძლო, რადგან მას იმ დროისათვის სახელმწიფოებრივი არსებობის დაახლოებით თექვსმეტსაუკუნოვანი გამოცდილება გააჩნდა, რომელიც ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობას არ უზღუდავდა.
  - მიუხედავად ამისა, მომავლისაკენ მზირალ ქართველ ერს, კარგად ესმოდა ეპოქებში ვინ უფრო შეეწეოდა: ბომონი-არმაზი - ,,გაცით“ და ,,გაიმით“ თუ განკაცებული ძე-ღვთისა ...
- მან ზედმიწევნით სწორი არჩევანი გააკეთა ... ,,მამული, ენა სარწმუნოება“ შემოქმედში განაზოგადა და მის სამსახურში ჩადგა (ღმერთო ჩემო! არ მკითხოთ, სწორი არჩევანი რატომ იყოო? ... იმიტომ, რომ ქართველებმა ოცდამეერთე საუკუნეში ,,ჩვენი ფეხებით“ შევაბიჯეთ, ხოლო ატლანტიდელთა,  შუმერთა და სხვა დიდ ხალხთა მხოლოდ ნასახლარები შემორჩა დედამიწას).
- და, რადგანაც ქართველმა ერმა ეს არჩევანი გააკეთა, ამ არჩევანს საქართველოში მცხოვრებმა ყველა ერმა თუ ეროვნებამ პატივი უნდა მიაგოს. ქართველი კაცის ფიზიკურად გადარჩენა ხომ მათი ფიზიკურად გადარჩენაც იყო. აღარაფერს ვამბობ სულიერ გადარჩენაზე, რადგან საქართველოს დედაქალაქში - ჯალალ ად-დინის, ლანგ-თემურის, ბუღა-თურქის, აბას-შაჰის, აღა-მაჰმად-ხანის სხვათა და სხვათა რბევას გამოვლილ ჯვარცმულ საქართველოს წმინდა ქალაქში - დედა-თბილისში - ,,მეიდანზე“ დღესაც აღევლინება ერთი ღმერთისადმი სხვადასხვა ენაზე ლოცვა.
პუნქტი  2.
  - მართლმადიდებლურმა რელიგიამ ამის შემდეგ აგერ უკვე თექვსმეტსაუკუნოვანი ეპოქა გამოგვატარა და ვფიქრობ, რომ აპოკალიფსისამდე ამ სარწმუნოებით მიგვიყვანს.
პუნქტი  3.
- ძნელბედობის ჟამს, მართლმადიდებლური რელიგიის მსახურნი ანაფორას განიძარცვავდნენ და ხმლით ხელში სამშობლოს დამცველთა რიგებში დგებოდნენ,  თავსაც სწირავდნენ (ზოგიერთი კომფესიის მიმდევარს კი მშვიდობიანობის დროს არ სურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახური).   
პუნქტი  4.
- მართლმადიდებლობას საკუთარი სიცოცხლე ერთდროულად ანაცვალა ასიათასმა ქართველმა მოწამემ, რომელთაც მხოლოდ ერთი უბრალო ნაბიჯი აშორებდათ  ხორციელად გადარჩენამდე ...  დიახ! ერთი ,,უბრალო ნაბიჯი“! ... ხატების გავლით, მტკვარზე გადებულ ხიდზე გადასვლა ...
პუნქტი  5.
- დედა-ეკლესიამ ქართველ ერს შეუქმნა და შემოუნახა სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები, სახელმწიფოებრიობა, ეკლესია-მომასტრები, ხატები, დამწერლობა, საგალობლები, ადათ-წესები, ზნეობრივი ნორმები,  წიგნები, ტრაქტატები და სხვა დოკუმენტები.
პუნქტი  6.
- წმინდანად აღიარა და სამარადჟამოდ უკვდავყო მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის წამებული არაეთნიკური ქართველი მამულიშვილნიც;
პუნქტი 7.
- ეკლესია მუდამ საკუთარი ქვეყნის სამსახურში იდგა. შიდა ბრძოლებსა და არეულობების პერიოდში ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოდიოდა. არასდროს მოუთხოვია თეოკრატიული მმართველობის შემოღება (ამ მხრივ ცალკეულ მცდელობებს არ ვგულისხმობ), რადგან ეს გზა იყო,  გზა - არასაით ... დიახ! არსაით! ... არც წინ და არც უკან, არამედ მოუსავლეთში, თუმცა ამ მოთხოვნის შესაძლებლობას ქართველი კაცის ხასიათი ხშირად იძლეოდა.
პუნქტი  1500 მერაღაცე ...
- ისე, აჯობებს წაიკითხოთ საქართველოსა და დედა-ეკლესიის ისტორია.
  დასკვნა ერთია: დედა-ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში განუზომელია, თუმცა მას ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი არასდროს უყვარდა. მისთვის ქართველიც და არაქართველიც ორივე ღვთის შვილია და საუკუნეების მანძილზე რელიგიური დარბევები არასდროს განუხორციელებია, რასაც ვერ ვიტყვით თითქმის ვერცერთ სხვა სახელმწიფოზე ან რელიგიურ კონფესიაზე (ჯვაროსნული ომები, ჯიჰადი, ებრაელთა მასობრივი დარბევები, ჰოლოკოსტი და სხვ).
  ასე გაზარდა და შთააგონა ქართველ კაცს დედა-ეკლესიამ მოყვასისადმი სიყვარული, რწმენა და თმენა, სხვა ერებთან თანაცხოვრება და საერთო საქმის ერთად კეთება, ბევრი ,,თან“ და ბევრი ,,ებ“ ...
ქართველ კაცსაც კარგად აღზრდილსა და გაზრდილს, არასდროს გაუფერმკრთალებია თანამოქალაქე სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ,,ქართული საქმე“ - ისტორიის ფურცლებს ამშვენებს სიდონიასა და აბიათარის, შუშანიკის, აბოს, სომეხი ტერტერას, ხუდიას, სხვათა და სხვათა ზნეობრივი თუ მოწამეობრივი გმირობის მაგალითები.
... ,,მამული, ენა, სარწმუნოება“- წმინდა ნინოსთან გააიგივა და ამით მუხლი მოიდრიკა კაბადოკიელი ასულის წინაშე ... ნინო და საქართველო  მისთვის ერთი სახატე გახდა  ...
  ახლა კი ... დადგა დრო, ისევ სოლომონს მოვუხმო (ხომ არ დაგავიწყდათ: ,,ახლა კი დროა სოლომონ რომა“) და გავიმეორო, თუმცა არა ცოდნისთვის,  ერთი მარტივი, მაგრამ თავისი არსით გულღვარძლიანი და ბოღმანარევი, არაკორექტული და სატანისეული, არაეთიკური და უზნეო, ფსიქოზით გაჯერებული შეკითხვა ...
გამეორებული შეკითხვა:
- საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია იმსახურებს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ დახმარებას  კომპენსაციის სახით? ...
გამეორებული  პასუხი:
- დიახ! იმსახურებს! ... მეფის რუსეთისა და ბოლშევიკების საშინელებათა გახსენებაც კმარა..
  მაგრამ აქ, ისევ  დაისმის კიდევ ერთი შეკითხვა ... მავანის შეკითხვა:
- მაშინ გვითხარით, რამდენია ეს ზარალი თანხაში გამოხატული? მუდმივად ხომ არ შეიძლება ამ პროცესის გაწელვა და კონპენსაციის უვადოდ გაგრძელება? 
გულწრფელი პასუხი:
- მაშინ თქვენ მითხარით, როგორ უნდა შეფასდეს პატრიარქების - ამბროსი ხელაიას, კირიონის, სხვათა და სხვათა მოწამებრივი აღსრულება და მე მატერიალიზებვყოფ  ამ პასუხს.
... ?! ...
... ვხედავ, რომ კითხვები არ არის!  ... მაშინ მეც მაქვს სათქმელი:
ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ რელიგიურ კონფესიას აქვს საკითხის დასმისა და მისი განხილვის მოთხოვნის უფლება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სხვის ხარჯზე. ისევ გავიხსენოთ დავით აღმაშენებელი, მან მუსლიმ თანამოქალაქეებს გადასახადი შეუმცირა და ამით გამოხატა მათ მიმართ საკუთარი პატივისცემა იმის გამო, რომ ისინიც, (თანამოქალაქე მუსლიმები), საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებას განამტკიცებდნენ ... ერთად იდგა არამარტო ერი და ბერი, ერთად იდგნენ ერები და კონფესიებიც.
  სიმართლე გითხრათ, მთლად კარგად ვერ ვითავისებ დავითის თუნდაც მნიშვნელოვან, მაგრამ ამგვარ ნაბიჯს, რადგან საუკუნეების მანძილზე სხვა კონფესიათა მხრიდან, საქართველოს ზიანი მეტი მიადგა,  ვიდრე სიკეთე ... რამდენჯერ ,,ჩამოუშლიათ“ თბილისის კარიბჭის ურდული მოღალატე უცხოტომელ თანამოქალაქეთ? ... თუმცა მესმის, რომ ის ამიტომ იყო დავითი და მე თემური!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები