ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2020


* * *(მე იმ წვიმებიდან მოვდიოდი)

მე იმ წვიმებიდან მოვდიოდი,
მე იმ ქარებიდან მოვდიოდი,
სადაც იწვოდა ნეკერჩხალი,
მისი ფესვი კი,
სვამდა და წვიმები ელეოდა,
მხოლოდ ლექსი იყო ორიოდე:
ლიას, ბესიკის.

სადაც მკურნალობენ ძვლებს და სახსრებს,
მოხუცი ოსტატები გარდასახვის
და მომლოდინე, ძველი სახლის
ჭერქვეშ დანებდა.
მე იმ მიწებიდან წამოვსულვარ,
სადაც მზეები ამოსულან,
სადაც მთვარეები აორსულეს
ჭლექიანებმა.

სადაც საქართველო იზომება
მხოლოდ წვიმების სეზონებით.
ძველი ქალაქის ეზოები
იზმორებიან.
სადაც პოეზია პატიჟია.
სადაც სიბერე პატივშია.
სეზონებია,
ხშირი წვიმების სეზონები.
ძველი ქალაქის ეზოები
იზმორებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს