ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2020


  ჩამოტვირთვა

ერთგვერდა სამკუთხედი

უძირო ქარებს შევუშვირე ცხელი გულმკერდი,
ამ ამინდებმა შეიწირეს ჩემი ფერდები,
დამაორსულა უგულობამ _ მალე ვშობ პირმშოს,
რომელიც ხსენად სტიქიების მორჩილებას მთხოვს!

რძისფერი ფიქრი ჩაიძირა ოცნების ზღვაში,
არ მინდა ვიყო გაუგებრად, ვინმეს თამაშში.
ჩემი ხიდები ნაქსოვია ფაქიზი ძაფით_
გაწყდება როცა, მოიხელთებს ვალჰალას ქარი.


წინ ნისლეულებს შევებრძოლები,
ხელში ჩამაკვდნენ ამორძალები.
მე კი_ არ მოვკვდი, გარდავიცვალე,
ცხოვრებამ მხოლოდ მიცვალა მხარე!



ერთგვერდაა ჩემი სამკუთხედი,
ბერმუდობისთვის არ მინდა მეტი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს