ავტორი: პალატამერვე ჟანრი: პოეზია 4 ნოემბერი, 2020
* * *(მესმის, რთულია, მეგობარო, ამის ატანა.)
მესმის, რთულია, მეგობარო, ამის ატანა. ამის ატანა, უსათუოდ, ღმერთის ტოლია, ევკალიპტები ჭაობებს და ტბებს რომ ადგანან და ისე დაბლა, ისე დაბლა დაქრის თოლია, რომ შეგიძლია შეეეხო და მოკვდე, რადგანაც ადამიანი ზოგჯერ თოვლია.
აღარ იდარდო , მეგობარო! უნდა მოღონდე, თოვლი მოვა და უსაშველო სევდას მოიტანს. ადამიანიც ზოგჯერ თოვლი არის, ოღონდაც, პოეტებს ხშირად გვამადლიან ყულფს და მოედანს. პოეტებს ხშირად გვამადლიან წითელ მარყუჟებს, პალატებს, წვიმებს, ვიოლინოს- დილაადრიან მთვარე კი, როგორც ახეული თევზის ლაყუჩი, ისევ ბადრია.
მე ქარიშხლებმა მომიტანეს შენი ამბავი, როდესაც ღამე ჩამოწვება -ღამე უძილო, გადიხარ, სადაც ნავსადგურთან ნავებს აბამენ და იხედები, იხედები ზღვაში უძირო, უფსკერო ლურჯი თვალებიდან. ასე მგონია, შემოდგომაა- შემოდგომა უკანასკნელი. ლექსებიანად ვეძალები ქართულ კონიაკს. შენ, რა თქმა უნდა, გირჩევნია ჩაი ასკილის.
"ადამიანიც ზოგჯერ თოვლი არის, ოღონდაც," - ამაზე წავბორძიკდი და მეორედ წაკითხვისას მომეჩვენა, რომ ასე აჯობებს: ადამიანიც თოვლი არის, ზოგჯერ, ოღონდაც... შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება და მუსიკალურ რიტმში კი უკეთ ჩაჯდება, ჩემი აზრით.