ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2020


სიკვდილის მსვლელობა

დღეს უნდა მოვკვდე, სხვა გზა არარის!
უკვე ზედმეტად მაწუხებს სივრცე,
ჩემს გარშემო რომ შემოჭიმულა,
და ცარიელი აგდია ისევ.
დღეს უნდა მოვკვდე. ძლიერ დამღალა,
ამ უპატრონოდ ნაგდებმა სულმა,
წვიმის წვეთები ავსებს მათარას,
არ ეხმარება არაფრით მწუყვალს.

სიკვდილი უნდა გამოვაჩინო
კარგა ხანია უგულოდ ვმალავ,
თვალის დახუჭვას ამაოდ ვცდილობ
კარტები უკვე გადმომიშალა.

მიდი დაჰკარი დრამებს სიკვდილო,
მიდი  დაარტყით თქვენც ყველამ ერთხმად,
მე უნდა მოვკვდე, რადგან ვეცადე
და სამწუხაროდ, სუყველას ვერ გკლავთ.

პ.ს. პ. ს. ეს გენიალური ნახატი ლაშასია. მადლობა ლაშა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები