ღამე დაქცეული მელანია. ნოემბრის ქარებსაც ნუღარ მიწყენ. ჩემი სიკვდილი, მელანია, როგორ უთავბოლოდ დამავიწყდი.
ვწუხვარ- წერილი აგვიანებს. მეეზოვეები ცლიან ურნებს. კარგა ხანია განვიკურნე, მის მერე გავიდა ნაკიანი, მის მერე ფრინველებს ავედევნე- განაგდები და განარიყი. დარდი ავიკიდე იმოდენა, დარდი იმოდენა არსად იყო, ისეთი ქარია ოჯალეშში, შავი იორღა და მერანია, აღარ მიყვარხარ, მელანია, უკუღმართ გზებზე მოთარეშეს.
ღამე დაქცეული მელანია. ნოემბრის ქარებსაც ნუღარ მიწყენ. ჩემი სიკვდილი, მელანია, როგორ უთავბოლოდ დამავიწყდი.
რაღა ბარგია ჩემი ბარგი - ხელისგულებზე დაგიდნება, სანამ ზამთარი დამიდგება, ფოთოლცვენაში დავიკარგოთ. ვიყოთ თაროზე შემოდებით, მრავალწერტილი რეფრენამდე. ჩანთებითა და ჩემოდნებით თბილი ქვეყნებისკენ მივფრინავდეთ. ჩაით იცილებდე დილის ბურანს, სიზმარს მიყვებოდე ღამის თავდებს, მე კი, მიყვარდე ძველებურად და გაცვეთილ ლექსებს გიკითხავდე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. აი. როგორ არ მომწონს, რომ იცი, რომ კარგია და ამეორებ.
რომ იცი, რომ კარგია, ის უნდა დატოვო ერთად, მხოლოდ, განუმეორებლად.
ეგ რომ არა, კარგი იქნებოდა აი. როგორ არ მომწონს, რომ იცი, რომ კარგია და ამეორებ.
რომ იცი, რომ კარგია, ის უნდა დატოვო ერთად, მხოლოდ, განუმეორებლად.
ეგ რომ არა, კარგი იქნებოდა
5. მუშნი❤ 5+ მარა არ გეკუთვნის კი იცი შენ მუშნი❤ 5+ მარა არ გეკუთვნის კი იცი შენ
4. не атрекаются любя. _ო :) მაგრამ ხდება. ავტორი შემჩნეულია „противоречие“ების სიყვარულში.
ამ კომენტარს არ ჯობდა არაფერი დამეწერა? :)
5 !
не атрекаются любя. _ო :) მაგრამ ხდება. ავტორი შემჩნეულია „противоречие“ების სიყვარულში.
ამ კომენტარს არ ჯობდა არაფერი დამეწერა? :)
5 !
3. რომ აუცილებლად დაგამახსოვრდება, ისეთია... რომ აუცილებლად დაგამახსოვრდება, ისეთია...
2. ლამაზი ლექსია, მაგრამ შინაარსთან კითხვა მრჩება, აღარ უყვარს, მაგრამ, მაინც უმაგალითოდ დარდობს, ლამაზი ლექსია, მაგრამ შინაარსთან კითხვა მრჩება, აღარ უყვარს, მაგრამ, მაინც უმაგალითოდ დარდობს,
1. რეფრენებიც რა კარგები გაქვს სულ...
(გა)ფრენებიც ;)
რეფრენებიც რა კარგები გაქვს სულ...
(გა)ფრენებიც ;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|