| ავტორი: აგრო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 ნოემბერი, 2020 |
დილამშვიდობის.რას არ დავთმობდი რომ ამ სიტყვას პირადად გეუბნებოდე ახლა,საწოლის შენს მხარეს ჩამომჯდარი,ყავით და ახლად ნასწავლი,შენგან დამალულად მოზელილი ცომისგან გამომცხვარი თბილი კროასანებით ხელში.ვხედავ როგორ გაიზმორები,მძინარე, ნახევრად გახელილ თვალებში როგორ ჩაცურდებიან პატარა ნაპერწკლები და აციმციმდებიან.ვხედავ როგორ ეყრდნობი ხელებს რომ წამოჯდე და ამ დროს ლოყაზე ჩნდება პატარა ნაჩხვლეტი რომლის გამოჩენაც,ყველაზე ნათელი ფერის დამსახურებაა და ეს ფერი შენი ღიმილია,რომლის შედარებასაც სხვა მოვლენებთან,მალევე დავანებე თავი,რადგან არც არაფერს სხვას არ გავს,ის უბრალოდ არსებობს ამ სამყაროში და მან შენ აგირჩია და ბოლომდე მოგანდო როდის მისცემდი უფლებას გამოჩენილიყო.გხედავ საწოლში წამომჯდარს და ვხედავ საბნიდან ოდნავ თავ ამოყოფილ ნახატს შენი პიჟამოდან,რომელიც მგონია რომ შენთან ერთად ელოდება ყავას და კროასანს.ვგრძნობ შენს სუნს და ვხვდები წამის გაჩერებას უდრის ახლა ამ საწოლზე წამით დაწოლა,საწოლზე რომელიც შენი სუნით არის გაჟღენთილი. გამომართმევ ყავას,რომელშიც ალბათნისევ დამაკლდა შაქარი,მაგრამ შენ ისევ იტყვი რომ ზუსტად ისეთია შენ რომ გიყვარს და იმდენს შემაქებ,შემრცხვება ჩემი გამომცხვარი,ფორმა დარღვეული კროასანების დანახვის.შენი პიჟამოდან ისევ მიყურებს ნახატი რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი ფიქრები და მგონია რომ ისევ კროასანს უყურებს,ახლა უკვე ოდნავ კიდე ამომძვრალი საბნიდან.გაწვდი კროასანს და ოთახიდან გავდივარ,ხელზე კოცნის შემდეგ.მინდა სანამ ადგები მოვასწრო და დილით ადრე ჩვენს ეზოსთან ახლოს მჯდომი მეყვავილისგან ნაყიდი თაიგული(რომელსაც დალოცვაც მოაყოლა,გახარებულმა რომ სიფთაზე ყვავილები გაყიდა) შენს სამუშაო მაგიდასთან მდგარ ვაზაში ჩავაწყო უკვე დამჭკნარი ყვავილების მაგივრად,რომელსაც რატომღაც დიდხანს არ ყრიდი.შემდეგ ვდგები ოთახის ცენტრში და თვალს ვავლებ ყველაფერს,რამე ხომ არ გამომრჩა?ყავა,კროასანები,ყვავილები და... აბაზანისკენ გავრბივარ... აჰა კი წყალი მომიშვია და უკვე კარგადაც დაორთქლილა კედლები და სარკე,მე სუნთქვა მეკვრის,მაგრამ შენ გიყვარს ესეთი ტემპერატურა. საძინებლიდან ჯერ არ გამოსულხარ,სამზარეულოში გავდივარ და ვისხამ ჩაის ჩემთვის,რათქმა უნდა ჩაი ლიმნით და ჭიქაში რომელსაც აწერია ერთ მხარეს "ყველა-ფერი" "გცემ" "შემეშვი",მეორე მხარეს კი ნახატი - მელაკუდა და ზუსტად იცი რომ ამ მელაკუდას ვერასდროს შევეშვები.ჩაის სულს ვუბერავ და ვფიქრობ რომ ყველა ცდება ვინც ამბობს რომ ერთხელ ცხოვრობს.შენთან გატარებული ყველა დღე,საათი და წუთი,ცალცალკე აღებული ცხოვრებაა,ცალცალკე,სათითაო წუთებად დაყოფილი სიცოცხლე,რომლის დროსაც ახლიდან და ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას.ყვეკა დღის დასაწყისში ვგრძნობ რომ თავიდან მიხარია ყველაფერი,რაც გუშინ მიხაროდა,თავიდან მენატრები,თავიდან მომწონხარ და თავიდან მიყვარხარ.თავიდან ვერ ვამთხვევ შენს გემოვნებას შაქარს ყავაში და თავიდან ვისმენ რომ ზუსტად ის გემოა რაც გიყვარს.თავიდან ვნერვიულობ და ვჩქარობ ყვავილების ამოტაბას რომ მანამდე არ გაგეღვიძოს და თავიდან ვნერვიულობ კროასანების ფორმებზე,რომლის სუნიც ზუსტად იმ წამს ქრება,როცა შენი სუნით გაჟღენთილ ლოგინზე ვჯდები.მიყვარხარ ყოველ წუთს,საათს და ყოველ დღე და რამდენ დღესაც არ უნდა დაელოდო და მოულოდნელად შეაგებო ჩემს "მიყვარხარს" კითხვა - როდის? პასუხი ყოველთვის იგივე იქნება... სულ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. jonatan livingstoni.
ნამდვილად კარგი შეგრძნებაა როცა რაღაც განსაკუთრებული იმედით უყურებ მომავალს☺️ jonatan livingstoni.
ნამდვილად კარგი შეგრძნებაა როცა რაღაც განსაკუთრებული იმედით უყურებ მომავალს☺️
1. რა მშვენიერი მომავალია :)
რა მშვენიერი მომავალია :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|