როცა სივრცეში მხოლოდ ხმებია: "ო, არასოდეს. არას ოდეს. და ვერასოდეს", მივესალმები აზრებს მკაცრად შესიტყვებიანს, რომ ვერ ამბობენ. როგორ მოხდება რამე, როცა არაფერში ვარ. ასე სიჩუმე ეჯახება გაუვალ კედელს. იყო ლაღი და უსათნოეს ფერში თმებს შლიდა თმებშიდა მტრედებს. აქ იქმნებიან ტიპაჟები მკაცრად არტისტულ. გარეთ ქარები ატმის მწარე არყით თვრებიან. წამოგყვებიან დასალიერს ჭიქა არყისთვის, ქარები ჩვენზე არტისტებია - რიან, რა ადრე მომენატრე ამ წლის ნოემბერს. გული რა თოვლით გამთეთრებია. რომელ შაბათ დღეს, მზით თუ მთვარით, სად გიპოვნიდე, ან ირგვლივ ვისი კალენდრებია..