ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2020


* * *(ხომ დაბრუნდები, მეგობარო, ხომ დაბრუნდები?!)

ხომ დაბრუნდები, მეგობარო,  ხომ დაბრუნდები?!
გულს ხომ არ დასწყვეტ დაღონებულ, მოხუც მამაშენს?
ნისლად ქცეულან წყალჩამდგარი ხოდაბუნები,
წყალს წაუღია გიორგობა, ქირსე, მარაშნა...

შენ არყოფნაში სულის ფსკერი, მოუთოხნავი, 
ხშირი წვიმებით გაჟღენთილა, ხშირი ელჭექით...
მამაშენის ხმას მუდამ ახლდა სევდა ოდნავი
და გაცილებით, როცა სნეულს თავთან ვეჯექით.

შენ არყოფნაში ამინდებმა ჯავრი იყარეს
და ისე წვიმდა, არ იწვიმებს ისე ათას წელს.
მე,  შენზე მეტად, პოეზია გადავიყვარე
და ამიტომაც, ამიტომაც იშვიათად გწერ .

ხომ დაბრუნდები, მეგობარო,  ხომ დაბრუნდები?!
გულს ხომ არ დასწყვეტ დაღონებულ, მოხუც მამაშენს?
ნისლად ქცეულან წყალჩამდგარი ხოდაბუნები,
წყალს წაუღია გიორგობა, ქირსე, მარაშნა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები