ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2020


საყდარი

დანგრეულ საყდარს არა ტოვებენ ანგელოზები,
თუკი გამვლელი დაინახეს შეჩერებული,
თავდახრილი და პირჯვარს იწერს,
მოწყალების მათხოვარივით ხურდა ფულს
რომ საგულდაგულოდ ინახავს ხოლმე დახეულ ქურთუკში,
ისე ინახავენ ესენიც ლოცვას გაბზარულ გულში -
გადასარჩენად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები