ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2020


დამიბრუნდი...


                                   
რატომღაც მგონია, გაზაფხულს მოჰყევ და
ჩემს გულში შენდამი გრძნობები მობევრდა,
ალათ, სიგიჟეა ასე მონატრება,
ყველა ხის ძირში დგახარ მოლანდებად.
მოდი, გაზაფხულს ზაფხულთან გავეპაროთ,
მცხუნვარე მზის სხივებს ჩეროში დავემალოთ,
თეთრ ღრუბლებს ზეცაში აყვანა შევევედროთ,
ვარსკვლავნი დაგვლოცავენ, ლოცვა დავიბედოთ.
მთვარესაც ვესტუმროთ, რომ გული არ დავწყვიტოთ,
ჩვენს შორის გაბმული სიმნი არ გავწყვიტოთ
და მერე, მშობლიურ მიწაზე დავეშვათ,
გრძნობათა მორევში ორთავ გადავეშვათ,
ვიხაროთ ერთუთით, სხვებიც გავახაროთ,
ჩვენი სიყვარული შვილებით გავამყაროთ.
ვიაროთ წყვილად და მხარს მხარი შევაშველოთ
და ტრფობის ნატიფი კოშკები ავაშენოთ,
კედლები ციმციმა ფერებით დავამშვენოთ,
ბაღში კი, სულ უცხო ყვავილნი მოვაშენოთ.
ყოველ ცისმარე დღეს ერთმანეთს ვუცინოთ,
მწუხარეს დავუამოთ, დალხენილს – ვულხინოთ.
ცხოვრებას შევეჭიდოთ მხნედ და სიყვარულით,
ბევრი შვილი იყოს ჩვენი სიხარული,
დღეები გავაცილოთ მხნედ და ხალისით,
სულში ავიყვავოთ ვარდები მაისის...
მოჰყევ გაზაფხულს და გულში დაიბუდე,
ლოდინით დავიღალე ... და გთხოვ, დამიბრუნდე.
                                                                    2020


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები