ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2020


ფეხებზე დაკიდება ექსპერიმენტით

    ფეხებზე დაკიდება ექსპერიმენტით
შემინდე, უფალო! დღეს ისევ შემინდე!
ბოლოჯერ დავგრიხე ეგ ყანწი ტიალი; -
- რას გადამეკიდე, რა გინდა შენ კიდევ,
როდემდე გავლიო ცხოვრება გრიალით?
იქ იმის სულია, აქ ამის მამული,
ის ფეხზე მკიდია, ეს კიდევ ... ფეხებზე!
ეს საფერავია, საქვეყნოდ განთქმული,
წინაპრის სისხლია, რა სისხლი, შეხედე! -
მომბეზრდა სუფრაც და უნიჭო თამადაც,
ბახუსთან მუხლმოყრით მისვლა და ვედრება
,,დი(ი)ლის სიფთაზე“  გროშების გადათვლა:
- ამ ფულში არაყი რამდენი მერგება? -
ამქვეყნად ახალი აღარაფერია,
ფეხებზე მკიდია ფეხებზე ნაკიდი,
მზის ,,შავი ლაქებიც“ გახუნდა, ძველია,
ჯანდაბას, ერთხელაც სულს ისევ გავყიდი.
მერე კი სამგზისად, რო(ო)გორც წესია,
- შენ ჩემი არა ხარ! არა ხარ, გეყრები! -
ვიყვირებ, თუმცღა ტალახსაც მესვრიან, -
ფეხებზე მკიდია, ეგ შენი ფეხები!
ვიცი, რომ ძნელია გაყრა და ობლობა,
ქართული სუფრისთვის ზუ(უ)რგის  შექცევა
და უფრო ძნელია ამ ამბის მოყოლა,
შანსი რომ ერთხელ და ბოლოჯერ გეძლევა;
,,მკიდია ფეხებზე“ - რა კარგი ფრაზაა,
რა ზუსტად განსაზღვრავს განწყობის ასპექტებს,
ბახუსი პირველის მეორე ფაზაა,
პირვლი აი ის, ნათხემს რომ აყეფებს;
ტვინის იმ მეხუთედს, რომ უყვარს ბახუსი,
ჭი(ი)აყელივით ჭიქაში მძრომელი, -
- რას ამბობ შე კაცო, ღვინო და ნამუსი? -
ფეხებზე მკიდია, არაფერს მოველი,
ცხოვრება ისედაც ყელში მაქვს გაჩრილი,
დილიდან ვიკიდებ ფეხებზე საღამოს,
ერთმანეთს მიჰყვება ,,ვაშლივით გაჭრილი“
დღეები და მუზაც ა(ა)ღარ კალმასობს;
შემინდე, ღმე(ე)რთო, ბოლოჯერ შემინდე!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები