ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2020


ეჰეი,ბაღნებო!

(ჩემი ბავშვობის "კარიერის ქვიშის გენერლებს!")
------------------------------------------------------------
ეჰეი! ბაღნებო! შორეულ წარსულიდან!
"გასხვისებულებო" დროის და სივრცისგან...
რომ დაგჭირდებოდათ თავის "დაძვრენა" და...
ჩემზედ რომ იტყოდით:-ამან ხომ იცის და?
ეჰეჰეი! რომ იცოდეთ,რაფერ მენატრებით?
თქვენი ქოჩრებით და ღერეტა ულვაშებით!
სტილნი ჩარლსტონებით, (ზოგჯერ კარლსონებით),
ურჩი კულულებით,ნერწყვით ნასწორებით...
მე, უკვე, ვინც სანთელს ვუნთებ მოგონებებს,
თქვენებრ მორღვეული...მაინც მაოხარი,
ისევ ისე ვწერ და ვცეტობ გოგონებზე,
(რომ ვერ ვაჭკვიანე,თვალი- "ნაოხრალი"...)
ისევ ისე (დღესაც) გამექცევა თვალი,
მაღლა,ნინუების მწიფე ალუჩაზე...
ცურვისას,რომ ვეგდეთ გაღმა ნაპირზე და
სილაში ვგორავდით,ლამის "გალურჯვამდე"...
გახსოვთ,ვთამაშობდით იქვე "ვირობანას"...
მერე,ტოტებს ვტეხდით ტყემლებს,საზიანოდ...
"დროშობანათი" კი,ბავშვურ "გმირობანად"
ბალღებს ვუღვივებდით-გრძნობებს საზიაროდ!
ეჰეი! ნატრულებო! შორეულ წარსულიდან,
"გასხვისებულებო!" დროის და სივრცისგან...
დღესაც რომ გჭირდებათ თავის "დაძვრენა" და
თითს რომ გამომიშვერთ,-ამან,ხომ იცის და!...
ეეჰ! რომ იცოდეთ,რაფერ მენატრებით...
სტილნი ჩარლსტონებით,(ზოგჯერ კარლსონებით),
მაღლა აწკეპილი ღერეტა ულვაშებით...
ურჩი კულულებით,-ნერწყვით ნასწორებით!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები