ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2020


პირველი დეკემბრის პოეტებს

ძვლებში ატანდა და ლახვარს გავდა
სიცივე - დუმილი ათას ბერთა...
ერთი სიკვდილით
გაახალგაზრდავდა.
ერთი ცხოვრებით დამიბერდა.
ახლა ყაყაჩოებს შევიყვარებ.
ვიბედნიერებ, უბედური.
ბედი ყოფილაო ტრუბადურის,
მე კი , ჭირივით შემეყარა
ვარამი. გასცქერი ნისლებს, შორეთს,
დაგრეხილ გზებსა და უცხო შარებს...
მიწა ხელებიდან მოვიშორეთ.
ჩვენ-ჩვენ კელიებში დავიშალეთ.
არცერთი ვყოფილვართ ანგელოზი.
არცერთი ვყოფილვართ დამნაშავე.
ღილი შეგიხსენით საყელოზე,
ჩვენ-ჩვენ კელიებში დავიშალეთ.
გამოწურული სულის წუა,
გული დაღლილი და დანასერი
-სქან გურჭვილ ჯიმას მუ უწუა
დომუნაფე დო აკოსერე.
ძვლებში ატანდა და ლახვარს გავდა
სიცივე - დუმილი ათას ბერთა...
ერთი სიკვდილით
გაახალგაზრდავდა.
ერთი ცხოვრებით დამიბერდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები