ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2020


* * *(ნუ ტირი, ჩემო სევდიანო.)

ნუ ტირი, ჩემო სევდიანო.
წყალსაც წაუღია ერთიანად.
ახლა მთავარია- გადაგვირჩეს
კალანჰოე და ჭორიკანა.

ოთახს, კელიას, ბუნაგს, კარცერს
ამოვიშენებ - დავჯდები და
ფარდებგაძარცვულ ფანჯრებიდან,
უპოვარი და უძმაკაცო,
სადაც აისებს დაელიან,
ლექსებს წავუკითხავ მეეზოვეს:
„გამარჯობა ბელა, მე რეზო ვარ...
კონიაკი ბიჭებს დაელიათ“

ნუ ტირი, ჩემო სევდიანო.
წყალსაც წაუღია ერთიანად.
ახლა მთავარია- გადაგვირჩეს
კალანჰოე და ჭორიკანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები