ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2020


@@

მზე მთების მიღმა, მთებში ჩავიდა.
ცა მოიღუშა. სევდის ფიალა.
მე ყველა ტკივილს ჩუმად ავიტან.
და მოვიშუშებ ყველა იარას.
მაგრამ გახსოვდეს,ხსოვნის მანტია
არ გააყოლო წვიმებს, ქარიშხლებს.
გული,რომელშიც მუდამ ანთია
შენი სახელი,შენთან არ მიშვებს.
რადგან არც გზაა, აღარც სანთელი.
აღარც უმზეო მზიდან ნაღვენთი.
მე ვეღარავარ კარგად,ჯანმრთელად.
მაგრამ შემომრჩა მოხუცი ღმერთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები