ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2020


მსურს დაგილოცო ნაფეხურები

გარეთ ქარია შარახვეტია,
მაგრამ სიცივეს არ ეპუები.
შენ მიეჩვიე მარტო ხეტიალს,
გზადაგზა რჩება ნაფეხურები.

ქარი გიწეწავს შარახვეტია
თმებს და სიცივეს არ ეპუები.
თუ ხეტიალი შენი ხვედრია,
მსურს დაგილოცო ნაფეხურები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები