ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2020


მოკითხვა სულხან წულუკიძეს

ასე, ყვავილების მოვლით;
ასე, წერილების წერით;
სულზე მოსწრებული თოვლი,
პირზე მოშვებული წვერი,
სადაც სასთუმალი ვპოვეთ,
ლექსად დავწვით ბზა და ფიჭვი
- ახლა როგორა ხარ, პოეტ?
ჩემო ნაღვლიანო ბიჭო.

გახსოვს? - милоя, прощаю.
На дворе ноябрьский холод
И зима будет большая.
მწვანე ნაძვებია მხოლოდ,
დაგრეხილი გზების გასწვრივ.
მძღოლი ძაღლს იხსენებს, ხოლო
გასწვრივ ხოდაბუნებს აწვიმს.
მწვანე ნაძვებია მხოლოდ,
დაგრეხილი გზების გასწვრივ...

ერთი გრამით, ერთი მოლით
აღარ ვიყმაწვილებ აწი.
ვერ ამკინძავ ნაწილ-ნაწილ.
ასე, ყვავილების მოვლით;
ასე, ყვავილების მოვლით;
ასე, წერილების წერით,
პირზე მოშვებული წვერით.
სულზე მოსწრებული თოვლი...
ხომ არ დარდობ? ხომ არ გიჭირს?
როგორც ათას აღმართს ახვალ-
ნახავ, საფლავია ახლა,
ჩვენი მარტვილელი ბიჭის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები