ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 დეკემბერი, 2020


*****

მოლოდინის ფერი დღეები... საათები,რომლებიც აჩვენებენ რომ შენ გიკლია 15 ყელში გაჩხერილი  ბურთი უგონოდ დათრობამდე და ვერ ნასწავლი ნაპასებით მთელი კოლოფის მოწევამდე.საათები რომლებიც აჩვენებენ რომ არა პირველის,ორის,ხუთის... შენი ნახევარია.ამინდის პროგნოზი,რომ დღეს მოსალოდნელია მოღრუბლული ხასიათი,უნალექოდ...დაუბერავს მონატრება გულიდან მთელი სხეულის გავლით ყველა კმ/სთ სიჩქარით... უახლოესი დღეების პროგნოზი კი ასეთია:დღისით ყველაფრის კეთება,ფიქრისგან გაქცევა,ხალხმრავლობაში ყოფნის მცდელობა.მძაფრი,აუტანელი "ოდიკოლონის" ჭარბად გამოყენება,მისი სუნის დაკარგვის იმედით.ბევრი და ხმამაღალი ლაპარაკი ფიქრების გადასაფარად.კამათი სხვადასხვა ადამიანებთან...დამნაშავე ყველასთან შენ ხარ(ასეც გინდოდა)ღამით  თავის ტკივილი და თვალების მაგრად დახუჭვა,ვითომ არ გეფიქრება...მაინც დასიზმრება.
გამოდარება-ხმა რომელსაც ტელეფონიდან ელოდები,ჯერ არ ჩანს,მხოლოდ მოლოდინის ფერი,სქელი ნისლი და მისი სუნი,რომელსაც "ოდიკოლონის" სუნი  ოდნავადაც ვერ შეხებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები