ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2020


1

ყოველღამ არგაღვიძების იმედით დაძინებული,
ჩიტებს იმის შიშით ვაფრთხობ,
შემთხვევით სიხარულის მარცვალი არ მომიტანონ და
არ გადამაფიქრებინონ დაძინება.


ზეცას შევყურებ გადაჭდობილი ხელებით.
აღმომხდება :ჰოი,თავისუფლებავ!
და მერე მახსენდება რომ სირბილს ხელები არ სჭირდება.


პაპა მიტეხდა პურს, თავის ნატეხს ღვინოში აწობდა,
პირჯვარს იწერდა...
მისი თვალები სუფთა და ალალი,
სიყვარულს და სიკეთეს მაზიარებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს