ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაატა6891
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2020


წამოდი

მთაში გავასწრათ ზამთრის ამინდებს
და ერთი ლუკმა ლექსი გავიყოთ.

წამოდი, მთაში ერთად წავიდეთ,
წამოდი, მაგის რჯულიც არ იყოს!

იქ მთას მოვუწყოთ მერე თავდასხმა,
აქ მივატოვოთ ეს აპათია.

არ მაპატიო მე შენგან წასვლა,
შენთან დავრჩი და ეს მაპატიე!

მოვა საღამო, მოათოვს კართან,
ჭერდაბალ ქოხში ჩვენ ავენთებით.

მერე რა, გარეთ რომ მოთოვს მაგრად,
მთავარია, რომ შიგნით ჩვენ ვთბებით.

მთაში გავასწრათ ზამთრის ამინდებს
და ერთი ლუკმა ლექსი გავიყოთ.

წამოდი, მთაში ერთად წავიდეთ,
წამოდი, მაგის რჯულიც არ იყოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები