ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 დეკემბერი, 2020


დილამშვიდობის...

დილის 5 საათი და რაღაც წუთები,სიბნელეს შეჩვეულმა თვალებმა,ტელეფონის მკვეთრი განათების ფონზე ზუსტი დრო ვერ გაარკვია.სამაგიეროდ ტვინის რომელიღაც უბანმა დაყოვნების გარეშე დაიწყო ამ ძილ გატეხილ ღამეში გამოცხადებასავით სიზმრების გახსენება.თავიდან მშვიდად,ზაფხულის ცხელი შუადღის ზღვასავით უშვებდა სიზმრის ფრაგმენტებს და სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა ისე როგორც ნაპირზე პატარა კენჭების ხმაური.მერე და მერე იმატა ტალღებმა,იმატა ხმაურმა,ახლა უკვე სიზმრების ფრაგმენტები დიდ ტალღებად აწყდებოდა ნერვების ნაპირს და აქაფებული სიზმრები,სადღაც თვალებიდან გულამდე სანაპიროზე მონატრებებს ტოვებდა.

დილის შვიდი საათი და რაღაც წუთებია.ამჯერად თვალები განგებ აღარ დაინტერესდა ზუსტი დროით,წუთები ხომ არაფერს ცვლიდა.გარეთ მანქანებს ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი,ღამის სუსხ გამოყოლილი ხმაურით პატრონები სხვადასხვა მხარეს მიყავდათ,იმ გზით რომელსაც ჩემიდან შენამდე, მე ვკვალავდი და რამდენიმე კვირაა შენი ღიმილის  ვეღარ ნახვის შიში აფერმკრთალებს.

დილამშვიდობის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები