ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2020


...

უბრალოდ ადგა და სხვა მხარეს წავიდა,
არავის არ ჰკითხა, საერთოდ არავის,
მას შემდეგ რაც იგი კოშკიდან გავიდა
ეძებდა გზას უცხოს, გზას ქრისტეს კარამდის.
მამას გამოუტყდა რწმენის სიმტკიცეში,
ისიც მოექცია გოგონა ეცადა,
მშობელს სიყვარული რისხვის სიდიდეში
გადაეზარდა და შვილის კვლა ეწადა.
ტკბილი დაპირებით სთხოვდა მარტიანე,
როგორც წესი იყო კერპებს მინდობოდა,
ურჩობს ქალიშვილი და სულს ამზიანებს,
მისი თვალებიდან ქრისტე იგრძნობოდა.
და არ აპატიეს რწმენის სიჯიუტე,
ნაცემ-განძარცვული ქუჩას შეატოვეს,
ყველა დამცირებას უძლებს და თან უტევს,
რადგან სჯერა ქალწულს "ის" არ მიატოვებს.
მერე განაჩენი მამამ აღასრულა,
თითქოს შვილის თავი მკლავზე უნარნარებს
ისე გაიმეტა, ისე დაასრულა,
ზეცას მიაჩუქა თავისი ბარბარე!
...
ბარბარობას გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, წმინდა ბარბარეს ძალა და მადლი გფარავდეთ.❤❤❤

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები