| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 17 დეკემბერი, 2020 |
*** გვიშველიდეს იქნებ ქარი.. შენ რომელ მთას მიმეფარე, ისევ გნახავ და ცრემლებით ამევსება თვალი. დღეს სევდა და ნიაღვარი მოსდებია ამ ოთახებს, საკიაფოდ მაინც არი სიყვარულის კვალი. ვიცი, რაღაც გამახარებს და სიხარულს კაცთა მხარეს დიდი გულით გადავფარავ ყველასათვის ხილვად. დამთავრდება ეს ზღაპარი შავით მოსილ მინანქარის. წაქცეული ბოროტების სანახავად მივალ!
*** მიწას გაყვება რკინის მარხილი, ამ მიწას ბევრი დაუმარხია. ვეკითხებოდი მას პირველ თოვლზე, მას ბოლო თოვლი არ უნახია.
რისთვის ეცხოვრა, დიდხანს ფიქრობდა, ბევრი იწამა და ბევრსაც მიხვდა. რასაც იტყოდა, მართლა იტყოდა, თუ აღელვებდა, მხოლოდღა სიტყვა.
დღეს რა სინდისი აქროლებთ ქარებს, ან ეს სიკვდილი რა უნარია?! ვისაც სიმართლე აძლევდა ძალებს, იქაც სიმართლით გაუხარია.
გზად მხოლოდ დიდი სჯანი ყოფილა, ალი ამ დასჯას უნად მოედოს. ასეთი კაცის ამბავი გვაწევს მე და პოეტებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი მიძღვნაა, მეორე განსაკუთრებით. კარგი მიძღვნაა, მეორე განსაკუთრებით.
1. პორტრეტიც დაიხატა, ამბავიც, ემოციაც...
პორტრეტიც დაიხატა, ამბავიც, ემოციაც...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|