ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 დეკემბერი, 2020


ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად

    (დოკუმენტური მოთხრობა)
იმ გაზაფხულზე,  ქუთაისს ვეწვიე,      ალუბლების ყვავილობისას, ,.ჩემი ბავშვობის  ქალაქს.  .იყო  “ქაფმოდებული ვაშლის შტოები“ და  “იის სურნელი შუა ქალაქში.“
  ქუთათურებმა  მთელი  წელი    ახალი  სპექტაკლის  მოლოდინში გაატარეს  და  აი, მესხიშვილის  სახელმწიფო თეატრში პრემიერა  გამოცხადდა.
ჩემი  ჩამოსვლის  მიზეზიც, ამჯერად  ეს  იყო.
რეჟისორმა  იური კაკულიამ დიდებული სპექტაკლი დადგა. კონსტანტინე  გამსახურდიას ნოველის ”ზარები გრიგალში” და” მთვარის მოტაცების” სინთეზი.
    ეს,  დიდი მოვლენა იყო.ქალაქის კიარა, საერთოდ,ქართული ხელოვნების  სივრცეში.
”საუკუნის სპექტაკლი”---ასე უწოდა ანტონ წულუკიძემ, ცნობილიმა ხელოვნებათმცოდნემ  ამ დადგმას და  სიდიადით  კოტე მარჯანიშვილის ”ურიელ აკოსტას”და სანდრო ახმეტელის ”ლამარას”გვერდით მოიაზრებდა.               
  ეს იყო აშკარა პროტესტი არსებული კომუნისტური  რეჟიმის წინააღმდეგ.
ამასთან ერთად, ულამაზესი სანახაობის, ძალზედ დინამიური და მუხტის მქონე სპექტაკლი შედგა.
ყოველი მოძრაობა, პანტომიმით გადმოცემული(დამდგმელი ამირან შალიკაშვილი,)გალობა(ა.ჭკუასელი)    მუსიკა,      თითოეული სიტყვა, თითოეული ეპიზოდი: თამარ შერვაშიძის და თარაშ ემხვარის სიყვარულის სცენა , კაც  ზვამბაიას მიერ პირუტყვის დახოცვა, მარულა,თარაშის დაღუპვა.--მართლაც საოცარი ხერხებით იყო გადმოცემული.
  სცენაზე დაშვებულ უზარმაზარ ხის  ჯვარს მთელი სცენა ეჭირა.
თამარის სიკვდილი- მზის ჩასვენებას ჰგავდა: ზარის შორეული რეკვის ხმაზე ჯვარი ნელ-ნელა ეშვებოდა სცენის სიღრმეში და თან ,ჩაჰქონდა თამარის ფერმკრთალი სხეული.
საქართველოს დიდების გასრულების სიმბოლო.
სცენაზე რჩებოდა დიდი სიცარიელე 
  ამ  სიცარიელეში და წყვდიადში  -იდგა    ლუკაია ლაბახუა, სანთლებით ხელში...
          ქალაქი დამუხტული და მოცული იყო ამ საოცარი სპექტაკლით.
დიდი მწერლის ნაწარმოების არცერთ დადგმას და ეკრანიზაციას, არ უთქვამს ,ასეთი სიღრმეებით,  მძაფრად და  ასე , ლამაზადაც  სათქმელი.
                                                           
                                                          &&&
    შერისხული ჰყავდა საბჭოთა ხელისუფლებას რეჟისორი ი. კაკულია.
  ”ერთი მამაკაცი და შვიდი შინაბერა”შემორჩა, მხოლოდ, ოქროს ფონდს მისი სპექტაკლებიდან.
    პერიფერიების თეატრებში მოღვაწეობისას, ეროვნული სულისკვეთებით და სილამაზით გაჯერებული მისი დადგმები ისეთივე  უკვალოდ ქრებოდა, როგორც ეს უკანასკნელი.
          თბილისში ,  არ აღირსეს სპექტაკლების  დადგმა. ის კიარადა, რუსთავში,სადაც, გიგა ლორთქიფანიძესთან და მარჯანიშვილელებთან ერთად,ახალი თეტრი შეიქმნა, ”სირანო დე ბერჟერაკის”და ზოგი სპექტაკლის ერთობლივი დადგმისას  მისი გვარი - აფიშებზე  „გამორჩენილი“  ჰქონდათ, კიდეც.
  თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, „ზარები გრიგალში „  ეს  გენიალური სპექტაკლი  არც  ნახა  „ვერ მოიცალა“...ამ დროს, თბილისიდან სამჯერ-ოთხჯერ, მაინც,  ჩადიოდნენ თეატრის მესვეურნი და თეატრის თაყვანისმცმლები..                       
                                              &&&
        უკვე,  მესამედ ჩავედი ქუთაისში,    დასასწრებლად.    ჩემი და-  ნაზი ნავროზაშვილი    სპექტაკლში    დედა- მაიას თამაშობდა. ურთულესი ამოცანა ჰქონდა ამ როლს. ოცი მეტრის სიმაღლიდან თოკიდან ეშვებოდა სცენაზე. და ამ ურთულეს "ტრიუკს" დარბაზიდან მაყურებლის  შეშფოთების ამოძახილი  მოჰყვებოდა ხოლმე.  ეს როლი  პლასტიკასთან,სპორტულ მონაცემებთან შერწყმულ დიდ სინაზესა და  ქალურობას მოითხოვდა . იმდენი დატვირთვა იყო,ყველა მსახიობი,სპექტაკლის შემდეგ ორ კილოგრამს იკლებდა წონაში..იდგნენ ფეხშიშველები, შემოსილები გრძელ მეწამული ფერის ტოგათი.წარმოდგენა  ყოველთვის  ანშლაგით მიდიოდა. ბერძენი სტუმრები ფეხზე მდგომარენი დიდხანს უკრავდნენ ტაშს აღფრთოვანებულნი.
    დასრულების შემდეგ, მაყურებელთა დარბაზში განხილვა და ცხარე კამათი იმართებოდა.
საზოგადოება ორად გაიყო,და ამით, და ამით, თითქოს ,უკვე იკვეთებოდა, რამდენიმე  წლის შემდეგ, ვინ რომელ მხარეს,დადგებოდა  ბარიკადების დროს.
  პრემიერას, ქუთაისში რეჟისორის მოწვევით, მწერლის ვაჟი ზვიად გამსახურდია დაესწრო.
      საზოგადოებას,მხოლოდ, რადიო  „ამერიკის ხმის“ ჩუმი  მიყურადებით  ჰქონდა გაგებული ზვიადის და მერაბის შესახებ. და ახლა, პირველად , მოგვეცა საშუალება მისი დანახვის და მოსმენისა..
      სპექტაკლის ბოლოს, გამართულ განხილვაში სიტყვაც თქვა.
რამაც, უკმარისობის გრძნობა დამიტოვა.  ვიფიქრე, ალბათ, თეატრი  არ ესმის, რადგან ძაბულის ჩაცმულობაზე და სხვა ამგვარ წვრილმანებს შეეხო და არა იმ  ნაღმს, რაც  ამ წარმოდგენაში ჩადო რეჟისორმა. მოგვიანებით  მივუხვდი  მას ასეთ „მიამიტობას“. ამით, რეჟისორს  გაუფრთხილდა.
        მაშინ, ზვიადთან მისალმებაც კი,როგორც კომუნისტებისგან ”საბჭოთა სამშობლოს გამყიდველად და მტრად” შერაცხულთან, დიდ გამბედაობას  მოითხოვდა.
ხალხში ხელნაწერით ვრცელდებოდა მისი პროტესტი ნაზი შამანაურის და მისი დედის ფსიქიატურულ საავადმყოფოში  მხეცური მოკვდინების , ავღანეთში ქართველი ბიჭების ხოცვა-ჟლეტის, ქართული ენის დისკრიმინაციის და სხვათა გამო. ცკ-ს  და კგბ-ს დავალებით  სკოლებში, ინსტიტუტებში, ფაბრიკა-ქარხნებში  რიგდებოდა  ხელმოწერები  „საბჭოთა ხალხის მტრების“ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გასაკიცხად და  დაპატიმრების  მოთხოვნით.
    ამდენად, სპექტაკლზე  ზვიად გამსახურდიას მოწვევაც ,კიდევ  ერთი დასტური იყო, რეჟისორის დაუმორჩილებელი და სისტემასთან მებრძოლი ხასიათისა.
პრემიერის  დამთავრებისთანვე , იმავე საღამოს, იური კაკულია სასწრაფოდ გამოიძახეს  კგბ_ში  დაკითხვაზე... „საიდან იცნობ  იმ კაცსო(???)“-. „რა ურთიერთობა გაქვსო?“ და სხვა.
                                                    &&&
                                        &&&

      ჩემი დის  მოკრძალებული საცხოვრისი, იქვე, თეატრთან მდებარეობდა ,იქ იკრიბებოდნენ  რეჟისორები, მხატვრები, პოეტები, დრამატურგები. მსახიობები...
    რამდენჯერ, ღამე დაგვთენებია ლექსების, პიესების  კითხვაში,  იური კაკულიამ  ორი წიგნი მისახსოვრა წარწერებით:“შენმა ლექსმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია ჩემს სპექტაკლსო“
და მეორე:“ სახსოვრად, ტელევიზიაში შენი პოეზიის პუბლიკაციასთან დაკავშირებით. გულს ნუ გაიტეხ, ჩეხოვიც ექიმი იყოო.“
ქუთაისში ჩემი  „რომაული  არდადეგები“,მართლაც,ნაყოფიერად აისახა ჩემს შემოქმედებაში.
      სპექტაკლის შემდეგ , საღამოს კვლავ, შევიკრიბენით  ჩვენ, ანტონ (ტატული) წულუკიძე, ბატონი ოთარ ჩხეიძე. ჯემალ ინჯია.  ბატონი  იურიც შემოგვიერთდა. 
      მეორე დღისთვის ბილეთები  მოგვიტანა საჩუქრად. კინო-თეატრ „საქართველო“-ში , დოკუმენტური ფილმი „ქვანი ნაშალი“ გადიოდა. ხოლო, ფილმის დასასრულის ჭაბუა ამირეჯიბის  მაყურებლთან შეხვედრა გველოდებოდა . ავხმაურდით, გავიხარეთ. ეს, უკვე, დიდი ფუფუნება იყო ჩემთვის, ამდენი ლამაზი დღის  შემდეგ....
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები