ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2020


ქეთევან დედოფალი

1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბასის ბრძანებით, აღესრულა წმინდა ქეთევან დედოფალი, რომელმაც სასტიკი წამებით სიკვდილი არჩია „გათათრებას“ - მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატს.
...............................................................................................................................................


შირაზის ველზე დედოფალი გამოჰყავთ... იწვის
კელაპტარივით ქეთევანის გული ამაყი,
ისევ ჩაესმის მშობლიური ყივილი მიწის
და იმას დარდობს, ქართულ მიწას რომ ვერ დავაყრით.

და გააშიშვლეს დედოფალი - მუდამ ამაყი,
ნელ - ნელა ქრება კელაპტარი, სულშიც ღამდება,
ვიდრე მოვკვდები, ვიდრე გულზე ცრემლებს დამაყრით,
თუ დამილოცავთ ქართულ ფესვებს, გამეხარდება.

ეწამა დედა - კახთა მეფე თეიმურაზის,
ვით სულთათანა, სამშობლოში ისმის გოდება,
თვალწინ მიდგება ქეთევანის ფრესკა - სურათი,
ის ერთი იყო, აღარასდროს განმეორდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები