ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2020


  ჩამოტვირთვა

ნეტავი, ამაღამ როგორა ხარ

ნეტავი, ამაღამ როგორა ხარ?
გული თუ  უჩემობას დანებდა...
შენს სახლთან ატუზულა სიცივე და
ძაღლივით წკავწკავებს კარებთან.

მე ვიცი, გარეთ არ დატოვებ,
ისიც შემოვა, დროს იხელთებს,
გაათბობ, გარდაქმნი პოტენციად,
სულის  მოგიზგიზე ბუხართან.

შენს ხელებს , თბილსა და მზისგულიანს,
გაუწვდი ხიდად და ჯებირად,
რომ შენი გულის მისაღებში,
მიართვა სულ უშაქრო ჩეფირი.

სიცივე- საბრალო და უსუსური,
დნობის და გალხვობის მომრიდე,
ცდილობს სხვა ნიღაბი მიიწებოს,
ცდილობს, გაიყვანოს ნომრები.

შენ ამ დროს არ გადარდებს მასკარადი,
შენ გჯერა, ზღაპრების და  ღმერთების
და მთელი გონითა და უგონობით,
უნებურ, მასკარადში ერთვები.

ცეკვავ და ბზრიალებ თავბრუსხვევად,
(ო, ღმერთებს, დაგიცვან- უთხარი)
შენ კარგავ გარდაქმნის ხელოვნებას, -
გიქრება მოგიზგიზე ბუხარი.

ჩემეულ საზღაპრეთს ვუბრუნდები,
იმ ზღაპარს ერთი შევრჩი გოგოღა.
ნეტავი, ახლა რას აკეთებ,
ნეტავი, ახლა როგორ ხარ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები