ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2020


2


ბედმა პერანგი შემიკერა, ოღონდ უღილო,
ამიტომ ქარი მუდამ გულ-მკერდს მიციებს...

არასდროს ვყოფილვარ შენთან ისე ახლოს, როგორც ახლა, როცა აღარ ხარ!

მე და ამ ცხოვრებას შეუთავსებელი ჯგუფის სისხლი გვაქვს,
სწორედ ამიტომ,
ის ჩემში ვერ ჩქეფს, მე კი მასში ვერ ვხარობ!

უბედურებას არ უყვარს ეულად ხეტიალი,
ბოშასავით, მომთაბარედ დაეხეტება და არავინ იცის, ვისთან დასცემს კარავს.

ცხოვრება წამია.
ნაყოფიერად განვლილი ცხოვრება _ წამში ჩატეული მარადისობა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს