ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
3 იანვარი, 2021


Михаил Лермонтов - Редеют бледные туманы

მიხეილ ლერმონტოვი - შეთხელდებიან ნისლის ქულები

შეთხელდებიან ნისლის ქულები,
სიკვდილის ბედით ხრამის თავზევით,
კვლავ დადგებიან ბუმბერაზები
ჩემ წინ გარდასულ ასწლეულების.

მესმის შელოცვა ძნელმისახვედრი,
ავყვები, როცა ამღერდებიან,
ცოცხალ გრძნობებით აღვსილს, გზნებიანს,
შემეშინდება უკან გახედვის, -

რათა ვარიდო ახალ გალობას
ამქვეყნიური ჰანგის აღრევა
და უკეთესი ყოფის კარებთან,
არ გამახსენდეს ხალხი, სალმობა;

გადამავიწყდეს ქვეყნიერება,
დამღადასმული კრულვის ბეჭედით,
ალერსი - სავსე შხამით, ეჭვებით,
ტყუილნარევი ბედნიერება.

3 იანვარი, 2021 წ.



Михаил Лермонтов -  Редеют бледные туманы

Редеют бледные туманы
Над бездной смерти роковой,
И вновь стоят передо мной
Веков протекших великаны.

Они зовут, они манят,
Поют, и я пою за ними,
И, полный чувствами живыми,
Страшуся поглядеть назад,—

Чтоб бытия земного звуки
Не замешались в песнь мою,
Чтоб лучшей жизни на краю
Не вспомнил я людей и муки,

Чтоб я не вспомнил этот свет,
Где носит всё печать проклятья,
Где полны ядом все объятья,
Где счастья без обмана нет.

1831-го января

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები