| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 4 იანვარი, 2021 |
გაშმაგებულ მდინარეს, მიაქვს ფიქრთა ტბორები... ქარში პირქუს აჩრდილთა, ისმის ეპიტაფია. ღმერთო, მე ჩემს სიყვარულს ვეღარ ვეამბორები. იქეთ ჩრდილში, ძელქვების, ჩემი ძველი სახლია.
როგორ მინდა გიხილო, ოქროსფერო ჭალებო. აღმართს ავყვე, ღამეში ჭინკებს ვემუსაიფო. მხოლოდ სხივი წარსულის, შეგრჩენიათ თვალებო. იქნებ გულის გადაღლა, ძველებურად შევიგრძნო.
მაგრამ ვიცი ჰორიზონტს ახლავს დამშვიდობება. მხოლოდ გაელვებაა, ჩემი სულის ზმანება. როცა გაქრა ცრემლი და აღარ ისმის გოდება. არის სულზე უკუნის ბოლო გადაფარება.
გადაპენტილ ფერდობებს , ყვავილების ძებნაში სხვის წყურვილზე ვდარდობდი, დაე იყოს ალალი. გაილია ცხოვრება, ასე გადარბენაში ასე პირქუშ , გაყიდულ , დღეთა გადამალვაში.
გაშმაგებულ მდინარეს, მიაქვს ფიქრთა ტბორები. ქარში პირქუს აჩრდილთა, ისმის ეპიტაფია. ღმერთო, მე ჩემს სიყვარულს ვეღარ ვეამბორები. იქეთ ჩრდილში, ძელქვების, ჩემი ძველი სახლია.
04.01.2021
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გაშმაგებულ მდინარეს, მიაქვს ფიქრთა ტბორები...
მდინარე ტბორს წაიღებს??
პესიმისტურია. ახალ წელს უკეთესობა იქნება :) გაშმაგებულ მდინარეს, მიაქვს ფიქრთა ტბორები...
მდინარე ტბორს წაიღებს??
პესიმისტურია. ახალ წელს უკეთესობა იქნება :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|