| ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 4 იანვარი, 2021 |
რატომ მინდა, გავიხსენო, ის, რაც აღარავის ახლავს, ბორანს თავის საიმედოს, ცრემლისწყლების გადმომლახავს.
ღაზალები ჭრიან ბადეს, რა მზეებმა მე დამბადეს, რა წვიმებმა ღამის თარგზე ერთ ენაზე გადმოთარგმნეს.
ის, რაც მხიბლავს და რაც მეტრფის, სიზრმად ერთი მთვრალი მეტრფის. ეს ხევები ჩემი ფეხით მოვვლო, გადავაღრიალო.
თვალით ავცდე მსახვრალ ტყვიას, ქარებს ვენდო მოეთეროს და ერთ ლამაზნაწნავიანს ყვავილივით მოვეფერო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სიმღერისთვისაა. სიმღერისთვისაა.
1. რა მშვენიერი რიტმი აქვს, მელოდია...
რა მშვენიერი რიტმი აქვს, მელოდია...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|