ალექსანდრე ბლოკი - არარსებობის ბნელ უფსკრულებში
არარსებობის ბნელ უფსკრულებში რატომ მიმათრევს ბედი მტანჯველი? ჩემი სიცოცხლე ნუთუ სრულებით არის წამები ხანგრძლივ სასჯელის?
სიცოცხლე მინდა, ბედნიერება თუმცა ჩემს გულში ვეღარ იმეფებს, რაღაც სინათლე შორს ძლიერდება, თითქოს მეც მაქცევს სხივ-მოიეფედ!
თუნდ ლანდი იყოს შუქი სანდომი - ფუჭი ოცნების სხივი თანმდევი, მაგრამ შორეულ ცაში გაკრთომილს, ადგას საამო შარავანდედი!
6 იანვარი, 2021 წ.
Александр Блок - Зачем, зачем во мрак небытия
Зачем, зачем во мрак небытия Меня влекут судьбы удары? Ужели всё, и даже жизнь моя - Одни мгновенья долгой кары?
Я жить хочу, хоть здесь и счастья нет, И нечем сердцу веселиться, Но всё вперед влечет какой-то свет, И будто им могу светиться!
Пусть призрак он, желанный свет вдали! Пускай надежды все напрасны! Но там,- далёко суетной земли,- Его лучи горят прекрасно!
29 июня 1899
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|