ნაწარმოებები


ლილე2023 შედეგები გამოქვეყნებულია ფორუმზე     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2021


(თოვლის სიჩუმეში

ჯემალ ინჯიას
(ვ.ჩხიკვაძის მოტივზე)


იანვარი, იანვარი,
ფრთათეთრა და ნიავქარი,
მოაბიჯებს თოვლის სიჩუმეში.
მარტოობის ჩუმი დარდით,
ალმასით და მინანქარით.
შენს სტრიქონებს
გამომიწვდის პეშვით.
აქ, მიწაზე დგას ინჯია,
იქ, რითმები ცას მისჯრია,
იანვარი,, იანვარი გადის,
მერე ,რა, რომ წლები ქრიან,
და ძუს ეშხი რას მიქვიან,
თუკი ,მზერა კვლავ ,მისწვდება ხვადის.
იანვარი, იანვარი,
მქრქალი მზე და სავსე მთვარე,
შენ მიგონებ ,დევო, ზღაპრის ეშხით.
თოვლში მოჩანს ნატერფალი,
მიმოფანტავს ნამქერს ქარი,,
შენს სტრიქონებს
შემომაყრის პეშვით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები