ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგრო
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2021


-როდის?... -სულ...

„როცა ღამით ზეცას ახედავ,ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს.
მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკვლავები,რომლებიც იცინიან“
„პატარა უფლისწული“


... ნერვიულობისგან ხელის კანკალი რომ დამემალა,ჯიბიდანვე განგებ ჩხრიალით ამოვიღე გასაღები და გამოგონილი სიმშვიდით და ღიმილით დავიწყე კარის გაღება.კარის საკეტს გასაღები მესამე ცდაზე ძლივს მოვარგე,მაგრამ თავს ისე ვიჭერდი,თითქოს ასეც მქონდა დაგეგმილი.შევაღე კარი და სიმშვიდის თამაში რომ ისევ გამეგრძელებინაცერემონიულად ხელით ვანიშნე შენს შემდეგთქო.ბინა არაფრით გამოირჩოდა სხვა ბინებისგან(ჯერჯერობით,რადგან ჯერ მას ამ სახლში ფეხი არ დაედგა)ახალაშენებული,ორი საძინებლით(ერთმანეთისგან დაშორებული,რადგან არცერთს არ მოგვწონდა საძინებლებს რომ მხოლოდ ერთი თხელი კედელი ყოფთ,თითქოს იმ ინტიმურობას და კომფორტს კარგავს საძინებელი,რაც უნდა იყოს,ორი ადამიანის უკაცრიელი კუნძული,სადაც ყველაზე ნაკლებად გინდება ფიქრი სად რომელ კედელზე გამობმულ ყურებზე იფიქრო)მისაღები და სამზარეულო ერთიანი(რომელიც შემდეგ ჩვენივე გემოვნებით გაიყოფოდა ერთამანეთისგან)აბაზანა და პატარა აივანი რომელიც ჩემი აზრით ქალაქში ერთ ერთ საუკეთესო ხედზე გადიოდა,წინ გამწვანებული პარკით ხელის გულზე გადაშლილი ქალაქით,რომელიც განსაკუთრებით ღამით იქნებოდა სასიამოვნო სანახავი.არანაირი ავეჯი და არანაირი რემონტი ჯერ არ დამეწყო,ეს ყველაფერი მინდოდა საერთო საქმედ ქცეულიყო,რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწერა რეალობად ქცევა თუ ის თანახმა იქნებოდა ამ სახლის მილედიც გამხდარიყო,ისე როგორც უკვე დიდიხანია ჩემთვის იყო.

ნამი,ეს მისი სახელია და დიახ,მჯერა რომ არსად გაგიგიათ აქამდე ეს სახელი,მაგრამ ისე უხდება მის ხასიათს,გარეგნობას,რომ სხვა  ნებისმიერი სახელი მგონია რომ ყურს სიყალბით მოჭრიდა ადამიანს,ეს კი ზუსტად ის სახელი იყო რომელიც უნდა ერქვას მას.

სახლის დათვალიერებას მალე მორჩა,მე თვალ მოუშორებლად დავყვებოდი და არც მახსოვს რას ვეუბნებოდი,ჩემთვის მთვარი იყო არ გამომპარვოდა მისი ემოციები,რომ გამეგო ნამდვილად მოსწონდა თუ ცდილობდა თვითგვემისგან დავეცავი,რაც გარდაუვალი იქნებოდა თუ შევამჩევდი რომ ჩემზე ნაკლებად იყო ემოციებით სავსე.როცა ყველაფერი დაათვალიერა და აივანზე გავიდა,საგანგებოდ ამ მომენტისთვის შედგენილი ბინის გეგმა გავშალე სადაც ვითომ და მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა  სად რის გაკეთება შეიძლებოდა.გეგმაზე დატანილი ოთახებიდან ერთერთი საძინებლის შუაში კი ეწერა ერთი პატარა კითხვა,რომესაც დიდხანს შუბლ შეკრული უყურებდა,ჯერ მოჭუტა თვალები და ახლოს მიიტანა ოდნავ სახე,შემდეგ მე შემომხედა და ისევ ბინის გეგმას დაუბრუნდა და ტუჩების ოდნავი მოძრაობით ხმამაღლა წაიკითხა „მზად ხარ ამ ოთახში ყოველ დილით შენთან შემოვიდე ყავით და კროასანით?“ შემდეგ ტუჩები მაგრად მოკუმა და ერთმანეთს ისე გაუსვა როგორც ტუჩსაცხის წასმის დროს იციანცხოლმე,ნელნელა რომ გაეღიმა მის ოდნავ უკან მდგომმა იმით დავასკვენი რომ მისი ლოყა ოდნავ ჩაიჩხვლიტა,ამ სანახაობაზე ისედაც სუნთქვა მიჩქარდება ყოველთვის და ახლა საერთოდ მგონია რომ გული სადღაც ყურებშუა მიცემს და რაც არ უნდა მიპასუხოს ვერაფერს ვეღარ გავიგებ.მობრუნდა,მე მხოლოდ იმას ვახერხებ ლოყაზე ნაჩხვლეტს თვალი არ მოვაშორო,მომიახლოვდა ჩემი ხელს ფრთხილად მოკიდა ხელი,ასწია და ლოყაზე მიიდო,შემდეგ ცხვირით მსუბუქად შეეხო ჩემ ხელის გულს და მაკოცა.ვიცი ეს თანხმობაა,რადგან ასე მაშინ იქცევა როცა ყველაფერი გამორჩეულად კარგადაა,როცა მოვენატრე ან რამე კარგის თქმა უნდა,სიტყვების ნაცვლად ჩემ ხელს იდებს ლოყაზე და ყველაფერი გასაგები ხდება.შიგნიდან გულისცემას კი არა სისხლის მოძრაობის ხმაც კი მესმის,როგორ მაწვება თავში.ეს ის მომენტია რომელიც თავში უამრავჯერ დამიტრიალებია,მაგრამ ამ ემოციისთვის როგორც ჩანს თავი ვერ შევამზადე,არც გამკვირვებია,მის წინ დგომა და ემოციების  კონტროლი ერთმანეთთან შეუთვსებელია,ყველა ემოცია,ყველა შეგრძნებ,თუ რამე გამაჩნდა,გაცნობის დღიდანვე თავის რბილ,მშრალ ხელის გულებზე გამომატანინა და როცა მასთან ვიყავი,ვიცოდი რომ ყველა ჩემ ემოციას თვითონ ინახავდა და აგროვებდა,ამიტომაც როცა კიდე რამენაირად ვცდილობდი შემეხსენებინა რომ უბედნიერესი ვიყავი მასთან,ღიმილით მაჩუმებდა და მეუბნებოდა რომ მანიაკი ვიყავი,თუმცა იქვე როცა დავამატებდი რომ მიყვარდა,ყოველთვის მაგებებდა კითხვას „როდის“ რასაც მხოლოდ ერთი პასუხი ქონდა ჩემგან - „სულ“.ახლაც როცა გულის და სისხლის ხმა წამით გავაკონტროლე მივუახლოვდი და ჩახუტებისას,ყურთან გავუმეორე:

-მიყვარხარ ნამი
-როდის?
-სულ...




ნამი ორი წლის წინ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში,რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს,ძალიან მოულოდნელად.საშინლად დაღლილმა,როგორც იქნა შვებულება ავიღე სამსახურიდან და გადავწყვიტე ზღვაზე მარტო წავსულიყავი,არ მინდოდა არანაირი ღამეების თენება,კლუბიდან კლუბში სიარული და ყოველ დილით ნაბახუსევზე გაღვიძება.არ ვიცი მეც მოდას ავყევი თუ უბრალოდ დამეზარა ჩემით მომეძებნა ბინა ზღვისპირეთში,მაგრამ ფაქტია ინტერნეტში,შესაბამის სივრცეში ვიკითხე ვინმე ხომ არ იცოდა რამე ბინა,ოთახი სადაც შევძლებდი რამდენიმე  დღით გაჩერებას. რამდენიმე ადამიანმა არ დაიზარა და სხვადასხვა ვარიანტების არჩვანის საშუალება მომეცა.ამ რამდენიმე ადამიანს შორის აღმოჩნდა ნამიც.როგორც აღმოჩნდა ამ კეთილი ინფორმაციის სანაცვლოდ მე ისეთი სისულელეები მიმიწერია მისთვის რამაც ჩემზე,რბილად რომ ვთვათ არც ისე კარგი შთაბეჭდილება შეუქმნა ნამის,მაგრამ მე არც მახსოვდა სანამ კარგად გაცნობის შემდეგ თვითონ არ გამახსენა ჩემი სამარცხვინო მესიჯები.ამ ცუდი დასაწყისის მიუხედავად,არ ვიცი როგორ და რანაირად,მაგრამ ძალიან გამიმართა ფაქტია და როგორღაც მიმოწერა გაგრძელდა.ბევრ საინტერესო თემაზე ვლაპარაკობდით,იყო წიგნების გარჩევაც,საყვარელი ავტორების,რომანების გაზაირება.ნამის რაც სხვებისგან განასხვავებდა და მელევე გრძნობდი ამას,ეს იყო მისი დამოკიდებულება ნებისმიერ თემაზე.არ ქონდა მნიშვენლობა რას ეხებოდა თემა,არცერთხელ არ ყოფილა შემთხვევა რომ მას გაუაზრებლად,საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი გაეჟღერებინა,თუ რამეს ამბობდა ყოველთვის ხვდებოდი რომ ეს თავისი აზრი იყო და დიდად არც იმაზე ნერვიულობდა ვინმე ამის გაგებას შეძლებდა თუ ვერა,თვითონ იცოდა რომ სწორად აფასებდა მოვლენებს,იცოდა რომ კონკრეტული ფაქტის სიღრმეში ჩასვლა არ უჭირდა და იქიდან სწორი კუთხით დანახვა,ასე რომ მასთან საუბარი ერთდროულად სასიამოვნო,განსაცვიფრებელი და სასარგებლო იყო.შეელო მოესმინა შენთვის,შენი არგუმენტებისთვის,რაც არ უნდა სულელური არგუმენტები ყოფლიყო,ბოლომდე გისმენდა,გისვამდა სწორ კითვებს,ბევრი სხვადასხვა მხრიდან შეხედვის და გააზრების საშუალებას გაძლევდა  და ეს პროცესი არასდრსო ხდებოდა მოსაწყენი,რადგან ზუსტად იცოდა როგორ შემოეტანა ხალისიც,რაზეც დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა,ისე მსუბუქად გამოსდიოდა და ბუნებრივად,რომ თითქოს ეს იყო მისი მისია ამ პლანეტაზე მისი მოსვლის.ასეთი დამოკიდებულებით ნელნელა აუფერულებდა იმ დღეებს სადაც თვითონ არ იყო.ამთვრებ მასთან საუბარს და გებევრება ის საათები რაც მასთან ლაპარაკის გარეშე უნდა გაატარო.ჩემმა შვებულებამ,როგორც შჩვევია შვებულებებს,სწრაფად გაიარა,ისევ დავუბრუნდი სამსახურს,ისევ ყოველდღიური რუტინა,მაგრამ ამჯერად უკვე ხდებოდა რაღც სასიამოვნოც რაც დღის თავისუფალ მონაკვეთებს სასიამოვნო ემოციებით მივსებდა.დღეებს დღეები მიყვა,შემდეგ კვირები და თვეები გავიდა ამ მიმოწერებში,რომლის შუალედებშიც არაერთი უარი იყო ჩემს თხოვნაზე შეხვედრის შესახებ.იყო ასევე სრული გაქრობის და იგნორის პერიოდებიც.იმ დროისთვის წარმოდგენა არ მქონდა არც მარიო ვარგას ლიოსაზე და არც მის რომანზე „ცუდი გოგოს ოინები“ მაგრამ როცა თვად ნამის რჩევით ეს რომანი წავიკითხე,ძალიან გავდა მისი მოულოდნელი გაქრობები ამ რომანის მთვარი გმირის „ცუდი გოგონას“ გაქრობებს.მხოლოდ ამ გმირისგან განსხვავებით,ნამი არასდრსო მიტოვებდა არც კბილის ჯაგრისს და არც რაიმე სხვას ხელ შესახებს,მხოლოდ ფიქრები და სინანულის განცდა რომ ამჯერად საბოლოოდ გავაფუჭე რაღაც დიდი და აღრასდროს დაბრუნდება.ნამის მე პირობა მივეცი გაცნობიდან ძალიან მალევე რომ მისი სურვილის გარეშე არ ვეცდებოდი მასთან იმაზე მეტად მიახლოებას ვიდრე ამის სურვილი თვითონ ექნებოდა,არანაირი გამოძიებები და მოულოდნელი სტუმრობები სამსახურთან ან სახლთანსხვა ნებისმიერი გოგო რომ ყოფილიყო,ამ პირობის დადებისგან თვს შევიკავებდი,ან მაინც დავარღევდი,მაგრამ ვგრნობი რომ ყველაზე მეტად რაც მინდოდა,ის იყო რომ მას ჩემი ნდობა ქონოდა.მინდოდა სცოდნოდა რომ რასაც მთხოვდა და რის პირობასაც ჩამომართმევდა,რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ჩემთვის,მაინც შევუსრულებდი.არც თუ ისე დალაგებული და არც თუ ისე პატარა პირადი გამოცდილებიდან მაგას მივხვდი რომ არ მინდოდა მასთან რაიმე სახით ბოროტად მეთამაშა და ტყუილების ლაბირინთები ჩამეხლართა,მინდოდა ნებისმიერი სურვილი რასაც გამოთვამდა,სცოდნოდა რო შეუსრულდებოდა.ამ ტკბი მწარე მომენტების მოგროვებაში ერთი წელი  გავიდა და მხოლოდ ამ დროის შემდეგ როგორც იქნა მომეცა საშუალება მისი ნახვის.პირველი შეხვედრა,პირველი პაემანი,ადამიანთან რომლის ხმა,გონება,ცხოვრების და ოჯახის მიმართ მიდგომა ყველა ნაბიჯზე განსაკუთრებულ კვალს ტოვებს შენზე.ზუსტად ვიცოდი რომ წინასწარ არაფერი არ უნდა დამეგეგმა,მაგრამ თავში მაინც ათასი ვარიანტი მიტრიალებდა როგორი იქნებოდა პირველი შეხვედრა.რაზე უნდა მელაპარაკა,რის მერე რა მეთქვა,თითქოს არ ვიცოდი რომ ნამი არ იყო ვინმე ის,ვისთანაც ათასგზის გატკეპნილი გზით ფონს გახვალ.

ზაფხულისთვის დამახასიათებელი მზიანი დღე გათენდა.პანდემიისგან,რომლის გამოც მსოფლიომ თითქოს არსებობა  დააპაუზა,მეც უმუშევრად ვიყავი დარჩენილი და არეული მქონდა დღე და ღამე.იმ დილით კი მაღვიძარაზე მითითებულ დრომდე გაცილებით ადრე გამეღიძა.წარმოდგენა არ მაქვს გარეთ,ფანჯრის მიღმა რისი სუნი იქნებოდა ან ჰაერი საკმარისი იყო თუ არა,მაგრამ ოთახში მშვიდად სუნთქვისთვის სამყოფი ჰაერი არ იყო,რაც იყო იმას კიდე მოლოდინის და წინასწარვე განწირული,მოგონილი სიმშვიდის სუნი ქონდა.შეხვედრის ზუსტი დრო არ ვიცოდით,რადგან ნამი პანდემიის მიუხედავად სამსახურში უნდა გასულიყო და ჯერ არ იცოდა რა დრო დასჭირდებოდა და როდის შეძლებდა გამოსვლასას.ამ ყველაფრის გათვალისწინებით,თავს ვაჯერებდი რომ არ ვჩქარობდი და მშვიდად მივყვებოდი დილის რუტინას,შხაპის მიღების და საუზმის ჩათვლით,თუ შეიძლება საუზმე დაერქვას ჩემ ჭამას,რომელიც აგებულია პრინციპზე:ჭამე რაც ხელში მოგხვდება,დღის ნებისმიერ მონაკვეთში.ის კი მახსოვს რომ უჩვეულოდ  ცოტა დრო დავუთმე ამ ჩემებურ სადილს.ტელეფონს გაუთვებლად დავყურებდი და ნამის ისე ვწერდი მესიჯებს,ვითომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და ჩვეულებრივი დღე იყო.სამსახურსი მისვლის შემდეგ ნამიმ გააარკვია დაახლოებით რამდენხანში მოახერხებდა გამოსვლას ცოტახნით და მეც  მზადება დავიწყე.ჩემმა დამ,რომელსაც სუნამოს სუნზე ალერგიულად ხველა ეწყება,გაოცებულმა გამაყოლა კარამდე თვალი,რადგან თვეებია სუნამო არ დამისხამს კი არა,მგონი დარწმუნებული იყო რომ საერთოდ პირსაც არ ვიბანდი.სახლიდან საჭიროზე ადრე გამოვედი,ჯერ ეგ ერთი იმიტომ რომ სახლში დრო საერთოდ აღარ გადიოდა და მეორეც,ნამისთან მინდოდა რაღაც წამეღო რაც ვიცოდი რომ უყვარდა და გული მიგრძნობდა  მთლად ადვილი საშოვნელიც არ უნდა ყოფილიყო.სასუსნავი(როგორც თვითონ ეძახის) toffe,რომელიც თურმე ყველა სუპერმარკეტში არ ყოფილა და ძებნის პროცესში დავრწმუნდი რომ ურიგო არ იქნებოდა კიდევ უფრო ადრე გამოვსულიყავი სახლიდან.მარკეტიდან მარკეტში სირბილის შემდეგ როგორც იქნა ვიპოვე სასუსნავი და შეხვედრის ადგილზეც დროულად მივედი.გამიხარდა რომ ცოტა აგვიანდებოდა,რადგან დრო მქონდა აჩქარებული სუნთქვა და და ოფლის წვეთებიანი სახე შეძლებისდაგვარად ნორმალურ მდგომარეობაში დამებრუნებინა.ნამის სამსახურიდან ერთი შესახვევით დაბლა პატარა კაფე იყო ქუჩის კუთხეში,კაფის კართან კი შვეიცარივით ვიდექი და თვალ მოუშორებლად ვუყურებდი გზას იქით მხარეს,საიდანაც ნამი უნდა მოსულიყო.მესიჯი მომწერა გამოვედი სამსახურიდან და მოვდივარო და პირველად მაშინ ვაღიარე საკუთარ თავთანაც რომ ვნერვიულობდი.არც სკოლის პირველი დღე იყო,არც სტუდენტობის პირველი დღე და არც გოგოს ვხვდებოდი პირველად,მაგრამ აშკარად პირველად მეჩვენებოდა რომ საშინლად მოუმზადებელი ვიყავი,ან ეს რატო ჩავიცვი,წვერი მგონი კიდე დაბალზე უნდა შემეჭრა... ამ სათვალეს რაღ დაემართა რატო არ ჩერდება თავზე,ხელში ხომ არ დავიჭირო თუ გულზე ჩამოვიკიდო,არაფერი მომწონს,მინდა რო ვნახო მაგრამ არ მინდა რომ თვითონ მნახოს ასეთი.ძლივს შემშრალი ოფლი თავიდან ვიგრძენი შუბლზე და კეფაზე,ვგრძნობდი როგორ მოცოცავდა წვეთები თმაში და უახლოვდებოდა კისერს,ესღა მაკლდა.ჯიბიდან ხელსახოცის ამოღების პარალელურად დავინახე სილუეტი რომელიც ზუსტად ის სილუეტი იყო,რომელმაც სხვა დანარჩენი ადამიანების გაქრობა და გაუფერულება დაიწყო.კისრიდან ოფლის წვეთბი სწრაფად მოვიშორე,ხელსახოცი ჯიბეში ჩავიკუჭე და ალბათ ძალიან სასაცილო,მაგრამ მაინც მშვიდი სახე მივიღე...ვეცადე.

ნამი ჩემ წინ გაჩერდა,პარალელურად გაქრა ჩემ თავში დალაგებული ყველანაირი გეგმა საუბრის დაწყებაზე,მისალმებაზე,რაც მოვახერხე მხოლოდ ის იყო რომ ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად,მეორე ხელით სასუსნავი მივაწოდე და როგორც კი გამომართვა მაშინვე  კაფის კარები გავაღე,თითქოს შიგნით შესულს ვინმე დამახვედრებდა ადეკვატურად მოქცევისთვის საჭირო სიმშვიდეს.თეთრი,გულამოღებული ზედა ეცვა,კაბა  მუხლამდე და სპორტული ფეხსაცმელი.განძის მაძიებლები,არქეოლოგები რომ ყველგან ძვრებიან,ყველაფერს თხრიან და რაღაც მნიშნელოვანს ეძებენ,მაგრამ მოულოდნელად ისეთ რამეს რომ წააწყდებიან სამყაროს,ისტორიის შეცვლა რომ შეუძლია,აი ასეთი განცდა დამეუფლა პირველივე შეხედვიდან და მისი ხელის შეგრძნების დროს.გამორიცხულია და ვწუხვარ რომ არ შემიძლია ზუსტად გადმოვცე ის რაც ვიგრძენი მაგრამ ეს იყო შეგრძნება,როცა ხვდები რომ ცხოვრებაში თუ რამეს გაურფრთხილდები და მოუვლი,თუ რამის დაკარგვა არ გენდომება ზუსტად ეს იყო ჩემთვის ჩემ წინ მდგომი გოგო,სახელად ნამი.ღმერთმა დედამიწისთვის,ზაფხულის მზიანი დილებისთვის,შექმნა ნამი რომელიც მინდვრებს განსაკუთრებულად ლამაზ და მგრძნობიარეს ხდიდა,მე კი ვიპოვე ნამი,რომელიც ჩემ სამყაროს ხდიდა განსაკუთრებულს და ისიც ვიცოდი რომ ღმერთისგან განსხვავებით მე ეგოისტი მესაკუთრე ვიყავი და მინდოდა ეს ნამი ამ წამიდან ჩემგან არსად წასულიყო.

მაგიდის შერჩევა მას მივანდე და მანაც კაფის კუთხეში მყუდრო მაგიდა არჩია.ყავის მოსატანად დახლთნ მივედი,მას ლატე უნდოდა ანუ ორი ლატე უნდა ამეღო,რადგან ყველაფერი მაინტერესებდა ისეთი,როგორიც მას მოსწონდა,უნდა მცოდნოდა რა როგორ ემოციებს იწვევს მასში.ყავებით ხელში მოვბრუნდი მაგიდისკენ და ისეთი კანკალით მივიტანე მაგიდამდე,ცრურწმენა ყავის დაღვრასთან და გათხოვებასთან დაკავშირებით მართალი რომ ყოფილიყო,ალბათ მხოლოდ ჩემი სქესი თუ გადამარჩენდა,სხვა ვერაფერი.

-როგორ ხარ აბა,რა ხდება სამსახურში? (ვცდილობდი ისე დამეწყო საუბარი,თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა)
-როგორ ვარ და ბევრი საქმე მაქვს და თან ძალიან გამაბრაზეს,შენ რას შრები?მადლობა ამისთვის(ხელით სასუსნავისკენ მანიშნა და გაიღიმა)

მისი ღიმილი აქამდე მხოლოდ ფოტოებში მქონდა ნანახი და ახლა ჩემ წინ  იჯდა,ხელებით მაგიდაზე დაყრდნობილი და მთელი გარშემო სამყარო,ღიმილისიგან ლოყაზე გაჩენილ პატარა ჩაჩხვლეტილ სივრცეში იკარგებოდა.საერთოდ არ მინდოდა ხმის ამოღება,მინდოდა ნამის ელაპარაკა და მე მხოლოდ მესმინა და თვალის დაუხამხამებლად მივშტერებოდი.

-ესეიგი დიდხანს მოგიწევს სამსახურში დარჩენა?ვინ გაგაბრაზა უფროსი ამბავია?-ვცადე საუბრის გაგრძელება.
-კი სავარაუდოდ კიდე რამდენიმე საათს მომიწევს ყოფნა ,სხვა?...

აი ოფლის წვეთები კეფაზე ისევ ვიგრძენი ამ კითვის გაგებისას.ამ კითხვაზე მაშინ სვამენ როცა თემის შეცვლა უნდათ ან უხერხული სიჩუმისგან თავის დაღწევა.რადგან ჩუმად არ ვიყავით გამოდის რომ თემა უნდა შევცვალო,არ არის კომფორტულად,მაგრამ როგორ შვცვალო,რა ვთქვა წარმოდგენა არ მაქვს,როგორც  უკვე ვთქვი საერთოდ არ მქონდა ლაპარაკის სურვილი და არც უნარი,მინდოდა მესმინა და თვალი არ მომეშორებინა მისთვის.ტელეფონზე დაურეკეს,მაგიდიდან აიღო დახედა,გათიშა და უკან დააბრუნა,სახეზე შევატყე მაინცდამაინც ბედნიერი არ იყო ამ ზარით.იმ პერიოდში რაც კაფეში ვიჯექით კდიევ რამდენჯერმე დარეკა მისმა ტელეფონმა,ყველა  ჯერზე ნამის სახე უფრო და უფრო დიდ სიბრაზეს გამოხატავდა,რომლის დამალვასაც ღიმილიც ცდილობდა,მაგრამ სიბრაზის ნაპერწკლები მაინც ბოლომდე არ იმალებოდნენ და მივხდი რომ ზარზე აქცენტის გაკეთებას და კითხვას უარესი ეფექტი ექნებოდა,ჩემი სურვილი იყო რამენაირად შემექნა გარემო სადაც სიბრაზე მალე დატოვებდა მის გამოხედვას,შეკრულ შუბლს და ტუჩის კუთხეებს.იმის ფიქრში ვიყავი რა თემა შემერჩია საუბრის გასაგრძელებლად რომ უცბათ ღიმილით მითხრა:

-ნუ მიყურებ ხელებზე
-ჰა?..მე?.. ა,უი შეამჩნიე... ძალიან ლამაზი თითები გაქვს და მომწონს. -ვაღიარე საბოლოოდ რადგან მართლა ვერ ვაშორებდი თვალს და ყველა მისი ხელის მოძრაობის ტრაექტორიას ჩემი მზერაც მიყვებოდახოლმე.ხელებიდან ისევ სახეზე გადავიტანე ყურადღება,ზუსტად აღრც მახსოვს კიდე რა უინტერესო დიალოგების წამოწყების მცდელობა მქონდა,მაგრამ როგორც კი რამეს ვიტყოდი,მაშინვე მის ხმის მოსასმენად ვემზადებოდი და თან ყველა ნაკვთს,მიმიკას,გამოხედვას ვიმახსოვრებდი.ამ პირველი შეხვედრის გახსენებისას,დღემდე სურვილი მიჩნდება სადმე დავიმალო,რადგან კდიევ რამდენჯერმე დამისვა კითხვა „სხვა?“ და როცა ეს მახსენდება ისევ თავიდან გავდივარ იმ სირცხვილს და ნერვიუობას,რასაც ზუსტად იმ დროს ვგრძნობდი.ამ საშინლად უხერხული მომენტის მიუხედავად,როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ,მივხვდი რომ ძალიან ბევრი ემოცია ირეოდა ჩემში,ისეთი ემოციები რაც დიდიხანი იყო აღარ მიგრძვნია.ინტერნეტში არსებობს საიტები,პროგრამები,რომლის დახმარებითაც,საკუთარ ლოგინზე წამოგორებულს,ხელში ლუდის ბოთლით,შეგიძლია დაათვალიერო მსოფლიოში ცნობილი გალერეები,ვირტუალურად შეიხედო ლუვრშიც კი,მაგრამ როცა იმ ყველაფერს რაც ასე სახლიდან გაუსვლელად  ერთი თითის დაჭერით ნახე,სხვა რეალურად ნახულობს,გრძნობს სუნს,ეფლობა მთლიანად იმ ატმოსფეროში,სულ სხვა ემოციებით გამოდის და ყვება ამ ყველაფერს,ვიდრე შენ ყვები შენი ლუდის უკვე გამოცილილი ბოთლის თანხლებით.ზუსტად ასეთივე შეგრძნება მქონდა ნამისთნ შეხვედრის შემგეგ.მის ფიქრებს,შეხედულებებს,საუბარს და მსჯელობას რათქმა უნდა არანაირი ცვლილება არ განუცდია რეალურსა და მესიჯებით საუბარს შორის,ისევ ისეთი საინტერესო და მიმზიდველი იყო მასთნ საუბარი და მისი მოსმენა,აი რაც შეეხება მის ნახვას,წარმოუდგენელი შეგრძნებაა.თვეეების მანძილზე ვუყურებდი მის ფოტოებს,თვეების მანძილზე  სიხარულით ველოდი კიდევ და კდიევ ახალ ფოტოებს,მაგრამ მისი დანახვა,მის ხელზე შეხება,მისი გამოხედვა,თვალებში უყურებ და ვერ აშორებ თვალს რადგან სავსე აქვს თვალები ვარსკლვავებით.ყველა ადამიანს გვაქვს ბედნიერება როცა მოგვინდება ავწიოთ თავი მაღლა და დღისით უსასრულო სილურჯით და ღამით ვარსკლვავებით სავსე ცა ვათვალიეროთ,მაგრამ როცა ნამი შენ წინ დგას,არ არსებობს  არანაირი საერთო ცა,რადგან შენ წინ,მის დიდ,მუქ თვალებში ჩანს ყველაზე საოცარი ცა,რაც ოდესმე გინახავს.გამუდმებით ხედავ მის თვალებში ვარსკვლავებს,რომელბიც თითქოს განუწყვეტლივ წყდებიან თვალებიდან,მაგრამ მის ცას ციმციმი არ აკლდება,ერთი მოწყვეტილი ნაპერწკლის ადგილზე უფრო მეტი ნაპერწკალი ჩნდება და ასე დაუსრულებლად მიწიდან ფეხის მოუშორებლად,კოსმოსში გადიხარ,სადაც ხარ მხოლოდ შენ მისი უძირო ციმციმა თვალები და ხმა,რომელიც გაფხიზლებს ამ ნირვანადან,ღიმილიანი ჩაჩხვლეტილ ლოყიანი გოგოს სახით.

პირველი პაემნის შემდეგ მალევე ქალაქიდან სამუშაოდ აჭარაში ამოვყავი თავი.წასვლის წინ იმედი მქონდა მუშაობასთან ერთად ზღვაზე დასვენებას და გარუჯვასაც შევძლებდი,მაგრამ იმდენი საქმე გროვდებოდა ყოველდღიურად ,რომ გვიან ღამემდე,სამუშაო ადგილიდან ცხვირის გამოყოფას ვერ ვახერხებდი.საშინელ პერიოდად ჩვთვლიდი ამ ზაფხულს,ჩემს აჭარაში ყოფნის პერიოდს,რომ არა ერთი საღამო,როცა ნამი დამთნხმდა სამსახურის მერე,ღამე ბათუმში შევხვედროდით ერთმანეთს.ჩემი იქ ყოფნის პერიოდში,ეს დღე იყო ერთადერთი,როცა ნებისმიერი რაოდენობის საქმე მახარებდა,რადგან დრო ასე უფრო ჩქარა გადიოდა.სამუშაო დღე დასრულდა და დაახლოებით ნახევარ საათში უკვე გზაზე ვიდექი და ტაქსს ველოდი.ასე სწრაფად ჯარის პერიოდშიც კი ვერ მოვახერხე წყლის გადავლება და ჩაცმა,მაგრამ არცაა გასაკვირი,რადგან მაშინ სამხედრო საშხაპიდან გამოსვლის შედეგ გარეთ ოცეული და სერჟანტები დამხვდებოდნენ და ახლა კი ნამი უნდა მენახა,მოტივაციისთის აშკარად დიდი სხვაბა იყო.დათქმულ ადგილზე მალე მივედი და ნამის გამოჩენას ისევ ნერვიულად ველოდი,მაგრამ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით,ამჯერად თავის ხელში აყვანას უკეთ ვახერხებდი,იმდენად მენატრებოდა მისი ნახვა,რომ ნერვიულობაც კი გარკვეულწილად გადაფარა.

ნაცნობი სილუეტი,რომელიც მიახლოვდება და ნელნელა ზღის  ხმას სართოდ ვეღარ ვიგებ,მხოლოდ ჩემი გულისცემის ხმა მესმის.კაპიშონიანი ზედა და შორტი,რომელიც საოცრად უხდება მის გარუჯულ ფეხებს და ვგრძნობ ისევ როგორ ვკარგავ ლაპარაკის სურვილს და მხოლოდ სმენად  და თვალებად მინდა გადავიქცე.ბულვარის იმ მონაკვეთში ხალხი თითქმის არ იყო,მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ გაივლიდა ველოსიპედით,ასე რომ შეგვეძლო იქვე ჩამოვმჯდარიყავით მაგრამ,პლიაჟზე გასვლა და გასეირნება ვამჯობინეთ.ამაზე უკეთესი რა უნდა მენატრა,ღამე,ზღის სუნი და ტალღების ხმა,უღრუბლო ცა და გვერდით ნამი,რომელიც რომელიც პირველ შხვედრასთან შედარებით აშკარად უფრო მხიარულად იყო და არც თემის შეცვლის  მცდელობა არ ქონია რომ ეკითხა „სხვა?“.იქვე პლიაჟზე ცოტა სიარულის შემდეგ,ვიპოვეთ რაღაც,ბოქლომით ჩაკეტილი,ბეტონის პატარა სათავსო,სადაც შეგვეძლო შეგვესვენა და ჩამოვმჯდარიყავით.იმ საღამოს მივეცი ჩემ თავს უფლება,რომ თვალი ნაკლეაბ მომეშორებინა მისთვის,რის გამოც რამდენჯერმე დავიმსახურე ნამის ბუზღუნი,ნუ მიყურებო,მაგრამ ამ ბუზღუნსაც ისე იხდენდა და ისე ბუნებრივი იყო,შეუძლებელია ცუდ ტონად ჩაგეთვალა და შეეწუხებინე.ერთ მომენტში ორივემ ცას ავხედეთ და მე შევთვაზე აერჩია ვარსკვლავი რომელიც მისი იქნებოდა და რასაც ჩიფიქრებდა,ის ვარსკვლავი აუსრულებდა.ბავშვური აღტაცებით ამყვა და ისეთი ვარსკვლავი აირჩია რომ  იმ საღამოდან მოყოლებული,როცა არ უნდა ავხედო ცას,ის ვარსკვლავი ყოველთის პირველია რასაც ვხედავ,ყველასგან გამორჩეული თავისი ზომით და ციმციმით.ამიტომ ამ არჩვანისთისაც ნამის მადლობელი ვიქნები ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე,რადგან მან ამ არჩევნით მაჩუქა ემოციების უწყვეტი წყარო,სადაც არ უნდა ვიყო და რა დროც არ უდნა გავიდეს,როცა მომენატრება,შემიძლია ავიხედო და მისი ვარსკვლავი ყველა წუთს მასთნ გატარებულს კადრებად მიგზავნის,მისი პატრონის ღიმილის ფონზე.რა სურვილი  ჩაიფიქრა არ უთქვამს,მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს დიდ ემოციებთან და სიკეთესთან იქნება დაკავშირებული.თვითონ კი ცდილობს მაქსიმალურად ცივად აჩენოს საკუთრი თავი ყველას,მათ შორიც მეც,თუმცა ჯერ კიდევ სულ ავიწყდება რომ რაც არ უნდა უემოციობა დააბრალოს თავის თავს,თვალების კონტროლი არ გამოსდის და ყოველჯერზე ადასტურებენ რომ მისი სიცივე მოგონილია.შემდეგ ჩემი ვარსკლვავის არჩევის ჯერი დადგა და მეც ავირჩიე,სურვილიც ჩავიფიქრე და მიუხედავად იმისა რომ არც ისე გამორჩულად ანათებდა,მაინც ყველაფერი გააკეთა რომ ჩემი სურვილი შეესრულებინა,რამდენიმე თვის შემდეგ ხომ ნამი ჩვენს მომავალ,სარემონტო სახლში,ჩემ წინ იდგა და ღიმილიანი მთანხმდებოდა რომ ყოველ დილით მისთვის კროასანები და ყავა მე შემეტანა ჩვენს ოთხში.
ამ საღამოს ვნახე პირველად მისი შეშინებული თვალებიც,როცა გავეხუმრე ამ რაღც უცნაურ ადგილზე მდგარ სათავსოში შეიძლება ვინმე მყავს ჩაკეტილი და ვფიქრობ შენც ხომ არ ჩაგკეტოთქო.გაფართოებული თვალებით და ბუზღუნით შემომხედა,ეგეთ რამეებს ნუ მეუბნებ თორე მალე ვიჯერებო,მერე კაპიშონი წამოიფარა თავზე და ასე დაემალა მოარიდა სახე ჩემ მზერას.ამ დროს იმდენად ძლიერად ვიგრძენი სურვილი მასთან ჩახუტების,რომ შემეშინდა მართლა არ დამეფრთხო და მის გვერდით ჩამოვჯექი,შემდეგ შევტრიალდი და ზურგზე ზურგით მივეყუდე.ეს ჩახუტება არ იყო მაგრამ მოულოდნელად თავი რომ თავზე მომადო და ორივემ ცას ავხედეთ,ამ მომენტში ისეთმა სითბომ დამიარა ტანში,თითქოს აქამდე სითბოს არსებობაზე წარმოდგენა არ მქონოდეს.

შემდეგი შეხვედრა,რომელიც მინდა გავიხსენო,საბადურის ტყეს უკავშირდება და მოვლენას,რომლის მსგავსიც მანამდე არ მენახა და დარწმუნებული ვარ ვერც ვნახავდი რომ არა ნამის არსებობა.აჭრიდან დაბრუნების შემდეგ შევთავაზე საბადურის ტყეში წავსულიყავით,ყოველთვის მომწონდა  ეს ადგილი და მინდოდა ნამისთნ ერთადად წავსულიყავი,მჯეროდა რომ განსხვავებული და დასამახსოვრებელი ემოციებით დავბრუნდებოდით,მაგრამ იმაზე უკეთესი და მოულოდნელი აღმოჩნდა საბოლოოდ,ვიდრე ველოდი.მანქანა გზის პირას,ტყესთან ახლსო დავტოვეთ და ჩვენ ცოტა სიღმეში შევედით სადაც ვერც მზის სითბო აღწევდა და ვერც გზიდან წამოსული ხმაური.ერთი დიდი წაქცეული ხე ვნახეთ,ჩამოვჯექით და ისეთ თემებზე ლაპარაკს შევყევით,რაზეც ასე დაწვრილებით აქამდე არ გვილაპარაკია.ხან მისი და ხან ჩემი წარსული ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ვიხსენებდით და და ვუყვებოდით ერთმანეთს.რადგან ამ დღეს,სხვა შხვედრებიდან განსხვავებით ყველაზე სერიოზულ თემებს შევეხეთ,შესაბამისად ასე სერიოზულს და ჩაფიქრებულს პირველად ვხედავდი.მაშინ დავრწმუნდი რომ არ არსებობდა სიტუაცია და მდგომარეობა,როცა მე მისი ყურება მომბეზრდებოდა,არ მომეწონებოდა,გაუბრალოვდებოდა და მისი მოსმენა,ჩემთის  უინტერესო გახდებოდა ან შემაწუხებელი.ვუსმენდი და თან ვაცნობიერებდი რომ  მინდოდა ჩვენი ცხოვრება ცალცალკე,ერთმანეთის ნაწილად ქცეულიყო.ერთმანეთამდე,ცხოვრების გზაზე,სხვადასხვა ზომის და სიმწარის ტკივილები,ორივეს საკმარისად დაგვიგროვებია და თითქოს ამ ბუნებრივ სიმყუდროვეში,ერთმანეთის გვერდით მჯდომები ისე ვიხსენებდით წარსულის ფრაგმენტებს,თითქოს წყალს ვუყვებოდით  ღამის კოშმარიდან დამახსოვრებულ მომენტებს.მინდოდა იმ წუთშივე ხელი მომეკიდა და მეთქვა ჩვენ პირველები ვიქნებით,ვის ურთიერთობაზეც არც ტრაგედიების წერა მოუწევთ და არც ასეთი ამბების მოყოლა არ მოგვიწევს წლების შემდეგთქო,მაგრამ ვიცოდი ეს სასაცილო და გამაღიზიანებელი გაცვეთილი სიტყვები იქნებოდა.დღემდე ასე ვარ,ხშირად მინდება ვუთხრა რისი მჯერა და რას ვპირდები,მაგრამ ვცდილობ ბევრი არ ვილაპრაკო ამ ყველაფერზე და გამოვნახო გზები,სათქმელი რაც მაქვს ის რომ ფაქტებით და საქციელებით  მივიტანო მის გულამდე და ღიმილამდე.

როცა სერიოზული თემები და მოგონებები ისევ მხიარულებამ და ხუმრობებმა ჩაანაცვლა,მოულოდნელად ოდნავ მოშორებით ბალახების შრიალი და ტოტების მტვრევის ხმა გავიგეთ.ნამის შიში შეეტყო,ვეცადე ხუმრობით დამემშვიდებინა,დარწმუნებული ვიყავი მაქსიმუმ რაც შეიძლება ყოფილიყო ალბათ მაწანწალა ძაღლია.ცოტახნის შემდეგ როცა გადაგვავიწყდა კიდეც ეს ხმაური,ისევ ბალახების შრიალის ხმა გავიგეთ,ამჯერად უკვე აღარ შეწყდა და ნელნელა გვიახლოვდებოდა.რამდენიმე წამში,მაღალი ბალახებიდან გამოჩნდა ულამაზესი თავი,დიდი შავი თვალებით და დაცქვეტილი ყურებით,პატარა შველი,რომელიც ძალიან ფრთილად გვაკვიდებოდა და ნელნელა გვიახლოვდებოდა.ნამის სახიდან შიში გაქრა და ტელეფონისკენ წაიღო ხელი რომ პატარა მოულოდნელი სტუმარი დაეფიქსირებინა.პატარა შველი,რომელმაც ჯერ ფრთხილად შორიახლოს ჩაგვიარა თვალის მოუშორებლად,როგორც კი მიხვდა არაფერს მერჩიანო,მაშინვე ხტუნვით გააგრძელა გზა და მალევე ხეების და ბალახების უკან გაქრა.ნამის გაცნობიდან მალევე შევარქვი მილედი,მისი თვისებები,მისი ენერგეტიკა და უნარი ადამიანები მის გარშემო შემოიკრიბოს,იყოს სამაგალითო,დახვეწილი,ჭკვიანი და უზომოდ მომხიბვლელი,ასევე ქონდეს კიდევ ის თვისებები რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე ჩამოვთვალე,შევაჯამე ერთ ლამაზ მიმართვაში და ძალიან მომწონს როცა ასე მივმართავ.შველის გამოჩენის მომენტიდან კი მივხვდი რომ მარტო მილედი კი არა,ალისაც ყოფილა საოცრებათა ქვეყნიდან(შავგვრემანი ალისა,უფრო ლამაზი ცოცხახლი თვალებით,ნაზი რბილი კანით და არადედამიწური ღიმილით) და ყველაფერი დალაგდა,ჩემი თეორია დადასტურდა რომ ნამი ამ პლანეტიდან არ იყო.

ჩემ ცხოვრებაში იყო პერიოდები,როცა პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი,ვფანტაზიორობდი,არ არსებულ მომენტებს წარმოვიდგენდი და ვწერდი.რაც ნამი გავიცანი,ბევჯერ მოულოდნელად ჩემი ძველი ჩანაწერები გამხსენებია და ვხვდები რომ რაც ადრე ფანტაზიის ნაყოფი იყო,ახლა რეალურ სურვილად ფორმირდებოდა და ვხვდებოდი რომ ამ ამბებში მთავარი გმირი ნამი იყო.
ვოცნებობდი მაგალითად ისეთ დილაზე,გაღვიძებისას,ფანჯარაში ცას რომ ახედავ,წამომჯდარი,მხრებზე სიგრილეს რომ იგრძნობ და იმ წამსვე სასიამოვნო ჟრუანტელი,ამ უსიამოვნო სიგრილის შეგრძნებას გადაფარავს.შენს მხარზე ჩამოდებული,ახლად გაღვიძებული და თმა აშლილი ნიკაპი,თან დღის სინათლისგან თვალებ მოჭუტული და შუბლ შეკრული.ტუჩების ზარმაცი,ძილ გამოყოლილი მოძრაობით რომ გეკითხება:გაიღვიძე?...რას უყურებ?...რანაირი ამინდია უფ(ამ დროს მისი  ტუჩებიდან გამოვარდნილი ჰაერით შერხეული მისი შუბლზე ჩამოშლილი თმის ყურება,არცერთ აღწერილ სიამოვნებას არ შეედრება)და ხვდები რომ ეს ძილ გამოყოლილი ბუზღუნი,ყველაზე დიდი ბედნიერების ფერები იქნებოდა,შენი ცხოვრება რომ ვინმეს დაეხატა.გინდა რომ ეს წამი გაჩერდეს,რადგან დრო ხომ ასე ჩქარა გადის და არავინ იცის ეს ბოლოდან მერამდენე სიამოვნების ჟრუანტელი იყო.

მიყვარდა უკვე მანამდე,სანამ გავბედავდი ამის თქმას.უბრალოდ არ ვიცოდი როდის და როგორ მეთქვა.იმაზე არ ვფიქრობდი თვითონ რას მეტყოდა.რათქმა უნდა მისი დამოკიდებულება და გრძნობები უმთვრესი იყო და არის ჩემთვის,მაგრამ რაც არ უდნა ყოფილიყო მისი პასუხი,ვიცოდი რომ მე მაინც უნდა მეთქვა.დარწმუნებული ვარ სანამ ვეტყოდი მანამდე უკვე იცოდა ნამიმ რომ ის სულერთი არ იყო ჩემთვის,მაგრამ მინდოდა რომ ეს ჩემგან პირდაპირ გაეგო.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,მინდოდა შემეხედა და მეთქვა რომ მიყვარს,თუნდაც იმიტომ რომ უკვე ძალიან მიჭირდა ამ სიტყვის და გრძნობის შეკავება.მინდოდა შემძლებოდა ხშირად მეთქვა არა გულში მხოლოდ,არამედ ხმამაღლაც,როცა ვუყურებდი როგორ იცინოდა,როცა რამეზე ჩფიქრდებოდა და ლოყებს გაბერავდა,თან რომ თითს იდებდა ლოყაზე და მოულოდნელად გამოიხედავდახოლმე ჩემსკენ,თითქოს გრძნობდა რომ რაღაცის თქმა მინდოდა.აღარ  შემეძლო ამ სათქმელის შეკავება და თუნდაც ამიტომ უნდა ამეხსნა მისთვის ყველაფერი,რასაც ვგრძნობდი.არ მინდოდა ეს უბრალოდ,ჩვეულებრივად მეთქვა მანქანაში ჯდომის დროს ან მესიჯით ან ისე სასხვათაშორისოდ მოკლედ და ისე რომ ვალდებულებასავით გაჟღრებულიყო.ამიტომ ცოტახანს ფიქრი მომიწია და საბოლოოდ გადავწყვიტე წერილი დამეწერა მისთვის.შეიძლება ვინმესთის ძველმოდურია,მაგრამ ვთვლი რომ ჩვენს დროში იმდენად საეჭვო და გაცვეთილი ფერი დაედო ამ სიტყვას რომ ჰაერში გასროლილ უმიზნო ტყვიას დაემსგავსა.წერილმა ყველაზე მეტად შეძლო ამ სიტყვისთვის სული და ემოციები შემოენახა.წერილის დაწერა არ გამჭირვებია,პირიქით როგორც კი სათქმელმა იგრძნო არავინ მაკავებსო,ფურცელზე თავისუფლად გამოააშკარავა თავი ჩემი ბატიფეხური ასოებით.კიდევ ერთი პირობა რაც მისთვის მიცემული მქონდა,უკავშირდებოდა იმას რომ მისთვის ჩემი ხელით უნდა მომემზადებინა რამე კერძი.გადავწყვიტე წერილის მიცემა და ამ პირობის შესრულება ერთ დღეს მომხდარიყო და შესაბამისად ცოტახანს ძალიან დაბნეული ვწერდი,რადგან თვი ამ ყველაფრის დაგეგმვაზე ფიქრით მქონდა სავსე და თან რომ ვერაფერს ვეუბნებოდი ჯერ ეს მომენტი დისკომფორტს მიქმნიდა.რაც გავიცანი მის მერე ხომ ყველაზე მეტად იმას ვცდილობ არცერთი წუთით არ შეეპაროს ეჭვი და არ იფიქროს რომ რამეს ვატყუებ და როცა თუნდაც სიურპრიზის გამო მიწევდა მოტყუება,მეგონა ჩემ პირობას ვღლატობდი.

ცოტახნით ნაქირავებ ბინაში მე ნამიზე ადრე მივედი,რადგან რაღაცეები მის მოსვლამდე მომემზადებინა და დიდხანს არ დასჭირვებოდა ლოდინი დაპირებული კერძის.თუმდა როგორც მერე აღმოჩნდა და მითხრა მოსწონდა ყურება როგორ ვამზადებდი და ეგეც რომ არ ყოფილიყო,წერილის გამო ისე ვნერვიულობდი,ჩქარა მაინც ვერ ვაკეთებდი ვერაფერს.სახლს რომ მოუახლოვდა ჩავედი,სადარბაზოს შესასვლელთნ დავხვდი და ერთად ამოვბრუნდით  უკან.მის შესვლამდე ბინაში,არასდროს მიფიქრია თუ რამე განსაკუთრეული ემოცია ექნებოდა ამ მომენტს,მაგრამ როგორც კი შევედით და კარი დავკეტე,თითქოს დავინახე პატარა მაკეტი იმ ცხოვრების,რომელიც მასთან ერთად მინდოდა გამეტარებინა.დიდხანს ვარჩევდი ბინას,რომელშიც დასამახსოვრებელი დრო უნდა გაგვეტარებინა და ჩემი არჩევანით კმაყოფილიც ვიყავი,მაგრამ მისმა თითოეულმა ნაბიჯმა ამ ბინას,პირველივე წამიდან საოცარი სიმყუდროვე გაუჩინა.ჩანთა დივანზე დადო,აბაზანისკენ წავიდა და მე სამზარეულოს ბართან გაშეშებულს ღიმილი დამიტოვა.აბაზანიდან გამოსულმა ტელევიზორის ჩართვა მოისურვა და მაგიდაზე დადებული წერილიც დაინახა,რომელზეც ნაჩქარევად ვთხოვე ჯერ არ გაეხსნა.ჯერ მოვამზადებ და წერილიც მერე გახსენითქო რაზეც დამთნხმდა,თუმცა როგორც ცოტახანში გაირკვა დროებითი იყო ეს თანხმობა და ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა,შესაბამისად მის განმეორებით თხოვნას უარი ვეღარ ვუთხარი.გადავწყვიტე მისთვის მექსიკური ფახიტასი მომემზადებინა.ბევრჯერ მომიზადებიაეს კერძი მაგრამ არასდროს ასეთი სიამოვნებით არა,რადგან ყველაფერთან ერთდ რაც მასში მიყვარს,არის ერთი გამორჩეული თვისება,შეუძლია ნებისმიერი ჩვეულებრივი საქმე,რომელიც არაერთხელ გაგიკეთებია და შეიძლება რუტიდაც გექცა,ისე სიამოვნებით გაგაკეთებინოს რომ არცერთი წუთით დაღლა არ იგრძნო.ნებისმიერ შენს პატარა წინ გადადგმულ ნაბიჯს,მისი აღტაცება,მისი შექება და შეგრძნება მოყვება,რომ მარტო არ ხარ და შენ გვერდით არის,გაძლევს შეგრძნებას რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ,თითქოს სხვა ვერავინ წვავს ქათმის ხორცს და ვერავინ აყრის ხახვს ისე,როგორც ამას შენ აკეთებ.არასდროს გაგრძნობინებს თავს უსარგებლოდ,პირიქით ყოველთვის ცდილობს არ მოგცეს საშუალება,შენ თავში ეჭვი შეგეპაროს.ნამი ნამდვილად არის სხვა სამყაროდან გამოგზავნილი საჩუქარი ამ ნაცრისფერ სამყაროში,სადაც ყველგან და ყველაფერზე ნათელ,ბედნიერების ფერებს ტოვებს.როგორც უკვე ვთქვი,წერილის გახსნა კერძის მომზადებამდე მოისურვა და უარის თქმის ძალა მეორედ აღარ მქონდა.წერილის კითხვა დაიწყო და ისე გაიწელა დრო,ჩემ თავზე ვბრაზობდი,ნეტა უფრო მოკლედ დამეწერათქო.ქურაზე დადგმულ ტაფაში ქათმის ხორცი იბრაწებოდა და მე გაუაზრებლად ვურევდი მთელი ის პერიოდი სანამ ნამი წერილს კითხულობდა,თან თვალს არ ვაშორებდი მის სახეს,მინდოდა რამე ემოცია მაინც წამეკითხა.წერილი ნამისთვის იყო და სხვა ვერავინ ვერ გაიგებს რა ეწერა,ამიტომ ბევრს არ გავაგრძელებ ამასთან დაკავშირებით,რაც მთვარია მან გაიგო ის სათქმელი რაც მე მქონდა.წერილის კითხვა დაამთავრა და თავი რომ აწია პირველად ვთქვი ხმამაღლა სიტყვა რაც ამდენხანს ჩემში ტრიალებდა როცა მას ვუყურებდი ან ვფიქრობდი,ანუ სულ,განუწყვეტლად.ნერვიული ღიმილი ქონდა სახეზე,თვალს ვერ მისწორებდა დიდხანს და რო შეძლებოდა ალბათ იმ წამსვე სკამიდანვე გაქრებოდა.

ფახიტასი მოეწონა,ისე შემაქო და იმხელა ძალა მაგრძნობინა,მეგონა მთებს გადავდგამდი,მაგრამარ ვაპირებდი ამის ცდას,ყველა მთა და ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელო იყო იმ მომენტში ჩემთვის,ჩემ გვერდით ნამი იჯდა,თავი ჩემ მხარზე დაედო და გული ისე მიცემდა,აღარ დამჭირვებია მისთვის რამის თქმა,რადგან თვითონაც გრძნობდა რაც ხდებოდა ჩემ შიგნით.მისი თმა ნიკაპთან მეხებოდა,სუნი ცხვირში ისე მიძვრებოდა მარტო ფილტვებში კი არა მთელ სისხლში გავრცელდა.არ მჯეროდა რომ სამყაროს ასეთი საჩუქარი ჩემთვის გაუმეტებია და ახლა ეს გოგო,ჩემ მხარზე თავ ჩამოდებული მშვიდად სუნთქავდა,მისგან ამოსული ჰაერი კი ზუსტად მკერდთან მხვდებოდა და ვნატრობდი ეს წამი საუკუნეებად ქცეულიყო.
კოცნა?...კოცნა სამოთხის კარზე კაკუნს გავდა.მეტის თქმას არ ვაპირებ,რადგან სამოთხიდან არავინ ბრუნდება რამის მოსაყოლად.




                                      ***
ყველა სიყვარულის ისტორიას მჯერა რომ აქვს თავის ხმა,თავის მელოდია.მჯერა და მინდა რომ ჩვენი სახლის ღია ფანჯრებიდან,სიმყუდროვესთან და ბედნიერების ფერებთან ერთად გამოდიოდეს  ჩვენი მუსიკის ხმა „You Are The Reason“ რომელიც მაშინაც კი,როცა მე შენს გვერდით არ ვიქნები,შეგახსენებს რომ შენ ხარ მიზეზი ბედნიერების ყველა ფერის და თუ შეგაშინებს როდისმე ის ფაქტი რომ გარშემო ყველას სიყვარულს ფერი უცვდება,გაიხსენე ბურძგლა და შიში რომელიც შენმა ხელის შეგრძნებამ ჩემს ხელზე,წლები ნაგროვები შიში გამიუფერულა.ამ ამბის გახსენებაზე რომ გაგეღიმება,მერე ისიც გაიხსენე რომ  გპირდები,დრომ რამდენი ფერის გადაშლაც არ უნდა სცადოს,ყოველთვის შენს ლარნაკში იქნება ახალი ფერის ყვავილები და დიდი ფანქრები შენს მაგიდაზე,რომლითაც ერთად დავამატებთ სხვადასხვა ფერებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები