ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: პაატა6891
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2021


იანვრის ათი

ახლა ისეთი შეშლილია იანვრის ათი,
რომ აღარ შველის მოგონება შენი თითების.
თვითონ შევქმენი ყველა დოგმა და შარიათი
აღარ მგონია, ოდესმე თუ ერთად ვიქნებით.
ცხოვრებასაც აქვს სტილისტური ხარვეზის ცოდვა
(და არამარტო ამ ლექსს გასდევს მსგავსი ცოდვები).
გაჩერებასთან სძინავს ყველა ლოდინს და მოცდას,
შენ ავტობუსის გაჩერებას ვერ გამოსცდები.
ახლა მარტივად მიტევს რითმაც,
რიტმიც, 
დიქციაც
და მეც თავს ვიქცევ,  რაღაც წერით,  ვითომ ლექსების.
რამდენი ხანი ხელთ კალამი არ ამიღია
და ვგრძნობ ჭიქაში ღვინოსავით როგორ მევსები.
გულწასულ დღეებს ამჩნევია შენი პროფილი,
ოთახში ბნელა, შენი სახის ჰაბიდუსია.
ყინავს და როგორ, ამ ყინვასაც აქვს საპყრობილე,
ყინავს და როგორ,  თარიღივით მინუს ათია.
(აქაც შემეძლო,  ჰაბიდუსთან მინუსი მეთქვა, 
მაგრამ ხომ ვთქვი, რომ არეული ლექსი გამომდის).
გაჩერებასთან შემოვრჩი და მყინავს ეს ყინვა
და ავტობუსი არსაიდან აღარ გამოდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები