ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2021


სინათლის მომტანი

რითმებს არ ვიცი როდემდე ვარცხვენ,
არ  ვიზიარებ აზრებს ერთობლივს.
მე ჩავეხვევი ხავსიან ცაცხვებს
ჩემი სიმცირით და უღმერთობით.
გამოიყენე ყველა სიუხვე
და დააფასებს ამას ბრბო მაშინ.
როცა გგონია სწორ გზას მიუხველ
ყველაფერს კარგავ ამასობაში.
სიუხვე დაგკრავს, გზიდან  გაგიყვანს,
სიკვდილიც ახსოვს სიცოცხლის ნარგავს.
შენ პოეზია თუკი არ გიყვარს,
სანერვიულო ნამდვილად არ გაქვს.
რით ხიბლავ ალბათ არ იცი თვალებს,
გიზიდავს ცა და ცრემლების წველა.
ნუ გეშინია, მოსწონხარ ქალებს
შენგან რაღაცა წაიღო ყველამ.
სანამ გრიგალი ფოთოლს მოხევდეს
ფიქრი შეება სასტიკად წკვარამს.
სანამ გეტყოდი ჯერ შემოგხედე;
გერქვას პოეტი ეს არის სხვა რამ.
აქ განა ყველა შენსავით გოდებს,
გულის ინტერნეტს ღმერთი ანელებს.
ინტერესი მაქვს მშვიდობა გქონდეს
" ომს ნუ ასწავლი მარსიანელებს. "
ყველაზე მეტად ტყუის სიმართლე,
კომფორტულია ღმერთი და მასა.
ეშმაკშიც არის ცოტა სინათლე
და ზოგჯერ უნდა უსმინო მასაც.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები