ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: იუმორისტული
17 იანვარი, 2021


* * *

რომ არ ვეგონოთ მოსეს ხამები,
სიზმრად მოვიხსნათ მოსასხამები,
ღამეც ვიხილოთ ნასისხამები.
დავთესოთ ბარდა, ოსპი, სოიო,
დავახატინოთ მახა გოიას
და ავამღეროთ ვიქტორ ცოიო.
თუ მოგერია ძილი ან ბრაზი,
მაშინ გასცურე მკლავური, ბრასი,
ან მიაპყარი თვალები ბრაზე.
მოხაზე ფიჯი და ავსტრალია,
ხან ხარ, ხან არა, ხან ასტრალია,
ბაბუს ულვაშიც ნაასტრალია.
წიგნებს მალული მოაქვს დოვლათი,
ჰკითხეთ აკუნინს, ბუნინს, დოვლატოვს,
ხან წვიმად მოხვალ, ხანაც თოვლადო.
რომ არ ვეგონოთ მოსეს ხამები,
სიზმრად მოვიხსნათ მოსასხამები,
ღამეც ვიხილოთ ნასისხამები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს