ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 იანვარი, 2021


Осип Мандельштам - Я ненавижу свет...

ოსიპ მანდელშტამი -  მძულს უამრავი ვარსკვლავის

მძულს უამრავი ვარსკვლავის
ერთფეროვანი სინათლე,
შენ, ძველო ბოდვავ, სალამი -
ცადაჭრილ კოშკის სიმაღლევ!

ქვაო, გამშვენდი უშვერი,
მოაჩუქურთმე გოდოლი,
ცის ცარიელი გულმკერდი
დალახვრე შენი ჰოროლით!

მეც ამიხდება ოცნება -
ცისკენ გაფრენას ვიჩქარი,
საითკენ გაიტყორცნება
ცინცხალი აზრის ისარი?

თუ ამოვწურავ ჩემს ვადას
და დავბრუნდები მაშინვე: 
იქ - სიყვარული არ მწადდა,
აქ - სიყვარული მაშინებს...

20 იანვარი, 2021 წ.


Осип Мандельштам - Я ненавижу свет...

Я ненавижу свет
Однообразных звезд.
Здравствуй, мой давний бред,-
Башни стрельчатый рост!

Кружевом, камень, будь
И паутиной стань,
Неба пустую грудь
Тонкой иглою рань!

Будет и мой черед -
Чую размах крыла.
Так – но куда уйдет
Мысли живой стрела?

Или свой путь и срок
Я, исчерпав, вернусь:
Там – я любить не мог,
Здесь – я любить боюсь…

1912 г.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები