ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 იანვარი, 2021


Анна Тукина - Она такая. Для кого-то странная...

ანა ტუკინა - ის ასეთია...

ის ასეთია. საოცარია...
ახირებულად შერაცხულია...
მის მკერდში ბუდობს ციცქნა ნარნია...
და იქ მუდმივი გაზაფხულია...

დაჩვეულია ავდრის სტუმრობას...
ხან მზეს დაჰყვება ოქროს არშია,
ხან კი თავსხმაა... უცნაურობა,
რადგან ქალია - ნეტა რაშია?!

ახირებულად მიიჩნევს ვიღაც...
ხელცივს თვალებში უკრთის სახმილი...
და მისი თეთრი ნისლების მიღმა
მოჩანს ჭრილობა... ჯერაც გახსნილი...

ამაყიაო... და მეამბოხე...
და სიყვარულში სვებედნიერი...
მკერდში  ხვრელი აქვს... რიგით მეოთხე...
ციცქნა ნარნიას მოჰგავს იერით...

მასში: ჭიკჭიკა ჩიტი...  მარტია...
ძნელსაცნაური თავშესაფარი...
უცნაურობას ოდნავ გაზრდიან
შუშები ვარდისფერი სათვალის.

20 იანვარი, 2021 წ.



Анна Тукина - Она такая. Для кого-то странная...


Она такая. Для кого-то странная..
А для кого-то. и того странней..
В ее груди есть маленькая Нарния..
И вечная весна в ее стране...

А у весны погода переменчива..
То солнце с золотистою каймой,
То ливень.. Что тут странного для женщины?!
И женщины-то, знаете, любой..

А про нее.. твердит молва, что странная..
Глаза горят.. Холодная рука..
А у нее за белыми туманами
Есть рана.. Незажившая пока..

А про нее.. твердит молва, что гордая..
Везучая по жизни и в любви..
А у нее дыра в груди.. Четвертая..
Как маленькая Нарния.. На вид..

А в ней весна. Молчанье. Трели птичьи.
Такой вот свой замысловатый кров..
И странность эту.. чуть преувеличили
Стекляшки ее розовых очков.



https://www.facebook.com/annatukinaworld/posts/1815705541931229

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები