ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 იანვარი, 2021


Татьяна Снежина (Печенкина) (1972-1995) — Будь со мной

ტატიანა სნეჟინა (პეჩენკინა) (1972-1995) - იყავი ჩემთან

ო, რაოდენი ცარიელი წელი გაქროლდა,
მოჰგავდნენ ბედის საფეხურებს შენკენ დაფენილს, 
მე შენ გიპოვე, საყვარელო და გთვლი ახლობლად,
როგორ მომინდა დღესვე გითხრა გულის სათქმელი:

იყავი ჩემთან, საყვარელო, შუაღამეში
შუქურვარსკვლავი, ზღვის ხმაური, გულის ნაჭდევი,
იყავი ჩემთან, მანუგეშე, მდუმარ კაეშნის
გასაქარვებლად, სული გახდი ჩემი თანმდევი!

იყავი ჩემთან, სიყვარულო, უცნაურობავ,
გაუფლანგველო სამყაროვ და მიწის სამოთხევ
და შენ გარეშე - ცარიელი უსასრულობა
გამანადგურებს, სულს დამინგრევს, სისხლსაც ამოვთხევ.

იყავი ჩემთან, საყვარელო, შუაღამეში
შუქურვარსკვლავი, ზღვის ხმაური, გულის ნაჭდევი,
იყავი ჩემთან, მანუგეშე, მდუმარ კაეშნის
გასაქარვებლად, სული გახდი ჩემი თანმდევი!

იყავი ჩემთან და პასუხსაც შენ გამიმზადებ:
თუ რატომ გავჩნდი, სამყაროში რისთვის მოვედი,
მხოლოდ იმიტომ, შენ რომ ცხოვრობ დედამიწაზე,
შენს სახელს ვარქმევ მთელ ქვეყანას. ოღონდ ყოველთვის:

იყავი ჩემთან, საყვარელო, შუაღამეში
შუქურვარსკვლავი, ზღვის ხმაური, მხსნელი ბედნავსის,
იყავი ჩემთან, მანუგეშე, მდუმარ კაეშნის
გასაქარვებლად, სული გახდი ჩემი ერთარსი!

24 იანვარი, 2021 წ.



Татьяна Снежина (Печенкина) (1972-1995) — Будь со мной

Сколько лет пустых промчалось мимо,
Словно ступеньки судьбы в пути к тебе.
Я теперь нашла тебя, любимый,
И так хочу в этот день сказать тебе:

Будь со мной, любимый мой,
Звездой ночной, морской волной.
Я прошу, будь со мной в тоске немой,
Моей душой ты будь со мной.

Будь со мной, любовь моя и нежность,
Мой нерастраченный свет, мой рай земной.
Без тебя — пустая бесконечность
Душу разрушит мою, возьмёт с собой.

Будь со мной, любимый мой,
Звездой ночной, морской волной.
Я прошу, будь со мной в тоске немой,
Моей душой ты будь со мной.

Будь со мной, и я смогу ответить
Миру всему на вопрос: «Зачем живу?»
Лишь за то, что ты живёшь на свете,
Именем теплым твоим мир назову. Ты только

Будь со мной, любимый мой,
Звездой ночной, морской волной.
Я прошу, будь со мной в тоске немой,
Моей душой ты будь со мной. Будь со мной…

1994 год, Новосибирск.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები