ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2021


სერაფიტი

დგას სერაფიტი, - მთის შველივით მშვენიერია,
ბედნიერია ვის მკლავზეც წევს, ვისთვისაც იწვის,
მისი მშობელი - მარტოოდენ ჩვენი ერია,
ესმის ყივილი მშობლიური სისხლის და მიწის.

დგას სერაფიტი, - მთის შველივით მომნუსხველია,
ბედნიერია ვის მკლავებშიც ღამეებს ათევს,
კუბოს კარამდე ერთგულება მისი ხვედრია
და უფრთხილდება სიყვარულის დანთებულ სანთელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები