ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2021


ფაიფურის საღამო (თ.მ-ს)


გაზაფხულის საღამო, სულ თვალღია ვერანდა,
ფაიფურის სერვიზი, ნახატი დრაკონებით.
ცაზე ორნამენტივით, ღრუბლის ერთი სევადა,
საუბარი ყავაზე, ტკბილად მოსაგონები...
სულ არ იყო საჭირო ათი ფუთი მარილი,
ერთმანეთი მოგვწონდა დასაჭერი წამივით...
ფაიფურის საღამო ბინდის ფერუმარილით
ჩვენთან დარჩა, ერთმანეთს ვუხდებოდით სამივე...
საარაკო ბაღნარი, სახლიც სააგარაკო,
გაზაფხულის სურნელი ასდიოდათ ფარდებსაც.
მოდი, ფინჯან ყავაზე ისევ ვილაპარაკოთ,
თუ ეს ურთიერთობა წარსულს ჯერ არ ბარდება...
26.01.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები