 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 26 იანვარი, 2021 |
ჩამოვიბანე ამ დღის ჭუჭყიც, ღამის ლაქებთან ერთად და ვფიქრობ, რას მოიტანს ხვალის ქრონიკა, მთელი ოთახი გაურკვევლად მელაქლაქება, ვერაფერს ვიგებ, არ მიცდია, შენც არ მომიკვდე. ავიღოთ სკამი, მაგალითად, უბრალო სკამი, რომელიც უკვე ზურგს მიმაგრებს თითქმის მეხუთე წელია, იცის ყველა ჯდომა, მიმოხვრა, ჩქამი, ხმაური, გმინვა, ღამისთევა, სულის შეხუთვა, გადაღლილობა, მწუხარება, ლოცვა, ლოდინი, დაკარგვა, ძებნა, იშვიათად რამის მიგნება, მან იცის ბევრი, უფრო სწორად, მცირეოდენი დოზით კამათი, კინკლაობა, გაქილიკება ჩემივე თავის, მეგობრების ან უფრო ბედის, ტყუპისცალივით შემეზარდა, ვეღარ ვიცილებ, ვინძლო იცინის, როცა მთვრალი უმიზნოდ ვყბედობ და შესაძლოა, ჩემზე მეტად, უყვარს სიცილიც. გვყავს ერთადერთი მეგობარი, რუხი მაგიდის სახით და ამგვარ, გაუსაძლის დღეების დასტას გადავაგორებთ ან უბრალოდ ფეხით დავკიდებთ, რომ სისხლი ტვინში ჩაექცეს და უეცრად გასკდეს, წნევის მოწოლით ეს დღეები-ასე უცნობი, ასე თავნება, რომც გინდოდეს, გვერდს ვერ აუვლი, ამ სკამმა იცის ყველა ნატვრა, ყველა ოცნება, ყველა იმედი, მოგონება და სასწაული! ჩამოვიბანე ამ დღის ჭუჭყიც, ღამის ლაქებთან ერთად და ვფიქრობ, რას მოიტანს ხვალის ქრონიკა, სკამიც, მაგიდაც გაურკვევლად მელაქლაქება, ვერაფერს ვიგებ, არ მიცდია, შენც არ მომიკვდე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ამ სკამმა იცის ყველა ნატვრა, ყველა ოცნება, ყველა იმედი, მოგონება და სასწაული! ჩამოვიბანე ამ დღის ჭუჭყიც, ღამის ლაქებთან ერთად და ვფიქრობ, რას მოიტანს ხვალის ქრონიკა, სკამიც, მაგიდაც გაურკვევლად მელაქლაქება, ვერაფერს ვიგებ, არ მიცდია, შენც არ მომიკვდე.
მხოლოდ ეს მონაკვეთიც რომ იყოს მაინც გადასარევი იქნებოდა. ყოჩაღ! ამ სკამმა იცის ყველა ნატვრა, ყველა ოცნება, ყველა იმედი, მოგონება და სასწაული! ჩამოვიბანე ამ დღის ჭუჭყიც, ღამის ლაქებთან ერთად და ვფიქრობ, რას მოიტანს ხვალის ქრონიკა, სკამიც, მაგიდაც გაურკვევლად მელაქლაქება, ვერაფერს ვიგებ, არ მიცდია, შენც არ მომიკვდე.
მხოლოდ ეს მონაკვეთიც რომ იყოს მაინც გადასარევი იქნებოდა. ყოჩაღ!
11. ეს სიტყვა პირველად თოლიამ მითხრა და იმის მერე მახსოვს, ანჟამბემანი თუ როგორც არის :) მადლობა, ნოსტრადამუს! ეს სიტყვა პირველად თოლიამ მითხრა და იმის მერე მახსოვს, ანჟამბემანი თუ როგორც არის :) მადლობა, ნოსტრადამუს!
10. კარგი ანჟამბემანები კარგ ლექსს ქმნის ყოველთვის, შინაარსიანს და მოცულობითს. 5 კარგი ანჟამბემანები კარგ ლექსს ქმნის ყოველთვის, შინაარსიანს და მოცულობითს. 5
8. დიდებულია, ღმერთმანი... დიდებულია, ღმერთმანი...
7. მრავლისმეტყველია :) მრავლისმეტყველია :)
6. რამდენი რამის მთქმელია სკამი :) რამდენი რამის მთქმელია სკამი :)
5. იანვრის სუსხში კომენტარებით რომ გათბება ძვალი და რბილი, ე, მაგაზე დიდი და უნაკლო პოეზია მანახა ერთი, როგორც ყოველთვის, მადლობა, თოლიას და ნინას <3 იანვრის სუსხში კომენტარებით რომ გათბება ძვალი და რბილი, ე, მაგაზე დიდი და უნაკლო პოეზია მანახა ერთი, როგორც ყოველთვის, მადლობა, თოლიას და ნინას <3
4. საკუთარი ხელწარა გაქვს, რომ ვერ დაემალები ისეთი. ხან მეტი მინდა ხოლმე, ჟონგლიორობასაც გაბრალებ ზოგჯერ, მაგრამ ამ ლექსს დასაწუნი არაფერი აქვს. ვისაც ეჭვი ეპარება სცადოს ლექსი სათაურით „სკამი“ და ნუ წაგვაკითხებს, შთაბეჭდილება გაგვიზიაროს როგორი გამოუვიდა :) საკუთარი ხელწარა გაქვს, რომ ვერ დაემალები ისეთი. ხან მეტი მინდა ხოლმე, ჟონგლიორობასაც გაბრალებ ზოგჯერ, მაგრამ ამ ლექსს დასაწუნი არაფერი აქვს. ვისაც ეჭვი ეპარება სცადოს ლექსი სათაურით „სკამი“ და ნუ წაგვაკითხებს, შთაბეჭდილება გაგვიზიაროს როგორი გამოუვიდა :)
3. შენზეც ასე ფიქრობენ ეგენი ალბათ- გაურკვევლად გველაქლაქებაო :)
უნაკლოა, როგორც შენი ყველა სხვა ლექსი :)) <3
შენზეც ასე ფიქრობენ ეგენი ალბათ- გაურკვევლად გველაქლაქებაო :)
უნაკლოა, როგორც შენი ყველა სხვა ლექსი :)) <3
2. ჩემი აზრით, ლექსი უნაკლოა :) მადლობა ჩემი აზრით, ლექსი უნაკლოა :) მადლობა
1. მომწონს მაგრამ მთლიანობაში ჩემის აზრით დასამუშავებელია. რაღაც მაკლდება. არის ადგილები მომეწონა. არის ადგილები რასაც მე პირადად შევცვლიდი. +4 მომწონს მაგრამ მთლიანობაში ჩემის აზრით დასამუშავებელია. რაღაც მაკლდება. არის ადგილები მომეწონა. არის ადგილები რასაც მე პირადად შევცვლიდი. +4
|
|
მონაცემები არ არის |
|
|