თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დიდი ტკივილი დაო წინ არის. ბედნიერება აწი ახლოა. ჭრიალებს მუხლი და ოწინარი. მე ოწინარის ხმამ დამაღონა. რკინას დრო შეჭამს. კაცი გამძლეა. თვითმფრინავების მაფრთხობს გუგუნი. რა სიბანძეა. რა სიმაძღრეა. რას ილანძღება ეს საუკუნე. ისევ შავია გარეუბნები. უბანს უჭირავს მთელი ქალაქი. შენ რომ არაფერს არ მეუბნები ამიტომ არ ღირს დღეს ლაპარაკი. არ მინდა მხოლოდ ზრდილობა დამრჩეს. დედა შევეცი. დედა შევეცი. მე გავრბივარ და ვცდილობ გადავრჩე. რატომ გავრბივარ მე და შენ ვიცით.