ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
31 იანვარი, 2021


Сергей Есенин - Черемуха

სერგეი ესენინი - შოთხვი

გამოზაფხულდა, შოთხვი
ყვავილობს მშვენიერი,
მოუოქროვდა ოხრით 
გრუზათმიანი ჟვერი.

თაფლშენარევი ცვარით
გაჟღენთილია ქერქი,
ქვეშ მწვანე ბალახნარი
მოციაგეა ვერცხლით.

ლილოჭრელების გვერდით,
ბალახში, ფესვთა შორის,
პაწაწკინტელა ჩქერის
ვერცხლის ნაკადი მორბის.

შოთხვს აუყრია ტანი,
აფრქვევს საამო სურნელს,
მზის შუქი ოქროვანი
ფერით უფარავს ფურცლებს.

რბის ნიაღვარი მძლავრი
და ხეს უსველებს ღეროს,
გაისმის შემპარავი
ჰანგები სასიმღერო.

31 იანვარი, 2021 წ.



Сергей Есенин - Черемуха


Черемуха душистая
С весною расцвела
И ветки золотистые,
Что кудри, завила.

Кругом роса медвяная
Сползает по коре,
Под нею зелень пряная
Сияет в серебре.

А рядом, у проталинки,
В траве, между корней,
Бежит, струится маленький
Серебряный ручей.

Черемуха душистая
Развесившись, стоит,
А зелень золотистая
На солнышке горит.

Ручей волной гремучею
Все ветки обдает
И вкрадчиво под кручею
Ей песенки поет.

1915 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები