ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: სიდნი
ჟანრი: პროზა
31 იანვარი, 2021


დოლორეს

არც რიცხვი, არც თვე, წელიც კი არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ გამოაცხადეს დოლორესი მოკვდაო გული შემეკუმშა, პირველი რაც ვიფიქრე: როგორ შეიძლებოდა მომკვდარიყო, ჯერ ხომ ახალგაზრდა იყო მეთქი, მერე შევედი ოთახში, ჩავრთე იუთუბი და ვუსმენდი, ვუსმენდი და ტან ვტიროდი, არადა ქრენბერისი ჩემი საყვარელი ჯგუფების ათეულში ძლივს შედიოდა. ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა და ყოველი ახალი სიმღერის ჩართვისას უფრო მეძალებოდა ემოციები. თან მიკვირდა, ასე, უახლოესი ადამიანების სიკვდილზეც კი არ მიტირია, კი იყო დიდი სევდა, გულდაწყვეტა, დეპრესიაც კი, მაგრამ ასე ბუნებრივად, ასე გულწრფელად არასდროს მიტირია. Ode to my familyს, linger მოსდევდა, just my imaginationს ave maria პავაროტისტან ერტად, ცრემლები კი არ წყდებოდა. და ვფიქრობდი რას დავტირი დოლორესს, ამ მართლა ძალიან ნიჭიერ გოგოს თუ ჩემს ფუჭად ჩავლილ ახალგაზრდობას, რომელიც ამ გოგოს სიკვდილმა გამახსენა, გამახსენა ის დრო, როცა მას ვუსმენდი, სხვებსაც ვუსმენდი და არც კი ვაქცევდი ყურადღებას დროსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ტავისი გზიტ მიდიოდნენ და უფრო და უფრო მშორდებოდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები