 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 1 თებერვალი, 2021 |
არასდროს, ისე არავინ შემცოდებია, როგორც ღვარძლიანი და დაბოღმილი ადამიანები -ასე მზრდიდნენ და ამასვე მასწავლიდნენ. ალბათ ამის ბრალია მათზე თუ ძალიან ვერ ვბრაზდები (თუ კი ოდნავ მაინც მომერია ბრაზი). ღვარძლი კი ქალისა და ქალურობის პირველი მტერია. რად უნდა კეთილსა და ლაღ ქალბატონს ბოტოქსი თუ ფილერი?! მას წარბებს შორის ღარები ნაკლებად უჩნდება და არც მოჟღამულობით მოღრეცილი გრიმასები უჩენს მიმიკურ ნაოჭებს _ ეს ხუმრობით და ისე კი, მართლაც პირველი მტერია ღვარძლი და ბოღმა ადამიანის ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის თუ სილამაზის. ცუდი, ბოროტი და შურიანი აზრები ცაში მიწის მართობულად ასროლილი ქვასავითაა, რომელიც სიმძიმის ძალის მოქმედებით აუცილებლად დაგვეცემა თავზე. მეტყვით, ადვილი არაა არ დაიბოღმო და ვინმეზე გაბრაზებულს გული არ გაგებეროსო - ვიცი ამას თუ არ მკითხავთ, გაიფიქრებთ მაინც. მე კი გეტყვით რომ ძალიან ადვილია. წარმოვიდგინოთ რომ ქუჩაში ჩემთვის ლაღად მივდიოდი და ვიღაც ღვთისნიერმა (თუ რატომ არის ის ადამაინი ღვთისნიერი ამას მერე ავხსნი) ფეხი დამიდო. წავიქეცი, წავბარბაცდი, ავაცილე თუ ცხვირ-პირი დავილეწე _ეს შედეგია და ამას არსებითი მნიშვნელობა მხოლოდ იმ მომენტში, საღად და ცივ გონებაზე აზროვნების უნარის ხარისხზე ზემოქმედების კუთხით აქვს. რას გააკეთებდით თქვენ? ან როგორ ფიქრობთ, როგორ მოვიქცეოდი? პირველ რიგში (ოქროს წესი მაქვს, რომელსაც ხშირად ვიცავ, იშვიათად-ვერ, რადგან მეც ადამიანი ვარ) ვცდილობ ცხელ გულზე არაფერი მოვიმოქმედო. სამი ჩასუნთქ-ამოსუნთქვის შემდეგ ვფიქრობ მიზეზზე, თუ რატომ მოუნდა ამ ადამიანს ჩემთვის ფეხი დაედო და მეორე - თუ რატომ განახორციელა თავის სურვილი შედეგებზე დაუფიქრებლად (უარეს შემთხვევაში კი სწორედ შედეგებზე ორიენტირებულმა). თქვენ რა აზრი მოგდით თავში? ბოროტია? ცუდია? მავნეა? შეიძლება. თუმცა აქ მთავარი მაინც მოტივატორია. ადამიანი ხომ არ გაანძრევს ხელს მოტივაციის გარეშე! რა ვარიანტებია? 1. უნდოდა მავნებლობით მიეღო სიამოვნება. 2. მე ვერ მიტანს და ამით უნდოდა გულის მოფხანა 3. ისეა ჩემზე დაბოღმილი რომ ვერც გააცნობიერა ისე ინსტინქტურად მოიქცა ასე სხვა ვარიანტებიც არის, თუმცა თუ ჩავუღრმავდებით, ისინი ყველა, ამ სამი ვარიანტის ქვევარიანტები იქნება. განვიხილოთ 1. წარმოგიდგენიათ რა უინტერესოა მისი ცხოვრება? რა უბედური უნდა იყოს ადამიანი რომ ასეთი დესტრუქციული ქმედებებით იღებდეს პოზიტივს?! როგორ შეიძლება გაბრაზდე ან თუნდაც წარბი შეგერხას ასეთი ადამაინის გამო?! მხოლოდ გულწრფელი სინანული და შეცოდება შეიძლება იგრძნო, ილოცო მისთვის და მადლობა გადაუხადო უფალს რომ შენ მისი მსგავსი არ გაგაჩინა. ვარიანტი 2. თუ ჩემს გამო მოიქცა ასე უღირსად, რით გამოვიწვიე მასში ამხელა სიძულვილი? სძულხარ სულ თითზე ჩამოსათვლელ ვარიანტებში: ა. როცა ვიღაცას გადაეღობე.ბ. ვიღაცას უყვარდი და შენ ვერ უპასუხე იგივე გრძნობით. გ. ზედმეტად განსხვავებული ხარ ვიღაცისთვის და მიუღებელი _ თუ შენ თვლი რომ საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი სულაც არ ხარ, სამივე ეს ვარიანტი გულთან ახლოსაც არ უნდა მიიტანო. 3. რატომ არიან ადამიანები დაბოღმილები? იმიტომ რომ მათ რაღაც ვაწყენინეთ, ცუდი გავუკეთეთ, ან თვლიან რომ ცუდი გავუკეთეთ და მათ იმხელა ტაქტი ვერ ეყოთ რომ ამხელა და ამსიგრძე-სიგანე ანალიზი ჩაეტარებინათ. თუ მე მიზეზი ვარ, ხომ არ სჯობია გავიხსენო, გავაანალიზო რითი გავხდი ამ საშინელი გრძნობის კულმინირების მიზეზი? და თუ აღიარებით, მონანიებით, გამოსწორებით შემიძლია მისი მძიმე სულიერი მდგომარეობა გავაუმჯობესო და გამოვაჯანსაღო, რატომ უნდა დავზარდე?
საწერად ცოტა ბევრი გამოვიდა, თუმცა უცებ ჩამოსაყრელად გონებაში, სულაც არაა რთული. ამ ყველაფრის ცოდნის , ამ უნარის წყალობით, არ არსებობს ადამიანი, რომელზეც ან დაბოღმილი , ან გაბოროტებული და გაბრაზებული ვიქნებოდი. მამა აბრამის ბატკანი არც მე ვარ_ მაქვს ჩემი სარკაზმის შემოტევებიც, რომელიც ყველა შემთხვევაში უფრო თავდაცვითი რეაქციების ჩართვაა, ვიდრე უწყინარი სარკაზმი, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ?! თან ეს განწყობაზე უარყოფითად ნამდვილად ვერ მოქმედებს. არა, არ გეგონოთ შარავანდედი და ფრთები მაქვს მეთქი ამას გამცნობთ _არა! უბრალოდ ძალიან მინდოდა, ამ საიტზე, ჩემი გაჩერების უნიჭო და ამაო მცდელობების ერთ-ერთი პერიოდის ეპილოგად მერჩია ყველა აქ მყოფისთვის და გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება, რომელსაც ჩემი წინაპრები (მამის მხრიდან) აქტიურად იყენებდნენ და იყვნენ ბედნიერები, მიუხედავად სიდუხჭირისა და მრავალი ცხოვრებისეული პრობლემისა თუ სირთულისა. მამას ბოლო სიტყვებიც ეგ იყო: ბოღმა გაუშვი! იყავი მსუბუქად და ბედნიერად. გამოიწვიე პოზიტივიც სწორედ თქვენში მეტი პოზიტივის მოსამშობიარებლად წამოვიწყე: ზოგმა იუკადრისა, ზოგი ცოცხალი აღარაა და ზოგს კი დაეზარა, მაგრამ ვინც ჩაერთო, მადლობა თქვენ! თქვენთვის სიურპრიზი წინაა! ყველას მეტ პოზიტივსა, სიკეთეს, ჯანმრთელობას და ულევ სიყვარულს გისურვებთ! ზოგს 6 ფიცარიც არ ღირსებია და დიდი ეჭვი მაქვს, ის 6 ფიცარიც მხოლოდ ნეშომპალად რჩება ამ ქვეყანაში და ჩვენ ჩვენი სულისა და კარგი საქმეების მეტი არაფერი მიგვყვება! მიყვარხართ მე თქვენ ურაკელებო!
პ.ს. არ დამვიწყებია ფეხის დამდების ღვთისნიერობის ახსნა :) ნებისმიერი პრობლემა, სიძნელე და სირთულე ღვთის ხელით გამოგზავნილი გამოცდაა. გამოცდაზე კი გონიერი აუცილებლად სწავლობს რაღაცას მაინც, სულ რომ ჩაფლავდეს , მაშინაც კი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა საქმიანს, მეც ვყოფილვარ ხშირად, მაპატიეთ, თ სუბიექტურად ვფიქრობ ამჯერად. აქ მყოფ საზოგადოებას არ ეხება არანაირად. ზოგადად ვამბობ. მადლობა, ფლორე, ამ დისპუსიის შესაძლებლობისთვის. ყველას მოკითხვა. სიყვარულით... რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა საქმიანს, მეც ვყოფილვარ ხშირად, მაპატიეთ, თ სუბიექტურად ვფიქრობ ამჯერად. აქ მყოფ საზოგადოებას არ ეხება არანაირად. ზოგადად ვამბობ. მადლობა, ფლორე, ამ დისპუსიის შესაძლებლობისთვის. ყველას მოკითხვა. სიყვარულით...
11. ადამიანებს სიხარული გვჭირდება, აქვე დავამატებდი, და როცა არსაიდან არის, ვინმემ უნდა გიშველოს, ისევე როგორც ჩვენ უნდა ვუშველოთ, რადგან დიდი დუმბაძის არ იყოს, ადამიანის სული ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მისი სხეული. ეს არ უნდა დავივიწყოთ. საქმე კარგია, მაგრამ სივრცე უნდა დავტოვოთ ურთიერთობისთვისაც, კაპიტალიზმის მიუხედავად, მით უმეტეს, ამ ძნელბედობის ჟამს, მე ასე მჯერა. პატივისცემით... ადამიანებს სიხარული გვჭირდება, აქვე დავამატებდი, და როცა არსაიდან არის, ვინმემ უნდა გიშველოს, ისევე როგორც ჩვენ უნდა ვუშველოთ, რადგან დიდი დუმბაძის არ იყოს, ადამიანის სული ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე მისი სხეული. ეს არ უნდა დავივიწყოთ. საქმე კარგია, მაგრამ სივრცე უნდა დავტოვოთ ურთიერთობისთვისაც, კაპიტალიზმის მიუხედავად, მით უმეტეს, ამ ძნელბედობის ჟამს, მე ასე მჯერა. პატივისცემით...
10. შენ ხარ არა მარტო გონიერი, არამედ კეთილგონიერი, დაწურული ოქრო. ნინა გორდაძის კომენტარიც საოცრად დამაფიქრებელი იყო. <3 შენ ხარ არა მარტო გონიერი, არამედ კეთილგონიერი, დაწურული ოქრო. ნინა გორდაძის კომენტარიც საოცრად დამაფიქრებელი იყო. <3
9. ნებისმიერი პრობლემა, სიძნელე და სირთულე ღვთის ხელით გამოგზავნილი გამოცდაა. გამოცდაზე კი გონიერი აუცილებლად სწავლობს რაღაცას მაინც, სულ რომ ჩაფლავდეს , მაშინაც კი.
ეს ფრაზა, ძალიან, ძალიან მომეწონა! ნებისმიერი პრობლემა, სიძნელე და სირთულე ღვთის ხელით გამოგზავნილი გამოცდაა. გამოცდაზე კი გონიერი აუცილებლად სწავლობს რაღაცას მაინც, სულ რომ ჩაფლავდეს , მაშინაც კი.
ეს ფრაზა, ძალიან, ძალიან მომეწონა!
8. მშვიდობა და სოლიდარობა,მზიანე! 1 კვირაში გამოიწვიე პოზიტივის მეორე ეტაპი გაიხსნება და ჰე მშვიდობა და სოლიდარობა,მზიანე! 1 კვირაში გამოიწვიე პოზიტივის მეორე ეტაპი გაიხსნება და ჰე
7. მშვიდობა და სოლიდარობა,მზიანე! 1 კვირაში გამოიწვიე პოზიტივის მეორე ეტაპი გაიხსნება და ჰე მშვიდობა და სოლიდარობა,მზიანე! 1 კვირაში გამოიწვიე პოზიტივის მეორე ეტაპი გაიხსნება და ჰე
5. დიდი ხანია, რაც ურაკზე არ შემოვსულვარ. სამწუხაროდ, მომეჩვენა, რომ მრავალმხრივ გასჭირვებია... დიდი ხანია, რაც ურაკზე არ შემოვსულვარ. სამწუხაროდ, მომეჩვენა, რომ მრავალმხრივ გასჭირვებია...
4. https://www.youtube.com/watch?v=Ym1c7YvEIUs https://www.youtube.com/watch?v=Ym1c7YvEIUs
3. ტერიკო და ნინა, დიდი მადლობა ❤❤❤ ტერიკო და ნინა, დიდი მადლობა ❤❤❤
2. გული უნდა დაგწყდეს? კი, ნამდვილად უნდა დაგწყდეს გული ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს, ადამიანზე, რომელიც იწვევს ასეთი წერილის დაწერის სურვილს. რატომ , რა მიზეზით იქცევიან ასე? ამაზე ფიქრს წუთითაც არ დაუთმო დრო, არაფერს მოგცემს. გარკვეული თვალსაზრისით სამაგალითო გოგო ხარ ჩემ თვალში. არავინაა ვალდებული სიკეთე აკეთოს, ეს არჩევანია. მაგრამ მგონია რომ სიკეთეც არ უნდა აკეთო ისე, თუ სიხარულს არ განიჭებს. ხოლო თუ სიხარულს იგრძნობ, უმადურობას ვეღარც კი შენიშნავ. გული უნდა დაგწყდეს? კი, ნამდვილად უნდა დაგწყდეს გული ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს, ადამიანზე, რომელიც იწვევს ასეთი წერილის დაწერის სურვილს. რატომ , რა მიზეზით იქცევიან ასე? ამაზე ფიქრს წუთითაც არ დაუთმო დრო, არაფერს მოგცემს. გარკვეული თვალსაზრისით სამაგალითო გოგო ხარ ჩემ თვალში. არავინაა ვალდებული სიკეთე აკეთოს, ეს არჩევანია. მაგრამ მგონია რომ სიკეთეც არ უნდა აკეთო ისე, თუ სიხარულს არ განიჭებს. ხოლო თუ სიხარულს იგრძნობ, უმადურობას ვეღარც კი შენიშნავ.
1. ბოროტი ადამიანები ცდილობენ სხვას ფეხი წამოუდონ,ღიად,თუ ფარულად,ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნამდვილად საცოდავები და ამავდროულად უბედურები არიან,ვინაიდან, ბედნიერი ადამიანი ცდილობს,სხვასაც მიანიჭოს ბედნიერება.( კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების) ფლორენცია ხუთი შენ <3 ბოროტი ადამიანები ცდილობენ სხვას ფეხი წამოუდონ,ღიად,თუ ფარულად,ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნამდვილად საცოდავები და ამავდროულად უბედურები არიან,ვინაიდან, ბედნიერი ადამიანი ცდილობს,სხვასაც მიანიჭოს ბედნიერება.( კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების) ფლორენცია ხუთი შენ <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|