ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2021


ეკავათ მერცხლებს კაბა მირკანის

ეცეკვებოდა ნუშს ნიავი,
ცერზე შემდგარი.
ეფინებოდა თვალს სიამე,
მზე ცას ებარა...
ეკავათ მერცხლებს ნისკარტებით
კაბა მირკანის.
ცა კი შვიდფერა ცისარტყელას
ქამარს იკრავდა...
სულ მზე უნდოდათ, თვალნახული
ია-ენძელებს...
მიწას ხატავდა გაზაფხული
დიდი ფერმწერი...
კვირტებს ფერადი თავსაფრები
თავზე წაეკრათ.
ჰგავდნენ ქარები ჩასაფრებულ
ღრუბლის მარეკებს...
ეფერებოდა სხივი ხეებს
ათინათებით.
გაზაფხულია, გაიხედე
მზეს აქვს სათქმელი...
02.02.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები