ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2021


კანაფი

ოთახი. განრიგი. მატრიცა.
ღამე. მონიტორი. ბერგმანი.
სტოკჰოლმი. სინემა. წარმტაცი.
თამბაქო. სასმელი. ერთგვარი.
მარტივი დეჟავუ ოთახთა.
შანტაჟი. პანიკა. მუქარა.
მონარქი. უმიწო. უტახტო.
უწყლოო. უცეცხლო. უქარო.
კისერი. სუნამო. კოლიე.
ზარდახშა. საყურე. გვირგვინი.
ყაჯირი. მარაბუ. თოლია.
პინგვინი. პინგვინი. პინგვინი.
მეოთხე. მეხუთე. მეექვსე.
მეშვიდე. ნაბიჯი მერვეში.
ვახშამი. მიმწუხრი. კვერექსი.
აკინი. რაფსოდი. დერვიში.
დერვიში. აკინი. რაფსოდი.
გაუდი. ბაროკო. გოტიკა.
დილემა. ნიჰილი. აბსურდი.
ნინია. ბისმარკი. კონ-ტიკი.
კისერი. კოლიე. სუნამო.
ოთახი. განრიგი. ერთგვარი.
სტოკჰოლმი. წარმტაცი. სინემა.
ღამე. მონიტორი. ბერგმანი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები