ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 თებერვალი, 2021


Сергей Есенин - Выткался на озере алый свет зари

სერგეი ესენინი - ტბაზე დაფიონი ალისფერად ელავს

ტბაზე დაფიონი ალისფერად ელავს,
ტყეში აქვითქვითდა მძლავრად ყრუანჩელა,

მფრთხალი მოლაღური ტირის გულამოსკვნით,
მე არ მეტირება - ნათლის მადლით მოსილს.

ვიცი, საღამოჟამს მოადგები მინდორს,
ზვინთან ჩამოვსხდებით, ჩაგიხუტებ მიმნდობს.

დავითრობი კოცნით, გაგთელავ ვით ალერდს,
ნეტარებით დამთვრალს, ვინ მომკითხავს ალერსს?!

თავად შემოიხსნი აბრეშუმის მანდილს,
ავისრულებთ ერთად ტყეში გულისწადილს.

იქვითქვითოს დაე,  ყრუანჩელამ მძლავრად,
დაფიონის სევდაც სიხალისეს აღძრავს!

5 თებერვალი, 2021 წ.



Сергей Есенин - Выткался на озере алый свет зари

Выткался на озере алый свет зари.
На бору со звонами плачут глухари.

Плачет где-то иволга, схоронясь в дупло.
Только мне не плачется - на душе светло.

Знаю, выйдешь к вечеру за кольцо дорог,
Сядем в копны свежие под соседний стог.

Зацелую допьяна, изомну, как цвет,
Хмельному от радости пересуду нет.

Ты сама под ласками сбросишь шелк фаты,
Унесу я пьяную до утра в кусты.

И пускай со звонами плачут глухари.
Есть тоска веселая в алостях зари.

1910

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები